თბილისის მსოფლიო თასზე გორის ჭიდაობის კომპლექსური სკოლის აღზრდილებმა ბრწყინვალედ იასპარეზეს
თბილისის მსოფლიო თასზე ბრწყინვალედ იასპარეზეს გორის ჭიდაობის კომპლექსური სკოლის (დირექტორი ანზორ თენაძე) აღზრდილებმა.

ხუთი ძიუდოისტიდან ოთხი ფინალში გავიდა. ლაშა შავდათუაშვილმა (66) და ნუგზარ ტატალაშვილმა (73) პირველობა მოიპოვეს, ბექა ღვინიაშვილი (81) და სოსო მსხალაძე (100) ვერცხლის მედლებით დაკმაყოფილდნენ.

ტატალაშვილმა პირველად მოიგებო მსოფლიო თასი. დღეისთვის წონაში იგი ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა და ოლიმპიადის ლიცენზიაც თითქმის მოპოვებული აქვს.

"თბილისის მსოფლიო თასის მოგება ჩემი უმთავრესი ოცნებებიდან პირველი იყო, რომელიც შემისრულდა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ წლევანდელი ევროპის ჩემპიონატიც მოვიგო. ეს ჩემპიონატი ჩელიაბინსკში ტარდება, სადაც ოჯახთან ერთად ათი წელიწადი ვცხოვრობდი და ვარჯიშიც იქ დავიწყე, თუმცა ყველა წარმატება მას მერე მოვიპოვე, რაც ოთხი წლის წინათ გორში დავბრუნდი. უპირველესი მიზანი კი ახლა, რასაკვირველია, ოლიმპიური თამაშები და იქ წარმატებული ასპარეზობაა" - თქვა ტატალაშვილმა.

ლაშა შავდათუაშვილისთვის დიდებში გადასვლის მერე ეს რიგით მეორე მსოფლიოს თასი იყო. დებიუტი ჰოლანდიაში მეოთხედფინალში გასვლით დასრულდა. ამჯერდ კი გაუმართლა. "მჯეროდა, რომ სპორტის სასახლეს უმედლოდ არ დავტოვებდი. ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ბრძოლაში სულ ახლახან ჩავერთე, მაგრამ რეიტინგში ურიგო მდგომარეობა არ მაქვს.

ლონდონისთვის სამივე სალიცენზიო (ავსტრია, გერმანია, ჩეხეთი) შეჯიბრებაზე თითქმის მაქსიმალური შედეგის ჩვენებაა საჭირო. ვნახოთ რა მოხდება, მე ბოლომდე ვიბრძოლებ" - გვითხრა შავდათუაშვილმა.

დიდებში პირველად ასპარეზობდა შარშანდელი სეზონის აღმოჩენა ბექა ღვინიაშვილი. მართალია, მის შესაძლებლობებში ეჭვი არავის შეჰქონდა, დიდებში მსოფლიოს თასზე ფინალისტობა ბევრისთვის მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. ბექამ ლამის მამისტოლა ფალავანებს სძლია. "ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში შარშანდელი გამარჯვებების შემდეგ, დიდებში მსოფლიოს თასზე წარმატებამ შესაძლებლობების რწმენა გამიღრმავა. მწვრთნელებთან თავდაუზოგავი შრომით, დიდი წარმატების მიღწევაც სავსებით რეალურია" - ამბობს ღვინიაშვილი.

სამივე მოჭიდავის პირადი მწვრთნელები ანზორ თენაძე და ნიკო ბიბილაშვილი არიან. სოსო მსხალაძის - გივი ზაუტაშვილი. "სოსო ხელის ტრავმის გამო კარგა ხანს უქმობდა და ფორმიდანაც ამოვარდა. თბილისის ტატამზე მისმა ჭიდაობამ ძველი მსხალაძე გამახსენა. სამწუხაროდ, ფინალში ისევ ტრავმამ შეახსენა თავი და საბოლოოდ მეორე ადგილი იკმარა. სოსომ მტკივანი ხელი თუ ბოლომდე მოიშუშა, ჩვეულ ფორმასაც აღიდგენს" - ეიმედება მწვრთნელს.

" ჭიდაობის სკოლა გორში მე და ჩემმა ძმამ გიამ ათი წლის წინათ გავხსენით. თავიდანვე წარმატებებს არ დავხამებივართ, ბავშვებთან მუშაობით დავიწყეთ შრომა. ჯერ ჭაბუკებში მოვიდა წარმატებები, შემდეგ ახალგაზრდებში და ახლა დიდებშიც. გამოჩნდა, რომ სწორი მიმართულებით ვმუშაობთ. შედეგებმა მოლოდინსაც გადააჭარბა.

განსაკუთრებით ახალგაზრდების შავდათუაშვილისა და ღვინიაშვილის წარმატება იყო სასიამოვნოდ მოულოდნელი. მათ დაამტკიცეს, რომ სკოლაში ძალიან კარგი ფალავნები გვეზრდება. ადრეც გვეიმედებოდა და ახლაც გაგვახარა ნუგზარ ტატალაშვილმა. მას ცოტა დაუგვიანდა კიდეც დიდ საერთაშორისო ტურნირზე წარმატების მოპოვება., მაგრამ მთავრია, ნავსი გატყდა." - გვითხრა ანზორ თენაძემ.

დავით ასპანიძის ფოტო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა