ყაზახეთი პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ერთადერთია, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან ნაკლები დანაკარგით გამოძვრა და ეკონომიკის სტაბილური განვითარება შეინარჩუნა. კრიზისამდე კი ამ აზიური ქვეყნის მმართველებმა საოცრება მოახერხეს - 3 წლის განმავლობაში, ბიუჯეტს ზედმეტი მილიარდი დოლარით ავსებდნენ!

ყაზახეთი პოსტსაბჭოურ ქვეყნებში ერთადერთია, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან ნაკლები დანაკარგით გამოძვრა და ეკონომიკის სტაბილური განვითარება შეინარჩუნა. კრიზისამდე კი ამ აზიური ქვეყნის მმართველებმა საოცრება მოახერხეს - 3 წლის განმავლობაში, ბიუჯეტს ზედმეტი მილიარდი დოლარით ავსებდნენ!

რა გასაკვირია, რომ ამ ქვეყნის საფეხბურთო მეურნეობა განვითარდა. ოდესღაც საბჭოური ფეხბურთის მაჩანჩალათა პროგრესი თვალშისაცემია და საკმაოდ დიდი ამბიცია გაუჩნდათ. თუმცა მადაც არის და მადაც - ყაზახების ბოლოდროინდელი ამბიცია და თვითრეკლამის სურვილი დაუკრეფავში გადადის. ამის ნათელი მაგალითი ყარაღანდის "შახტიორის" ყოფილ ფეხბურთელ ლაშა ნოზაძესთან დაკავშირებული სკანდალური ინტერვიუ აღმოჩნდა.

ყაზახურმა ინტერნეტგამოცემა "გაზეტას" სპორტულმა დამატებამ გამოაქვეყნა ნოზაძის ინტერვიუ, რომელშიც ის თითქოს ამტკიცებდა - ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე "აქტობე" საქართველოს ჩემპიონ რუსთავის "ოლიმპს" იოლად მოუგებსო. აი, ფრაგმენტი ამ ინტერვიუდან:

"მართალია, კარგა ხანია "აქტობეს" თამაში არ მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ მათი მთავარი მწვრთნელი კვლავ ვლადიმირ მუხანოვია და სამატ სმაკოვიც ძველებურად თამაშობს. ეს სავსებით საკმარისია, რათა წყვილში ფავორიტად თქვენი ჩემპიონი მივიჩნიოთ. დამიჯერეთ, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი "აქტობეს" ფეხბურთი და მიმაჩნია, რომ "ოლიმპს" ნაკუწებად აქცევს, როგორც ეს სამი წლის წინ "ასტანამ" გააკეთა. ყაზახეთის საკლუბო ფეხბურთი უფრო მაღლა დგას, ვიდრე საქართველოსი... ვერ ვიტყვი, რომ "ოლიმპი" ძალიან სუსტია, ბოლოს და ბოლოს, ქვეყნის ჩემპიონია. მაგრამ მე ვიცი "აქტობეს", მისი მწვრთნელის და ფეხბურთელების შესაძლებლობები".

ნოზაძის ამ ინტერვიუმ რუსთაველების და თავად ფეხბურთელის აღშფოთებაც გამოიწვია. მართალი აღმოჩნდა ვარაუდი, რომ ლაშა ნოზაძეს მსგავსი განცხადებები არ გაუკეთებია და ყაზახურმა ინერნეტგაზეთმა ეს "ინტერვიუ" თავად შეთხზა. ორიოდე დღის წინ ჩვენ შემოგთავაზეთ ნოზაძის მცირე კომენტარი, რომელშიც ის მავან ჟურნალისტთან ინტერვიუს ჩაწერას უარყოფს. თუმცა 29 წლის ფეხბურთელი მხოლოდ ამას არ სჯერდება - ის აპირებს, უჩივლოს ყაზახურ გაზეთს:

- ყველაფერი იმ არარსებული ინტერვიუთი დაიწყო. რამდენიმე ახლობელმა დამირეკა, ლაშა ეს რა ინტერვიუ მიეციო. მერე თანაგუნდელებმაც მითხრეს და წავიკითხე ეს ვითომ ინტერვიუ: გავგიჟდი! არათუ არ მითქვამს ასეთი სისულელე, საერთოდ, არავინ დამკავშირებია და საიდან იქნებოდა ჩემი ინტერვიუ ყაზახურ გაზეთში?! იქ რომ ვთამაშობდი, მაშინ არ მიკავშირდებოდნენ და საქართველოში ხომ მით უფრო არავის დაურეკავს.

- აბა, საიდან მოიტანეს ეს ინტერვიუ?

- წარმოდგენა არ მაქვს და ამის გარკვევას ვაპირებ. მე უკვე დავადგინე გაზეთის კოორდინატები, დავუკავშირდები და პასუხს მოვთხოვ. ასე სადაა? - რაღაცას თხზავენ და მე მომაწერონ? ყაზახური ფეხბურთის "პიარი" თუ სურთ, მე ნუ გამხვევენ ამაში! როგორია, ყოველდღე მხვდება ნაცნობი თუ მეგობარი და მეუბნება - ლაშა შენგან ასეთ რამეს არ ველოდითო და რატომ ვიმართლო თავი, სხვის ტყუილზე?!

- ყაზახურ მედიას მსგავსი ტყუილები ახასიათებს?

- იქაურ გაზეთებს არ ვკითხულობდი და აბა როგორ გითხრათ? ნებისმიერ შემთხვევაში დავუკავშირდები მათ - ბოდიშის მოხდასა და ინტერვიუს უარყოფას მოვთხოვ. "ოლიმპში" ჩემი მეგობრები თამაშობენ, ეს მოგონილი ინტერვიუ ეწყინებოდათ და რატომ, რისი გულისთვის? ასეც რომ ვფიქრობდე, უცხოსთან ჩემიანზე ასე როგორ ვილაპარაკებდი?!

- კარგით, ახლა ის ვთქვათ, "აქტობე" რა გუნდია?

- კარგი გუნდია, ჩემპიონატში სულ პირველ-მეორე ადგილს იკავებს, ფული აქვთ და ლეგიონერებს იოლად ითანხმებენ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ასეთი ძლიერი გუნდი ცხოვრებაში არ მინახავს და რომ "ოლიმპს" აუცილებლად დაამარცხებს. მაინც ყაზახეთის გუნდია, რა! ამ ფრაზამ გამაგიჟა - "ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი "აქტობეს" ფეხბურთი და მიმაჩნია, რომ "ოლიმპს" ნაკუწებად აქცევს, როგორც ეს სამი წლის წინ "ასტანამ" გააკეთა" - რა "აქტობეს" ძალა, რის საოცრება?! საკუთარ თავზე რაც გამოვცადე, ბევრი არაფერი იყო. რამდენჯერმე შევხვდით და ვერაფრით გვაჯობეს, ერთი მოვუგეთ და ერთი ფრედ დავასრულეთ. ეგეც "ბარსელონა" არ მყავდეს, რა. ისე, ყაზახებმა გაზვიადება იციან და ჰგონიათ, რომ საშუალო ევროპულ დონეს მიაღწიეს. სასაცილოა მათი ამბიცია.

- რეალურად რა დონის გუნდია?

- ნორმალური, მაგრამ ბრძოლა შეიძლება. გასულ სეზონში "ვერდერმა" ევროპის ლიგაში გაანადგურა, მგონი 6:3 მოუგო. ერთი ძალიან კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, კაპიტანი, ცენტრალური მცველი... გვარი დამავიწყდა...

- სამატ სმაკოვს გულისხმობ?

- დიახ, სმაკოვს. ძალიან კარგად ასრულებს ჯარიმებს და "ოლიმპი" საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან უხეშობას უნდა უფრთხილდეს. ისე, რუსულ ფეხბურთს თამაშობენ - ათლეტურს, ძალისმიერს, ნაკლებად კომბინაციურს...

მერაბ მამულაშვილი

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა