პროფესიული კრივის ასოციაციის ინიციატივით გიორგი კანდელაკის კრივის დარბაზში ორთაბრძოლები მეშვიდე წელიწადია ეწყობა
საქართველოს პროფესიული კრივის ასოციაციის (პრეზიდენტი გიორგი კანდელაკი) ინიციატივით ვერის ბაღში გიორგი კანდელაკის კრივის დარბაზში მეშვიდე წელიწადია, პროფესიონალ მოკრივეთა სარეიტინგო საერთაშორისო ორთაბრძოლები ეწყობა.

ეს ორგანიზაცია უკვე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის 100-ზე მეტ წარმომადგენელს აერთიანებს. გუშინ 18-მა მათგანმა სარეიტინგო პაექრობები გამართა, მათ შორის ხუთი დებიუტანტი იყო.

მართალია, პროფესიულ რინგზე პირველად მოსინჯეს ძალები დუშელებმა - არჩილ მჭედლიშვილმა (56 კგ) და ომარ ციხელაშვილმა (75), მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია 4-რაუნდიან შეხვედრებში ქულებით დაემარცხებინათ ბორჯომელები - როლანდ დიდმანიძე (40:37) და დავით რიბაკონი (40:39), ორმა დებიუტანტმა კი გამოცდილ მეტოქეებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია: თბილისელმა შალვა წამალაიძემ (69) მე-2 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით წააგო გამოცდილ ვარიანელ მიხეილ ხუციშვილთან. ამ უკანასკნელს პროფესიულ რინგზე 39 ბრძოლა (20 მოგება, 16 მარცხი, 3 ფრე) აქვს გამართული.

ბორჯომელმა ნოდარ რობაქიძემ (69 კგ) ახალ ამპლუაში გუშინ მეორე შეხვედრა ჩაატარა ვარიანელ დებიუტანტ რამაზ გოგიჩაშვილთან, რომელიც მე-3 რაუნდში ნოკდაუნში გაგზავნა. ბრძოლის განახლებისთანავე შიდაქართლელთა მწვრთნელმა გოგიჩაშვილი რინგიდან მოხსნა და გამარჯვება რობაქიძეს მიენიჭა.

გამოცდილმა ალექსანდრე ვახტანგაშვილმა (ვარიანი, 64) 40:36 აჯობა მამუკა გუკასიანს (ბორჯომი), გიორგი ნადირაძემ (ვარიანი, 60) ქულით სძლია (40:39) მიხეილ წითლანაძეს (ბორჯომი). სამი შეხვედრა ფრედ დამთავრდა: მიხეილ ავაკიანი (ბორჯომი, 62) - რუბენ მოვსესიანი (თბილისი) 59:59, ვასილ მჭედლიძე (ვარიანი, 69) - მერაბ გუკასიანი (ბორჯომი) 60:60, გიგა ლაბაძე (ბორჯომი, 91) - ბადრი გიგოლაშვილი (გორი) 40:40.

პროფესიული კრივის ასოციაციაში გამოცდილი სპორტსმენებიც ირიცხებიან. მათგან ოთხი თებერვალში უცხოეთში გამართავს პაექრობებს.

ლევან ჯომარდაშვილი (90) თავის 31-ე ორთაბრძოლაში 11 თებერვალს ჰამბურგში მსოფლიოს კრივის ორგანიზაციის (WBO) აზიის ქამრისთვის გერმანელ კაი კურსავას დაუპირისპირდება. 17 თებერვალს პოლონურ ოსტინში შალვა ჯომარდაშვილი (75) მასპინძელ დარიუშ სეკს შეხვდება. შალვა (35 ბრძოლა პროფესიულ რინგზე) და მისი მეტოქე (15 შეხვედრა) 10-რაუნდიან პაექრობაში მსოფლიო კრივის ფორუმის (WBF) ქამრისთვის შეეცილებიან ერთმანეთს.

ბექა ქაჯაია (64) ჰამბურგს გაემგზავრება და 18 თებერვალს 45-ე პაექრობას გამართავს უკრაინელ სერგეი ბედჩენკოსთან (30 შეხვედრა). 21 თებერვალს მინსკის რინგზე მასპინძელ ალექსეი კონოკოსთან სარეიტინგო ორთაბრძოლა ექნება ვარიანელ ბორის მდინარაძეს (72). შარშან სექტემბერში მან ტანზანიელი სელემან საიდის ძლევით (მე-4 რაუნდში ნოკაუტით მოუგო) ახალგაზრდებში მსოფლიო კრივის ორგანიზაციის (WBO) ქამარი დაიმსახურა, რომლის დაცვაც წლეულს ზაფხულში მოუწევს, სავარაუდოდ - საქართველოში.

რაც შეეხება მომდევნო საშინაო სარეიტინგო საერთაშორისო ორთაბრძოლებს, ისინი მარტისთვისაა დაგეგმილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად