"შახტარმა" ნორვეგიულ "ოდ გრენლანდთან" 1:2 წააგო, ქართველმა კი მოედანზე 65 წუთი გაატარა
დონეცკის "შახტარმა", რომელშიც ქართველი ნახევარმცველი დავით თარგამაძე ირიცხება, ესპანეთში რიგით მეორე შეხვედრა ნორვეგიულ "ოდ გრენლანდთან" გამართა.

დონეცკელებმა ესპანურ შეკრებაზე პირველი მატჩი "ოცელულთან" ფრედ 2:2 დაასრულეს, რის შემდეგ პენალტების სერიაში გაიმარჯვეს. თარგამაძის დებიუტი კი ნორვეგიელებთან თამაშში შედგა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი უკრაინულ "ოლექსანდრიაში" ასპარეზობდა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს უკრაინული ფეხბურთის გრანდმა დონეცკის "შახტარმა" გადაიბირა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ თარგამაძის განათხოვრება გადაწყვიტა და სამი თვით, იჯარით მარიოპოლის "ილიჩევიცში" გაუშვა.

მაგრამ რამდენიმე დღის წინ უკრაინულ პრესაში ქართველი ქომაგისთვის მოულოდნელი სასიხარულო ამბავი გავრცელდა, რაც შემდეგ თავად "შახტარმაც" დაადასტურა - დავით თარგამაძე დონეცკელებმა უკან გაიხმეს და შეკრებაზე ესპანეთში წაიყვანეს. როგორც გაირკვა, ეს თავად "შახტარის" მთავარი მწვრთნელის მირჩა ლუჩესკუს გადაწყვეტილებით მოხდა.

"შახტარის" ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩვენებურის სადებიუტო მატჩზე გაიმბობთ. თარგამაძე ნორვეგიულ "ოდ გრენლადთან" მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდა.

. თარგამაძემ, თავისი სათამაშო სტილიდან გამომდინარე, შეხვედრა აქტიურად დაიწყო და მე-7 წუთზე კონტრშეტევის განხორციელება სცადა, თუმცა მეტოქემ ბურთი აართვა.

. თავისი თამაშით თარგმაძე და ილსინიო მუდმივად ხვდებიან "ოდ გრენლანდის" მცველების ყურადღების ცენტრში.

. 56-ე წუთზე დათოს მიერ ჩაწოდებულს ჩიჟოვმა თავურით უპასუხა, მაგრამ ბურთი ნორვეგიელების კარს აცდა.

თარგამაძე მატჩის 65-წუთზე შეცვალეს. საბოლოოდ "შახტარი" 1:2 დამარცხდა.

წაგებული მატჩის შემდეგ დონეცკელთა მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორმა სერგეი კრივცოვმა კომენტარი გააკეთა, სადაც ჟურნალისტმა მას ქართველ ნახევარმცველზეც ჰკითხა.

- როგორ ჩაერთო თამაშში დავით თარგამაძე?

- დავითმა საკმაოდ კარგად ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ კოლექტივს ახლა ეჩვევა. მან საკუთარ თავს, როგოც კარგ ფეხბურთელს, რეკომენდაცია ჯერ კიდევ "ოლექსანდრიაში" თამაშის დროს გაუწია, ამიტომ მგონია, რომ ის კიდევ გამოიჩენს თავს.

ამის შემდეგ თარგამაძის კომენტარის ჯერიც დადგა, სადაც ქართველმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისმა გუნდმა პირველი ტაიმი კარგად ჩაატარა და ლოგიკური იყო პირველ ნახევარში "შახტარის" გამარჯვება. მან პირველ ნახევარში დონეცკელთა თამაში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გადის. თარგამაძის თქმით, "შახტარს" დღეს უბრალოდ არ გაუმართლა.

აქვე გეტყვით, რომ პირველი გოლი დონეცკელთა კარში თერთმეტმეტრიანიდან გავიდა, ხოლო შეხვედრის 83-ე წუთზე უკრაინული გუნდის ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს და დონეცკელებმა თამაში კაცნაკლულებმა დაასრულეს.

ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა