მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ მას არანაირი პრობლემა არ აქვს საგადასახადო სამსახურებთან
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ მას არანაირი პრობლემა არ აქვს საგადასახადო სამსახურებთან.

როგორც იცით, ამასწინ ესპანურმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩოგბურთელს ეკუთვნის მთელი რიგი კომპანიები, რომელთა დახმარებითაც ის თავს არიდებს გადასახადების გადახდას.

როგორც იტყობინებიან, ნადალმა ბასკეთის ავტონომიურ რეგიონში დაარეგისტრირა კომპანიები, სადაც შესამჩნევი საგადასახადო შეღავათები არსებობს. ასევე ამტკიცებდნენ, რომ ბასკეთის საგადასახადო ორგანოებმა ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.

ნადალმა გაავრცელა განცხადება, სადაც დაადასტურა მითითებული კომპანიების არსებობის ფაქტი, მაგრამ აღნიშნა, რომ ფირმებმა იურიდიული მისამართი შეიცვალეს და ახლა ბალეარის კუნძულებზე არიან დარეგისტრირებული, სადაც სპორტსმენი ცხოვრობს.

ასევე ნადალმა განაცხადა, რომ ამ კომპანიების არსებობიდან არანაირი მოგება არ მიუღია და მათ არ გააჩნიათ პრობლემები საგადასახადო სამსახურებთან.

ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ბერნარდ ტომიჩმა სასამართლოდან უწყება მიიღო. ჩოგბურთელს ბრალი ედება იმაში, რომ პოლიციას არ დაემორჩილა და წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს.

შეგახსენებთ, რომ 26 იანვარს ტომიჩმა ქალაქ გოლდ-კოუსტში პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, უარი თქვა საკუთარი მანქანის გაჩერებაზე, მოგვიანებით კი, ჩოგბურთელის მშობლებმა სახლში არ შეუშვეს პოლიციელები.

ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, დანაშაული, რომელშიც ტომიჩია ეჭვმიტანილი, სამწლიანი პატიმრობით, აგრეთვე 20 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდით ისჯება. მიუხედავად ამისა, სპორტსმენის ადვოკატი კრის ნისტი ამბობს, რომ ყველა ბრალდება უსაფუძვლოა და ავსტრალიელ ამომავალ ვარსკვლავს ნერვიულობის საბაბი არ გააჩნია.

ტომიჩი 14 თებერვალს უნდა გამოცხადდეს ქალაქ საუთპორტის სასამართლოში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"