"ფერარის" ხელმძღვანელობა თოვლის გამო იძულებული გახდა გაეუქმებინა ახალი ბოლიდის პრეზენტაცია
"ფერარის" ხელმძღვანელობა იძულებული გახდა გაეუქმებინა ახალი ბოლიდის პრეზენტაცია, რომელიც მარანელოში იტალიური საჯინიბოს ბაზის ტრასაზე უნდა გამართულიყო. მაგრამ ტრეკის ზედაპირი თოვლის სქელი ფენით არის დაფარული, რაც ხელს უშლის დაგეგმილი ღონისძიების ჩატარებას.

ამიტომაც, პრეზენტაცია "სკუდერიას" ოფიციალურ ვებგვერდზე გაიმართება, სადაც "ფერარის" ახალი ბოლიდის სურათებს გამოფენენ. აღსანიშნავია, რომ 2012 წლის მანქანისთვის ჯერ სახელი არ მოუფიქრებიათ.

ინდური სარბოლო სერიის - i1 Super Series-ის ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ ვერ ასწრებენ 2012 წელს სადებიუტო სეზონის ჩატარებას და ახალ ჩემპიონატს სტარტი მომავალ წელს მიეცემა. განსაკუთრებული ინტერესი ამ პროექტის მიმართ, სადაც პილოტები ერთნაირი სიმძლავრის სპორტკარებით უნდა გამოსულიყვნენ, მონაწილეთა შემადგენლობით იყო გამოწვეული.

საერთო ჩათვლაში ერთმანეთის წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტებს - ჟაკ ვილნევს, ჯანკარლო ფიზიკელას, ჰაინც-ჰარალდ ფრენცენს, ჟან ალეზის, მიკა სალოს, ვიტანტონიო ლიუცის, კარუნ ჩანდჰოკს, ალექს იონგსა და საკონ იამამოტოს.

გეგმის მიხედვით, ხუთეტაპიანი ჩემპიონატის პირველი რბოლა 21 იანვარს უნდა გამართულიყო, მაგრამ მისი თარიღი 12 თებერვალს გადაწიეს, ახლა კი საერთოდ გააუქმეს პირველობა.

ფორმულა 1-ის კიდევ ერთი ყოფილი პილოტი ნიკ ჰაიდფელდი კი გუნდ Rebellion Racing-ს შეუერთდა, რომლის რიგებშიც ის World Endurance Championship-სა (WEC) და "ლე მანის 24 საათის" ჩემპიონატში გამოვა.

ჰაიდფელდის ეკიპაჟის წევრები იქნებიან ნილ იანი და ნიკოლა პროსტი.

"ბედნიერი ვარ, რომ Rebellion Racing-თან გავაფორმე კონტრაქტი. იმედი მაქვს, შევძლებ გუნდს სერიოზული შედეგები მოვუტანო. თავის დროზე, ლე მანზე ჩატარებული ბოლოს ეტაპის შემდეგ გავიფიქრე, რომ აქ ისევ დავბრუნდებოდი. მინდოდა კვლავ გამომეცადა ძალები ამტანობაზე რბოლებში", - განაცხადა ჰაიდფელდმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის