რუსეთის დედაქალაქში მიმდინარე საჭადრაკო ტურნირებში ქართველმა მოჭადრაკეებმა პარტიები ყაიმით დაასრულეს
მოსკოვის საჭადრაკო ფესტივალის სტუდენტთა წრიულ ტურნირზე გუშინ მე-5 ტურის პარტიები გაიმართა. ნინო ბაციაშვილი შავი ფიგურებით 51-ე სვლაზე რუს ალინა კალინსკაიას დაუზავდა. დანარჩენი პარტიები კი შედეგიანად დასრულდა: ირინა ბულმაგა (რუმინეთი) - კარინა ჰოროვსკა (პოლონეთი) 0:1, ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი) - რუთ რადმინი (ინდოეთი) 1:0, ნასტასია ზიაზიულკინა (ბელარუსი) - დარია პუსტოვოიტოვა (რუსეთი) 1:0, მარია სევერინა (რუსეთი) - დინა დროზდოვა (რუსეთი) 1:0.

ამდენად, ხუთი ტურის შემდეგ 4 ქულით ზიაზიულკინა დაწინაურდა. მას ნახევარ-ნახევარი ქულით ჩამორჩებიან ბაციაშვილი, გორიაჩკინა და ჰოროვსკა. შემდეგ მოდიან: კაშლინსკაია - 2,5, რადმინი, პუსტოვოიტოვა - 2-2, ბულმაგა, დროზდოვა - 1,5-1,5, სევერინა - 1 ქულა.

რუსეთის თასის ეტაპზე ქალებში ლიდერები ნაზი პაიკიძე და დარია ჩაროჩკინა (რუსეთი) 37-ე სვლაზე დაზავდნენ. ორივეს ხუთი შესაძლებლიდან 4,5-4,5 ქულა აქვს.

გუშინდელი წარმატების შემდეგ ამდენივე ქულას მოუყარეს თავი ევროპის ექსჩემპიონმა ეკატერინა ატალიკმა (ვიქტორია ტარასოვა დაამარცხა), რუსეთის ნაკრების წევრმა მარინა რომანკომ (ეკატერინა ტიმოფეევას სძლია) და ჰუანგ ქიანმა (ოლგა ივკინას მოუგო).

დღეს მე-6 ტურის პარტიები გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად