ავსტრალიის ნაკრები სამი ერის მორიგი მატჩისთვის დურბანში ემზადება. სამხრეთაფრიკელებთან შეხვედრა ბლუმფონტეინში გაიმართება. "ვოლაბების" ახალზელანდიელმა მწვრთნელმა რობი დინსმა ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა...

ავსტრალიის ნაკრები სამი ერის მორიგი მატჩისთვის დურბანში ემზადება. სამხრეთაფრიკელებთან შეხვედრა ბლუმფონტეინში გაიმართება. "ვოლაბების" ახალზელანდიელმა მწვრთნელმა რობი დინსმა ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა.

ავსტრალიის ნაკრებში სამი ახალი მორკინალი გამოჩნდება, შერკინების კვაჭი სტივენ მური, მეორეხაზელი მარკ ჩისჰოლმი და მესამეხაზელი ბენ მაკკალმენი. მათ, შესაბამისად, საია ფაინგაა, დენ მამი და რიჩარდ ბრაუნი შეცვალეს, რომლებმაც სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლეს.

სტივენ მური და გარემარბი დრიუ მიტჩელი სამხრეთ აფრიკასთან მატჩში 50-ე კეპს მოიხვეჭენ.

"სამივე მორკინალი ჩვენს შერკინებას დიდ ენერგიას შემატებს. მათ კარგად ესმით, რა მძიმე ბრძოლის გადატანა მოუწევთ, იმედი მაქვს, იმასაც კარგად აცნობიერებენ, მათგან რას მოვითხოვთ, რათა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს" - თქვა რობი დინსმა.

ერთ-ერთ ვარჯიშზე ფეხის ტერფი დაიშავა შუამარბმა მეთ გიტომ. ექიმების თავდაპირველი დიაგნოზით მას "ბოკეს" წინააღმდეგ ვერ უნდა ეთამაშა, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საშიში არაფერია და "ვოლაბების" დამრტყმელი აუცილებლად ითამაშებს.

"ვოლაბებს" ყველაფერთან ერთად ტრავმებმაც დარია ხელი. შეგახსენებთ, რომ დაშავებულნი არიან და ნაკრებს ვერაფრით ეხმარებიან ჯეიმზ ჰორვილი, ტატაფუ პოლოტა-ნაუ, დიგბი იოანი და ვიკლიფი პალუ.

ავსტრალია: 15. ქართლი ბეილი, 14. ჯეიმზ ოკონორი, 13. ადამ ეშლი-კუპერი, 12. მეთ გიტო, 11. დრიუ მიტჩელი, 10. ქუადე კუპერი, 9. ვილი გენია. 1. ბენ რობინსონი, 2.სტივენ მური, 3. სალესი მააფუ, 4. მარკ ჩისჰოლმი, 5. ნათან შარფი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოკოქი, 8. ბენ მაკკალმენი.

16. საია ფაინგაა, 17. ჯონ სლიპერი, 18. დენ მამი, 19. რიჩარდ ბრაუნი, 20. ლუკ ბარჯესი, 21. ბერიკ ბარნსი, 22. ენტონი ფაინგაა.

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა