ვეტერანმა ფეხბურთელმა მუხლის სერიოზული ტრავმა "მიდლსბროსთან" ასოციაციის თასის მე-4 ეტაპის შეხვედრაში მიიღო
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ცენტრალური მცველი, 32 წლის ვეს ბრაუნი "შავ კატებში" პირველ სეზონს ატარებს.

"ოლდ ტრეფორდისგან" განსხვავებით ტრავმები აქ ფეხდაფეხ აღარ დასდევდა, თუმცა მის ბედნიერებას წერტილი უკვე დაესვა.

ვეტერანმა ფეხბურთელმა მუხლის სერიოზული ტრავმა "მიდლსბროსთან" ასოციაციის თასის მე-4 ეტაპის შეხვედრაში მიიღო და გუნდს მინიმუმ ორი თვით ჩამოშორდა. "ვესს ოპერაცია ალბათ არ დასჭირდება, მაგრა იარის მოშუშებისთვის მინიმუმ 8 კვირა ან მეტი დასჭირდება. იმედს ვიტოვებთ, რომ პრემიერლიგის დასკვნითი ტურებისთვის ის შეძლებს დაბრუნებას და გუნდს სერიოზულ დახმარებას გაუწევს. თუმცა არც ის გამიკვირდება, თუკი მკურნალობა გაიწელება და მთელ დარჩენილ სეზონს გამოტოვებს," - განაცხადა "სანდერლენდის" თავკაცმა მარტინ ონილმა.

ნელსენი "ტოტენჰემში" გადავიდა

"ტოტენჰემმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ "ბლექბერნიდან" ახალზელანდიელი ცენტრალური მცველი, 34 წლის რაიან ნელსენი გადაიბირა. "ვარდებმა" ფეხბურთელთან ურთიერთშეთანხმებით კონტრაქტი გააუქმეს, რადგან მას მუხლის სერიოზული ტრავმა აწუხებდა.

ნელსენმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მოიპოვა, რითაც "დეზებმა" ისარგებლეს და ფეხბურთელს 6-თვიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

თუკი კლუბი მისი გარჯით კმაყოფილი დარჩება, თანამშრომლობა ავტომატურად 1 წლით გაგრძელდება. იმ პირობებში, როცა ლოდონელთა ცენტრალურ მცველებს ტრავმა ეპიდემია სჭირთ, ნელსენის გამოცდილების გამოყენება ნამდვილად შეიძლება.

იცით, რომ ლედლი კინგს მუხლი პრაქტიკულად მთელი კარიერაა აწუხებს, ვილიამ გალასიც რა ხანია ლაზარეთშია, ხშირად ავადმყოფობს მაიკლ დოუსონიც. ახალზელანდიელს თავის გამოჩენა შეიძლება მალევე მიეცეს.

ჩელსი მილიარდი დაჯდა

რომან აბრამოვიჩმა "ჩელსი" 2003 წლის ზაფხულზე შეიძინა. კლუბმა აღორძინება ნელ-ნელა დაიწყო. პირველ ეტაპზე იმისთვის, რომ გუნდს შედეგისთვის რაც შეიძლებოდა სწრაფად მიეღწია, რუსი ოლიგარქი ფულს არ იშურებდა. მართალია, უკვე დიდი ხანია ფიქრობენ "ჩელსის" რეფორმირებაზე, მაგრამ ის 8,5 წლის თავზეც კი წამგებიან ორგანიზაციად მიიჩნევა.

ამ დღეებში "არისტოკრატებმა" ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნეს. ამის შემდეგაც "ტრიბალფუტბოლის" ექსპერტებმა დაიანგარიშეს და აღმოჩნდა, რომ ამ ხნის განმავლობაში ტრანსფერებისა თუ უბრალოდ დოტაციისთვის ბიზნესმენმა კლუბს 630 მილიონი ფუნტი გამოუყო.

ამას თუ დავუმატებთ 340 მილიონს, რაც აბრამოვიჩმა "ჩელსის" სააქციო კაპიტალის გასაზრდელად ჩადო, საერთო ხარჯი 970 მილიონ ფუნტს მიუკაკუნებს, რაც 1 169,51 ათას ევროს უტოლდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო