მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების ასპარეზობა კატასტროფულად შეფასდა და ფაბიო კაპელოს...

G ჯგუფი

3 სექტემბერი

ჩერნოგორია-უელსი

ინგლისი-ბულგარეთი

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების ასპარეზობა კატასტროფულად შეფასდა და ფაბიო კაპელოს მუნდიალის შემდეგაც მაგრად აკრიტიკებენ, ამ ქვეჯგუფში ინგლისი ნომერ პირველი ფავორიტია. კაპელოს გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპს კონკურენტ ბულგარეთთან მატჩით იწყებს. მართალია, ჯონ ტერის, ფრენკ ლემპარდისა და პიტერ კრაუჩის სახით, ინგლისს სამი წამყვანი ფეხბურთელი აკლია, სამაგიეროდ, ფაბიოს გამოძახებული ჰყავს ორი იმედისმომცემი ფეხბურთელი: 23 წლის მეკარე ჰარტი, რომელიც "მანჩესტერ სიტიში" ბრწყინავს და უნგრეთთან ამხანაგურ მატჩშიც შესანიშნავად ითამაშა და 21 წლის უოლკოტი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში არ ყოფილა, მაგრამ ახალი სეზონი იმდენად კარგად დაიწყო (4 გოლი პრემიერლიგის 3 თამაშში), რომ კაპელომ მასზე უარი ვეღარ (აღარ) თქვა. კაპელოს კი ამ ბოლო დროს ინგლისში მარტო ფეხბურთელები აქებენ.

"ფაბიოს ყველა ფეხბურთელი მხარში უდგას და მჯერა, კაპელოს ხელში უდიდეს წარმატებებს მივაღწევთ," - ეს გარეთ ბერის სიტყვებია.

ინგლისისა და ბულგარეთის დაპირისპირებამდე ერთმანეთს ამბიციური ჩერნოგორია და უელსი შეხვდებიან, კაპელოს გუნდის მთავარი კონკურენტი შვეიცარია კი დღეს ისვენებს. შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს ინგლისი სწორედ დასვენებულ შვეიცარიას ესტუმრება. ასე რომ, ინგლისის ნაკრები პირველ ორ ტურში, ორივე კონკურენტთან ბრძოლებს მოითავებს და საინტერესოა, რამდენ ქულას აიღებენ კაპელოს ბიჭები ამ ორ შეხვედრაში. თუ ორივე თამაში მოიგეს, ინგლისის პირველობას ჯგუფში წყალი არ გაუვა...

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა