ინტერვიუ. კევინ დე ბრუინი

"გენკის" 20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა "ჩელსისთან" ხელშეკრულება 5,5 წლით გააფორმა და 6-თვიანი იჯარით ძველ კლუბს იმავე დღეს დაუბრუნდა.

მის პოზიციაზე "ლურჯებს" ფლორან მალუდა და ხუან მატა ჰყავთ და რა გასაკვირია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ამჟამად "არისტოკრატთა" ძირითადში მოსახვედრად მზად არ არის.

მას ამ მიზნის მისაღწევა ჯოჯოხეთური შრომა მართებს. მომდევნო სეზონში მალუდა "სტემფორდ ბრიჯს" დატოვებს და თუ მატაც ცენტრისკენ გადაწიეს, კევინს სასტარტო შემადგენლობისკენ გზა გაეხსნება. თუმცა იქამდე დიდი დროა. მოდი, ჯერ იმას მოვუსმინოთ, რას ფიქრობს ფეხბურთელი ლონდონურ კარიერაზე.

- უკვე იყავით "სტემფორდ ბრიჯზე"...

- თავდაპირველად ცოტა მეუცნაურა ამხელა არენა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ თავი დავანებე ამაზე ფიქრს და მომეწონა. მშვენიერი სტადიონია და დიდებული ატმოსფერო სუფევს.

- რას გეგმავთ სეზონის ბოლომდე?

- კონტრაქტზე ხელი მოვაწერე და "გენკს" 6-თვიანი იჯარით ვუბრუნდები. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მომდევნო სეზონშიც იჯარით გამიშვან, თუმცა სეზონის მოსამზადებელ პერიოდს გუნდთან ერთად გავივლი, "კობემის" ბაზას შევეჩვევი და თავი თუ გამოვიჩინე, შეიძლება დავრჩე კიდეც.

- სასიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ "ჩელსი" თქვენზე დიდხანს ნადირობდა?

- სამი წლის წინ "გენკის" ახალგაზრდულ გუნდში ვთამაშობდი, ახლა კი ხელშეკრულება "ჩელსისთან" გავაფორმე. თითქოს არც კი მჯერა. ეს უბრალოდ ოცნებაა, რომელიც ამიხდა.

- რამდენად კარგად იცნობთ ინგლისურ პრემიერლიგას?

- პრემიერლიგას თვალს ყოველთვის ვადევნებდი, თუნდაც იმიტომ რომ, დედაჩემი ნახევრად ინგლისელია. შეიძლება ითქვას, რომ ამ ჩემპიონატს უფრო ვუყურებდი, ვიდრე ბელგიისას. ასე რომ, აქაურ ფეხბურთზე ბევრი რამ ვიცი. როცა პატარა ვიყავი ჩემს ოჯახში ყველა "ლივერპულს" გულშემატკივრობდა. აი, როცა პროფესიონალი გავხდი, სხვა გუნდები უკვე აღარავის გახსენებია.

- ბელგიიდან ინგლისში სათამაშოდ გადასვლას სერიოზულ წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევთ?

- დიახ, მგონია, რომ ეს ერთი კი არა ერთბაშად რამდენიმე ნაბიჯია წინ. "ჩელსი" მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდია. მისი და "გენკის" შედარებაც კი შეუძლებელია. სწორედ ამისკენ მივისწრაფოდი დიდი ხანი. მიზნის მისაღწევად კიდევ ბევრს ვიშრომებ.

- გადაწყვეტილების მიღებამდე რომელუ ლუკაკუსა და ტიბო კურტუასთან (იჯარით "ატლეტიკოში" თამაშობს. რედ) თუ გაიარეთ კონსულტაცია?

- დიახ, ინგლისში წასვლის წინ რომელუს სმს მივწერე, ტიბოს კი ბოლო სანაკრებო შეკრებაზე ველაპარაკე.

- თქვენ უკვე გაქვთ ჩემპიონთა ლიგაში თამაშის გამოცდილება.

- სამწუხაროდ, ტრავმის გამო 6-დან მხოლოდ 4 შეხვედრაში ვითამაშე. მართალია ბევრი ვერაფერი შედეგი ვაჩვენეთ, მაგრამ ისეთი გუნდისთვის, როგორიც "გენკია", ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა თავისთავად უკვე მიღწევაა. "ჩელსისთან" ლონდონში ძალიან გაგვიჭირდა. მთელი თამაში პრაქტიკულად შანსი არ გვქონია.

- როგორ დაახასიათებთ თქვენს თავს "არისტოკრატთა" ფანების წინაშე?

- "გენკში" მე მარცხენა ნახევარმცველად ვთამაშობდი. საერთოდ ბავშვობიდან კრეატიული სტილის ფეხბურთელი ვარ. ორივე ფეხს პრაქტიკულად ერთნაირად ვხმარობ, თუმცა ბურთის დარტყმა მარჯვენათი მირჩევნია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა