გიბრალტარში დამთავრდა მოჭადრაკეთა ტრადიციული მე-10 საერთაშორისო ფესტივალი, სადაც ჩვენებურს ათასი გირვანქა ერგო
გიბრალტარში დამთავრდა მოჭადრაკეთა ტრადიციული მე-10 საერთაშორისო ფესტივალი (საპრიზო ფონდი 155.000 გირვანქა სტერლინგი) უძლიერესი დიდოსტატების მონაწილეობით.

გათამაშდა 10 ტური. ქალებში ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი ჰოუ იფანი (ჩინეთი) გუშინ აზერბაიჯანელ შაჰრიარ მამედიაროვს დაუზავდა და 10 შესაძლებლიდან 8 ქულას მოუყარა თავი.

ამდენივე ქულა მოაგროვა ინგლისელმა ნაიჯელ შორტმა, რომელმაც შავი ფიგურებით ინდოელ კრიშნან სასიკირანს სძლია. მთავარი პრიზის მფლობელის გამოსავლენად დაინიშნა ტაიბრეიკები სწრაფ ჭადრაკში. პირველ პარტიაში შორტმა გაიმარჯვა, მეორეში შავი ფიგურებით ბრიტანელმა აშკარად მოსაგებ პოზიციაში (სამი ზედმეტი პაიკით) სვლები გაიმეორა და ჩინელ მეტოქეს ყაიმზე შეუთანხმდა, რითაც 20.000 გირვანქა სტერლინგი დაიმსახურა, ჰოუ იფანს 12.000 ხვდა, 10.000 - მაიკლ ადამსს.

ვიმედოვნებდით, რომ ქალებში პრიზიორთა შორის მოხვდებოდა ნანა ძაგნიძე, რომელსაც 9 ტურის შემდეგ 6 ქულა ჰქონდა, მაგრამ ჩვენებურმა ბოლო პარტიაში მონაგარს ვერაფერი შესძინა - გაბრიელ სარგისიანთან (სომეხმა დიდოსტატმა 7 ქულით 21-ე ადგილი დაიკავა და უპრიზოდ დარჩა) დამარცხდა და 46-ე ადგილზე გავიდა, ქალებში მე-8 ადგილი და 1.000 გირვანქა ერგო (პირველი-მესამე ადგილები ასე განაწილდა: მსოფლიოს ექსჩემპიონი ჟუ ჩენი (ყატარი)-10.000, პია კრამლინგი (შვედეთი)-7.000, ანა მუზიჩუკი (სლოვენია)-5.000).

სამწუხაროდ, ვერც სხვა ქართველმა მოჭადრაკეებმა გამოიჩინეს თავი: 5,5-5,5 ქულით ნინო ხურციძეს და სალომე მელიას, შესაბამისად, 77-ე და 83-ე ადგილები ხვდათ, ლელა ჯავახიშვილი კი 5 ქულით 115-ე ადგილს დასჯერდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად