გიგლა იმნაძის შეგირდები საუმაღლესლიგო პლეი-ოფისთვის აქტიურად ემზადებიან
საუმაღლესლიგო პლეი-ოფისთვის მზადებას აქტიურად განაგრძობს ლანჩხუთის "გურია". გიგლა იმნაძის შეგირდები ორჯერად ვარჯიშებთან ერთად ამხანაგურ შეხვედრებსაც მართავს.

ბოლო შეხვედრაში ლანჩხუთელებმა გურულ დერბიში ოზურგეთის "მერცხალს" 2:0 მოუგეს. მანამდე კი კიდევ ერთ თანალიგელ - ბათუმის "დინამოსთან" 0:0 ითამაშეს.

სულ "გურიამ" 5 ტესტ-მატჩი გამართა, რომელთაგან 4 მოიგო - ისევ "მერცხალთან" (4:1) და უმაღლესლიგელებთან: ფოთის "კოლხეთთან" 2:0 და ზუგდიდის "ბაიასთან" - 2:1.

გუნდის ძირითადი ბირთვი შერჩეულია, თუმცა რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერება ისევ იგეგმება. "გურია" განსაკუთრებით მეკარის დამატებას ლამობს, რადგან "ვიტ ჯორჯიას" ყოფილმა მეკარემ, არდალიონ მიქაბერიძემ ლანჩხუთში მხოლოდ ერთხელ ივარჯიშა და ძირითად მეკარეობას რატომღაც ფოთის "კოლხეთში" გადასვლა და ლადო ნადირაშვილთან კონკურენტობა ამჯობინა.

"გურიას" უცხოეთიდან დაბრუნებული 2 ქართველი მეკარიდან ერთ-ერთის გადაბირება სურდა, მაგრამ ალავიძემ ბათუმის "დინამოს" მიაშურა, ხოლო ბუბუტეიშვილი - უცხოეთში აპირებს კარიერის გაგრძელებას.

რაც შეეხება სტადიონს, რომლის რეკონსტრუქციაც წელს იგეგმება, სულ მალე არქიტექტორთა ჯგუფი გურიის რეგიონს კიდევ ერთხელ ეწვევა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე: "ლანჩხუთის სტადიონის მშენებლობაზე გამოცდილი არქიტექტორები მანუჩარ მახათაძე და ლევან გეგეშიძე იმუშავებენ. სტადიონს ჩაუტარდება რეკონსტრუქცია, გაუკეთდება იზოლაცია, დაიდგმება ახალი ტაბლო, ასევე ჩატარდება გამაგრებითი სამუშაოები. მოგეხსენებათ, ჩვენი სტადიონი გათვლილი იყო 22 000 გულშემატკივარზე, ახლა ვაპირებთ 10 000 ინდვიდუალური სკამის დამონტაჟებას, შეკეთდება მისასვლელი გზები.

ვესაუბრეთ სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს და მან მინდვრის საფართან დაკავშირებით დახმარება აღგვითქვა, რესპუბლიკაში ამ ეტაპზე ორი ასეთი საფარი კეთდება და ერთი ჩვენთან დაიგება.

სამწუხაროდ დაკარგულია სტადიონის საპროექტო ნახაზები. როგორც ცნობილია, თავის დროზე სტადიონის მშენებლობა ექსტრემალურ პირობებში მიმდინარეობდა. საბედნიეროდ, ცოცხლები არიან ის კონსტრუქტორი და არქიტექტორი, ვინც იმდროინდელი პროექტი შეადგინეს და ჩვენი არქიტექტორები დავაკავშირეთ მათ.

გადავწყვიტეთ "გურიასთან" შევქმნათ ახალგაზრდული გუნდი, სადაც ძირითადად ითამაშებენ 23-წლამდე ასაკის ფეხბურთელები. მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავარ მწვრთნელს - გიგლა იმნაძეს. ჩვენც მხარში დავუდგებით და ყველანაირ პირობას შევუქმნით. თან დავალება მივეცით, რომ რვა გუნდში მეოთხე ადგილი დაიკავოს. ეს დიდი პასუხისმგებლობაა მისთვის, მას არ ეშინია ამ პასუხისმგებლობის და დარწმუნებული ვარ, კარგ გუნდს ჩამოაყალიბებს.

მჯერა, რომ შედეგს მივაღწევთ და უმაღლეს ლიგაში გადავალთ. ასე რომ, ერთად ვიწყებთ სტადიონის მშენებლობას, გუნდის გაძლიერებას და მალე ბაზაზეც იქნება საუბარი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ჰჰჰგჰჰჯჯკკლლიიიიიყტყუი

beqa
ძალიან კაგი ნელ ნელა კეთდება კარგი სტადიონები რაც ძალიან მახარებს
miriani
მეც მინდა, რომ გურიას 22 ათასიანი,კარგი სტადიონი ჰქონდეს.ეს პატრიოტული და ყველასთვის საყვარელი გუნდი ამას ნამდვილად იმსახურებს!
saso
და 10 ატასიან ტრიბუნებს რო უკეტებტ არ შეიძლება რო 22 იანი როგორც არი ისე რო გააკეთოთ?
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად