არნემულ გუნდში მოთამაშე ქართველი შემტევი სულ უფრო ხშირად ხვდება ჰოლანდიის ელექტრონულ მედიაში
არნემის "ვიტესის" შემტევი გიორგი ჭანტურია უკვე საკმაოდ ხშირად ჩნდება ჰოლანდიის ელექტრონულ მედიაში. გუშინ ერთ-ერთმა იქაურმა საიტმა მცირე წერილი დაბეჭდა ჩვენებურზე.

ჰოლანდიელები ამბობენ, ჭანტურია მნიშვნელოვან როლს ასრულებს "ვიტესის" ბოლოდროინდელ აღმავლობაში, "ვიტესი" ერედივიზიონში მეშვიდე ადგილზე რომ არის, სულ ცოტა ხნის წინათ ამას ძნელად თუ ვინმე იფიქრებდაო.

"როცა აქ შარშან მოვედი, კლუბში ნანახით შოკში ჩავვარდი. თამაში კარგად არ წაგვივიდა და კლუბში თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობდი.

ალბერტ ფერერი არ იყო ცუდი მწვრთნელი, მაგრამ ყველას როდი უნდოდა ყველაფერი გაეღო მისი გულისთვის.

ახლა კი ჩვენ მართლა გუნდი ვართ. შეიძლება ითქვას, რომ ახლა უფრო ძლიერები ვართ, თუმც ნებისმიერ მეტოქესთან ისე გვიწევს თამაში, თითქოს ქარცეცხლში გავდივართ", - უთხრა ჭანტურიამ "ვოეტბოლ ინტერნეიშენელს".

იონ ვან დენ ბრომის გაწვრთნილ "ვიტესში" ჭანტურიამ 16 მატჩი ითამაშა და 3 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
საბა ლაზიშვილი: უმართან ბრძოლა ჩემთვის პირადულია, რადგან კულისებს მიღმა ისეთი რაღაცები მოხდა...
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?