რიგითი გულშემატკივრების თქმით, ეგვიპტეში საფეხბურთო მატჩზე მომხდარი ტრაგედია კარგად დაგეგმილი შურისძიება იყო
ეგვიპტეში მომხდარმა გაუგონარმა ტრაგედიამ ბოლო მონაცემებით 74 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რამდენიმე ასეულმა ადამიანმა კი საკმაოდ მძიმე ჭრილობები მიიღო.

რიგითი გულშემატკივრების თქმით, ეს კარგად დაგეგმილი შურისძიება იყო. ყოველ შემთხვევაში ზუსტად ეს წერია "ფეისბუქზე" ე.წ. "ტარჰირის მოედნის ულტრასების" გვერდზე. ადამიანების პროვოცირებაში ისინი უმაღლესი სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელის ჰუსეინ ტანტავის აგენტებს სდებენ ბრალს.

როგორ დაიწყო და განვითარდა არეულობა, ამაზე აღარ შევჩერდებით, რადგან ჩვენი გაზეთი ამას გუშინდელ ნომერშივე წერდა.

მოვლენათა ერთ-ერთმა შეძრწუნებულმა მონაწილემ "როიტერის" კორესპონდენტს განუცხადა, რომ "როცა ამის დრო მოვა "ტანტავის სკალპს ახდიან", რადგან მას ჰგონია, რომ ეგვიპტელ ხალხს უკვე დაავიწყდა რევულუციური იდეალები. ხელისუფლებამ ამით მიგვანიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული ტირანიის ჩამოსაგდებად ბრძოლაში მონაწილეობის გამო თითოეულ ჩვენგანს გაუსწორდება," - აცხადებს ის.

მათი განრისხება ბუნებრივად გვეჩვენება, რადგან პოლიცია პირველ ეტაპზე გულშემატკივართა მასობრივ ჩხუბს აბსოლუტური სიმშვიდით ადევნებდა თვალს.

"ულტრასები ძალიან პოპულარულები არიან რევოლუციონერებს შორის. თავდასხმის მიზანი სწორედ მათი ლიკვიდაცია იყო. ამ ადამიანებს ნამდვილად მახე დაუგეს. ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ სამხედრო საბჭო და პოლიცია შეიძლება იყონ", - ამბობს მავანი პორტსაიდელი მოვაჭრე.

"ტარჰირის მოედნის ულტრასები" - ეს ძირითადად "ალ აჰლისა" და "ზამალეკის" ფანების გაერთიანებაა. მართალია ამ კლუბებს შორის ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა იყო, მაგრამ ერთი წლის წინ ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენების დროს ისინი საერთო მიზნისთვის გაერთიანდნენ და ჰოსნი მუბარაქის მმართველობის წინააღმდეგ ქუჩაში ერთად დადგნენ.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, "ალ აჰლის" გულშემატკივართაგან პირველები ჩხუბში სწორედ ის ულტრასები ჩაერთვნენ, რომელთაც ჯარსა და პოლიციასთან ფიზიკური დაპირისპირების გამოცდილება ჰქონდათ.

ბუნებრივია, სამხედრო საბჭოს ხელმძღვანელი ჰუსეინ ტანტავი თავის მონაწილეობას ტრაგედიის ორგანიზებაში კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, არეულობები პორტ საიდში იმ ადამიანების მოწყობილია, რომელთაც ქვეყნისთვის სახელის გატეხა აქვთ მიზნად დასახული.

"არეულობის ყოველი ორგანიზატორი კუთვნილ სასჯელს მიიღებს. ისინი ვერ მოახერხებენ ჩვენს ქვეყანაში ქაოსის დათესვას", - აცხადებს ფელდმარშალი.

პოლიციის ცნობით, არეულობაში მონაწილე 50 ადამიანი უკვე დაკავებულია. პორტ საიდში წესრიგის აღსადგენად და შემდგომი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად არმიის ნაწილები უკვე შევიდნენ.

ხელისუფლება ეტყობა მეტისმეტი სიფრთხილით ეკიდება მოვლენებს, რის გამოც რეგულარულ არმიასთან ერთად სპეცდანიშნულების ელიტური ჯგუფი "დანაყოფი 777-იც" შეიყვანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!