ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რომის "ლაციოს" ისტორიული ტრიუმფი და მილანური 4:4 კალჩოს სასარგებლოდ

რომის "ლაციოს" ისტორიული ტრიუმფი და მილანური 4:4 კალჩოს სასარგებლოდ

იტალია. სერია A. XXI ტური
მოკლედ, ვერა და ვერ დალაგდა სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ცხრილი - აი ესეა, როდესაც პირველივე ტური გადაიდება და ამით არეულობას დაიბედებ, მერე ყველაფრისთვის მზად უნდა იყო.

ჯერ იყო და მთელი პირველი წრე, გუნდებს ტურის რიგოთობასთან ერთით ნაკლები თამაში ჰქონდათ ჩატარებული, 2011 წელი კი სულაც პირველმა ტურმა დახურა.

შემდეგ, თითქოს დალაგდა ყველაფერი, მაგრამ ძლიერი წვიმის გამო "კატანია"-"რომას" პაექრობა გადაიდო - უფრო სწორად, შეწყდა და გუნდებს დარჩენილი ნახევარი საათი აქვთ სათამაშო. ანუ, სიცილიურ და რომაულ გუნდებს თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, თუმცა ვერც იმას ამბობენ, რომ ერთი თამაში, სრული თამაში თადარიგში აქვთ.

XXI ტურმა კიდევ უფრო ჩახლართა ყველაფერი, ოთხი მატჩი გადაიდო, რამაც სატურნირო ცხრილს კიდევ უფრო ქაოსური სახე მისცა. მეტიც, ადრიანო გალიანი აქედანვე ითხოვს მომდევნო ტურში დაგეგმილი "მილანი"-"ნაპოლის" ჯახის გადადებას, რადგან სინოპტიკოსთან ვარაუდით, ლომბარდიის დედაქალაქში მოახლოებულ უქმეებზე დიდთოვლობა და ძლიერი ყინვა იქნება.

ავად თუ კარგად, სერია A მაინც გრძელდება და ჩვენც, ოთხშაბათს გამართულ, გნებავთ გადარჩენილ შეხვედრებზე მოგითხრობთ.

ცენტრალური პაექრობა რომში გაიმართა, სადაც 5 გრადუსი სითბო იყო და არ თოვდა, ეს კი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ თამაში გამართულიყო. ოლიმპიურ სტადიონზე მისულ 55 000-მდე გულშემატკივარს კი ნამდვილად არ უნანია უთოვლობა, რადგან მათმა საყვარელმა გუნდმა არც მეტი, არც ნაკლები 14-წლიანი ნავსი გატეხა - დიახ, "ლაციომ" "მილანს" ორი უპასუხო გოლი გაუტანა და წლების განმავლობაში დაუმარცხებელი მეტოქე ბეჭებზე გააკრა.

თამაში სტუმართა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა მილანელებს ერთი ხეირიანი მომენტი რაა, ის არ შეუქმნიათ. უფრო სწორად, ერთი შექმნეს, თუმცა ისიც შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე, როდესაც ანგარიში უკვე 2:0 იყო რომაელთა სასარგებლოდ. ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გრძელი გადაცემის შემდეგ დაიმორჩილა ბურთი და დაარტყა კიდეც, თუმცა მიზანმა უმტყუნა.

იქამდე უფრო მწვავედ სწორედ მასპინძლები უტევდნენ და ჯერ კიდევ პირველ ტაიმში შეეძლოთ ანგარიშის გახსნა. მომენტებს აღარ მოვყვებით და პირდაპირ 76-ე წუთზე გადავხტებით, როდესაც ტომაზო როკიმ ბურთი ოსტატურად გაატარა და რასაც ერნანესის შესანიშნავი დარტყმა მოჰყვა - კრისტიან აბიატის ნახტომი ამაო გამოდგა და 1:0 მასპინძელთა სასარგებლოდ. სულ რამდენიმე წუთში, რომაელებმა იდენტური კომბინაცია გაითამაშეს, როკი ისევ გადაახტა ბურთს, ერნანესმა ისევ დაარტყა, მაგრამ ამჯერად მცირედით არაზუსტად.

შეხვედრის დასრულებამდე ხუთიოდე წუთით ადრე კი ყველა კითხვას გაეცა პასუხი - ახლო მანძილიდან ტომაზო როკიმ აბიატის კარის ახლო ცხრიანი დალაშქრა და შეხვედრის საბოლოო შედეგი დააფიქსირა, 2:0.

მატჩის შემდეგ, მასიმილიანო ალეგრიმ შემდეგი განაცხადა:

"ბოლო პერიოდში, ძალიან მოვუკელით და ვერ ვაჩვენებთ ისეთ ფეხბურთს, რამაც გასულ სეზონში სკუდეტო მოგვაგებინა. ეს კარგად უნდა გავიაზროთ და განვლილი მატჩებიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ. დარწმუნებული ვარ, მალე გამოვასწორებთ მდგომარეობას და დაკარგულ ქულებსაც ავინაზღაურებთ. მით უმეტეს, წინ კიდევ ბევრი თამაშია დარჩენილი. ამიტომ, ტურინელებს არ ვურჩევდი რომ მოდუნდნენ და სკუდეტო უკვე მოგებულად ჩათვალონ".

ანტონიო კონტეს ეგეთები არ ეშლება და ალეგრი სულ ტყუილად ნერვიულობს - "იუვეს" თავკაცი როგორც წესი ძალიან ფრთხილია და ვგონებთ, იქამდე არ დაძრავს სკუდეტოზე სიტყვას, სანამ თასს ჰაერში არ აღმართავს.

ჯერ კიდევ სამშაბათს, ტურინულ გრანდს "პარმასთან" უნდა გაემართა გასვლითი პაექრობა, მაგრამ დიდთოვლობის გამო, მატჩი გადაიდო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოთხშაბათს იგივე ბედი კიდევ ოთხმა შეხვედრამ გაიზიარა. სამაგიეროდ, თოვლს გაუძლო "ჯუზეპე მეაცას" გაზონმა, სადაც "ინტერი" "პალერმოს" დაუხვდა და იქ ამბები დატრიალდა, სიტყვებით ძნელი გადმოსაცემია...

მილანური მატჩის გოლები რომ სათითაოდ აღვწეროთ, ნახევარი გვერდი არ გვეყოფა - ამიტომ, მოკლედ ვთქვათ, რომ შეხვედრას ორი გმირი ჰყავდა: დიეგო მილიტო და ფაბრიციო მიკოლი. პირველმა პოკერი შეასრულა და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ ნელნელნა, უფრო სწორად სწრაფ-სწრაფად ოპტიმალურ ფორმას იბრუნებს - აი მიკოლიმ კი მორიგი ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა და ერთი ისეთი გოლი გაიტანა, ისტორიას რომ შემორჩება: მარცხენა ფრთიდან არა ჩაწოდებულს, დარტყმულს გამოეხმაურა და ნახტომში თავით შეუცვალა ბურთს მიმართულება, რის შემდეგაც ანგარიში 3:3 გახდა.

მას შემდეგ, გუნდებმა კიდევ თითო გოლი გაცვალეს და საბოლოოდ, 4:4 იტალიური ფეხბურთის სასარგებლოდ. დიახ, კალჩოშიც ხდება ასეთი რამეები და არც თუ იშვიათად...

"უდინეზემ" "ლეჩეს" უმასპინძლა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, 2:1. უდინელთა შორის პირველი გოლი ახალწვეულმა, მიკელე პაციენცამ გაიტანა, ხოლო მეორე მარადიულმა მეგოლემ, ანტონიო დი ნატალემ. ფრიულელებმა უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერეს აქტივში და "მილანს" კუდზე დააჯდნენ.

აქვე ვთქვათ, რომ "ნაპოლის" კრიზისი "ჩეზენასთან" საშინაო შეხვედრაში გაგრძელდა - დიდ ხანს უტრიალეს მასპინძლებმა სტუმართა კარს, მომენტებიც უხვად შექმნეს, მაგრამ ბურთმა არაფრით ინება "ჩეზენას" კარის ხაზის გადაკვეთა. ამრიგად, "ნაპოლი" კიდევ უფრო ჩამორჩა ლიდერებს და ალბათ, ვეღარც დაეწევა მათ. ვნახოთ, დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

იტალია. სერია A. XXI ტური

პარმა-იუვენტუსი გადაიდო

ბოლონია-ფიორენტინა გადაიდო

სიენა-კატანია გადაიდო

ატალანტა-ჯენოა გადაიდო

კალიარი-რომა 4:2

გოლები: 1:0 რიბეირო (6), 1:1 ჟუანი (13), 1:2 ბორინი (34), 2:2 პინილია (41), 3:2 რიბეირო (49), 4:2 ეკდალი (90).

ინტერი-პალერმო 4:4

გოლები: 0:1 მანტოვანი (17), 1:1 მილიტო (22), 1:2 მიკოლი (52), 2:2 მილიტო (55-პენ.), 3:2 მილიტო (61), 3:3 მიკოლი (66), 4:3 მილიტო (69), 4:4 მიკოლი (85).

ლაციო-მილანი 2:0

გოლები: 1:0 ერნანესი (76), 2:0 როკი (85).

ნაპოლი-ჩეზენა 0:0

უდინეზე-ლეჩე 2:1

გოლები: 1:0 პაციენცა (2), 1:1 დი მიკელე (26), 2:1 დი ნატალე (36).

ნოვარა-კიევო დღეს

სატურნირო ცხრილი

თ მ ფ წ ბ ქ

1. იუვენტუსი 20 12 8 0 33-13 44

2. მილანი 21 13 4 4 43-19 43

3. უდინეზე 21 12 5 4 31-17 41

4. ლაციო 21 11 6 4 32-19 39

5. ინტერი 21 11 3 7 34-25 36

6. რომა 20 9 4 7 31-25 31

7. ნაპოლი 21 7 9 5 36-24 30

8. პალერმო 21 8 4 9 30-31 28

9. ჯენოა 20 8 3 9 28-36 27

10. კალიარი 21 6 8 7 20-22 26

11. ფიორენტინა 20 6 7 7 20-17 25

12. პარმა 20 6 6 8 25-33 24

13. კიევო 20 6 6 8 16-25 24

14. კატანია 19 5 8 6 22-28 23

15. ატალანტა 20 7 8 5 24-25 23

16. ბოლონია 20 5 6 9 18-26 21

17. სიენა 20 4 7 9 21-22 19

18. ლეჩე 21 4 4 13 22-38 16

19. ჩეზენა 21 4 4 13 13-31 16

20. ნოვარა 20 2 6 12 18-40 12

შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა

ბომბარდირები

15 - იბრაჰიმოვიჩი (მილანი), დი ნატალე (უდინეზე); 12 - დენისი (ატალანტა), კავანი (ნაპოლი), კლოზე (ლაციო), მილიტო (ინტერი).

მომდევნო ტური

4 თებერვალი: ჩეზენა-კატანია, რომა-ინტერი; 5 თებერვალი: ჯენოა-ლაციო, პალერმო-ატალანტა, ლეჩე-ბოლონია, ნოვარა-კალიარი, კიევო-პარმა, იუვენტუსი-სიენა, ფიორენტინა-უდინეზე, მილანი-ნაპოლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია

ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა