2015 წელს თბილისი ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალისთვის საქართველოს დედაქალაქი კომპლექსურად ემზადება
სპორტის ქომაგებმა იციან, რომ 2015 წელს თბილისი ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის საქართველოს დედაქალაქი კომპლექსურად ემზადება - მიმდინარეობს ბაზების კეთილმოწყობა და იმ ასაკის გოგო-ბიჭების მომზადება, რომლებმაც ოთხი წლის შემდეგ ევროპელ თანატოლებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში კონკურენცია უნდა გაუწიონ მედლებისთვის პაექრობაში.

განსაკუთრებული ყურადღება მძლეოსნობას ექცევა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილი მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაურთან ერთად გუშინ დიდუბის მძლეოსნობის მანეჟს ეწვია.

მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა, ალექსი ახვლედიანმა სტუმრებს სარემონტო სამუშაოები და 1998-1999 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა წვრთნის პროცესი დაათვალიერებინა. სტუმარ-მასპინძლებმა ნორჩ ათლეტებთან ერთად ახალგარემონტებულ კვების ბლოკში ისადილეს.

- თბილისში ეს ერთადერთი მანეჟია, სადაც არამარტო მძლეოსნები, არამედ სპორტის სხვა სახეობების წარმომადგენლებიც ვარჯიშობენ, - უთხრა მასმედიის წარმომადგენლებს ვლადიმერ ვარძელაშვილმა. - ერთი წლის წინ ვთქვით, რომ ამ სპორტული ობიექტის სრული რეაბილიტაცია მოხდებოდა. როგორც ხედავთ, სიტყვა საქმედ ვაქციეთ - ახლა აღდგენითი სამუშაოები სრული სვლით მიმდინარეობს.

მართალია, მანეჟის საერთაშორისო სტანდარტების დონეზე კეთილმოსაწყობად ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, თუმცა ათი დღეა, აქ საწვრთნელ შეკრებას გადიან რაიონებიდან მოწვეული პერსპექტიული ნორჩი სპორტსმენები, იმ ასაკისა, რომლებმაც თბილისის ოლიმპიურ ფესტივალზე უნდა იასპარეზონ. ისინი დედაქალაქელ თანატოლებთან ერთად სპეციალური პროგრამით ემზადებიან, რათა 2015 წელს გვასახელონ.

ალექსი ახვლედიანი: თბილისის ფესტივალზე მედლების ყველაზე მეტი რაოდენობა სწორედ მძლეოსნებზე მოვა, ამიტომაც "სპორტის დედოფალს" ჩვენს ფედერაციასთან ერთად დიდ ყურადღებას აქცევენ სპორტის სამინისტრო, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი.

პერსპექტიული ნორჩი ათლეტებისთვის საწვრთნელი შეკრებები დაგეგმილი გვაქვს არა მარტო თბილისში, არამედ უცხოეთშიც. კერძოდ, სად, ეს ცოტა მოგვიანებით გაირკვევა. სიამოვნებით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ახალგაზდა მძლეოსანთა რიცხვი ბოლო დრო ძალიან გაიზარდა. 1998-1999 წლებში დაბადებულთა შესარჩევი შეჯიბრებები რომ დავიწყეთ, მაშინ მომეცადინეთა რიცხვი 80-ს თუ აღწევდა, დღეს მათი რაოდენობა 150-ს აჭარბებს. ეს 3 თებერვალს ჭაბუკთა შეჯიბრებაშიც გამოჩნდება. ამ ტურნირს დიდუბის მძლეოსნობის მანეჟი უმასპინძლებს.

ჩვენს ფედერაციაში შექმნილია საკოორდინაციო საბჭო გამოცდილი სპეციალისტის, ნოე ლობჟანიძის ხელმძღვანელობით, რომელიც სამედიცინო სამსახურთან ერთად თვალყურს ადევნებს ბავშვების წვრთნის პროცესს. საგულისხმოა ისიც, რომ რამდენიმე ყოფილი სპორტსმენი სამწვრთნელო ამპლუაში ცდის ძალებს - ძალიან გვჭირდება ახლებურად მოაზროვნე ახალგაზრდა მწვრთნელები. მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზეც აუცილებლად ვიზრუნებთ.

- ლონდონის ოლიმპიური თამაშები ახლოვდება. ქართველ მძლეოსნებს საგზურების მოპოვების შანსი თუ შერჩათ?

- ათ დღეზე მეტია, ექვსი ქართველი სპორტსმენი, რომლებისაც ძალიან გვეიმედება, მინსკში იმყოფება საწვრთნელ შეკრებაზე. 10-11 თებერვალს ისინი ბელარუსის ღია ჩემპიონატში იასპარეზებენ, რაც მათი მომზადების დონის შემოწმების საშუალებას მოგვცემს. ესენი არიან ლაშა ღულელაური, ბორისლავ სხირტლაძე, სალომე რიგიშვილი, მაია სხირტლაძე, დავით ილარიანი და ზურაბ გოგოჭური. მათ კიდევ ოთხი სპორტსმენი დაემატება, კერძოდ ვინ, ორიოდე დღეში გაირკვევა. მეორე შეჯიბრება, რომელიც ჩვენს სპორტსმენებს ელით, ეს იქნება ლატვიის ღია ჩემპიონატი. ორივე ეს ტურნირი მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პროგრამაშია შესული და სალიცენზიოა.

- ორი ოლიმპიადის მონაწილე მარიამ ქევხიშვილს ამ შეჯიბრებებში ვერ ვიხილავთ?

- მარიამმა ორი კვირის წინ შეგვატყობინა, რომ სამი თვის განმავლობაში ვერც ივარჯიშებს და, ცხადია, ვერც ტურნირებში იასპარეზებს. ამის მიუხედავად, მას კიდევ რჩება საგზურის მოპოვების შანსი, რადგან მძლეოსნობაში სალიცენზიო ასპარეზობები ივნისამდე გრძელდება. ვერ გეტყვით, ქევხიშვილი რას იზამს, მაგრამ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს სამი საგზურის მოპოვება და არაფერს დავიშურებთ საიმისოდ, რომ სიტყვა საქმედ ვაქციოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად