უელსის ნაკრების ყოფილმა ლეგენდარულმა გარემარბმა, რომელიც "ოსფრიზის" ღირსებას იცავს, შესაძლოა სეზონის დასრულების შემდეგ რაგბის თამაშს თავი დაანებოს
უელსის ნაკრების ყოფილმა ლეგენდარულმა გარემარბმა შეინ ვილიამსმა, რომელიც ამჟამად სარაგბო კლუბ "ოსფრიზის" ღირსებას იცავს, შესაძლოა სეზონის დასრულების შემდეგ რაგბის თამაშს თავი დაანებოს.

უელსის ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მორაგბემ, რომელიც რამდენიმე წლის წინ IRB-მ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ აღიარა, უელსის ნაკრებიდან წასვლის შესახებ ჯერ კიდევ შარშან შემოდგომაზე განაცხადა და ბოლო მატჩში ავსტრალიის ეროვნულ გუნდთან ითამაშა. მან "ურჩხულების" შემადგენლობაში 87 კეპი მოიხვეჭა და 58 ლელო გაიტანა.

მაშინ ვილიამსმა განაცხადა, რომ "ოსფრიზში" კიდევ არაერთ წელიწადს ითამაშებს. თუმცა ახლახან ცნობილი გახდა, რომ ის წლევანდელი სეზონოს დასრულების შემდეგ, რაგბის თამაშს თავს დაანებებს და სამწვრთნელო კარიერის დაწყებას აპირებს.

როგორც BBC სპორტ იუწყება, ვილიამსმა უკვე მოილაპარაკა "ოსფრიზის" ხელმძღვანელობასთან, თუმცა ამ გუნდის თავკაცებმა განაცხადეს: "ჩვენ საჯაროდ არასოდეს განვიხილავთ იმ საკითხებს, რომლებიც ზოგადად ხელშეკრულებებს ეხება".

შეგახსენებთ, რომ შეინ ვილიამსმა "ოსფრიზის" შემადგენლობაში, რომელშიც 2003 წლიდან ირიცხება, 136 მატჩში ითამაშა და 54 ლელო მიითვალა. მანამდე კი ის "ნისის" ღირსებას იცავდა და ასევე ნაყოფიერად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს