სამხრეთ აფრიკის ნაკრები შაბათს ბლუმფონტეინში სამი ერის წლევანდელ გათამაშებაში ბოლო მატჩს გამართავს. "ბოკეს" თავკაცმა პიტერ დე ფილიერსმა გუნდის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც მხოლოდ ერთი ცვლილებაა...

სამხრეთ აფრიკის ნაკრები შაბათს ბლუმფონტეინში სამი ერის წლევანდელ გათამაშებაში ბოლო მატჩს გამართავს. "ბოკეს" თავკაცმა პიტერ დე ფილიერსმა გუნდის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც მხოლოდ ერთი ცვლილებაა. მეორეხაზელ ფილიპ ფან დერ მერვეს ნაცვლად დენი როსუ ითამაშებს. მოსალოდნელი იყო, გარემარბ ბრაიან ჰაბანას ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ხიო ეპლონს ეთამაშა, თუმცა დე ფილიერსი მაინც გამოცდილ "მგელს" უფრო ენდო.

"არ მინდა, მოგებული თამაშის შემდეგ ნაკრების შემადგენლობაში ბევრი ცვლილება შევიტანო. ჩვენ ნელსონ მანდელას სახელობის თასი გვაქვს მოსაგები და საამისოდ მთლიანად თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი. ძალიან ბევრს ვმუშაობთ და იმედი მაქვს, ეს გარჯა დაგვიფასდება" - თქვა მან.

ამასობაში დე ფილიერსი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვია. ერთი კვირის წინ ავსტრალიასთან გამართული სამი ერის მატჩის შემდეგ, დე ფილიერსმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრები მხარს უჭერს "ბლუ ბულზის" შერკინების ბურჯ ბი რუს, რომლიც პოლიციელის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი.

"ჩვენ მომავალ წელს ძალიან ძნელი სეზონი გველის. ახალ ზელანდიაში მსოფლიო თასი უნდა შევინარჩუნოთ. ამისთვის საჭიროა, სამხრეთ აფრიკის ნაკრების მორაგბეების ფსიქოლოგიაზე მავნე გავლენას არაფერი ახდენდეს.

ბი რუს კარგად ვიცნობთ, ის მკვლელი არ არის და გვინდა, სიმართლე რაც შეიძლება მალე გაირკვეს." - თქვა "ბოკეს" თავკაცმა.

დე ფილიერსის ამ განცხადების კომენტირებისაგან თავი შეიკავა სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ორეგონ ჰოსკინსმა.

"ამჟამად არაფრის თქმა შემიძლია. მინდა, მორაგბებმა თავიდან ამოიგდონ ყველაფერი და მხოლოდ ავსტრალიასთან მატჩზე იფიქრონ" - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ბი რუმ პოლიციელი ცემით მოკლა. როგორც თვითონ ამტკიცებს, მას გაძარცვას უპირებდნენ და თავს იცავდა. "ბლუ ბულზის" შერკინების ბურჯი თავდებითაა განთავისუფლებული.

სამხრეთ აფრიკა: 15. ფრანსუა სტეინი, 14. ჯეი პი პიტერსენი, 13. ჟაკ ფური, 12. იან დე ფილიერსი, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. მორნი სტეინი, 9. ფრანსუა ჰუგარი. 1. ხუთრო სტენკამპი, 2. ჯონ სმიტი, 3. იან დუ პლესი, 4. დენი როსუ, 5. ვიქტორ მეტფილდი, 6.სხალკ ბურხერი, 7. იან სმითი, 8. პიერ სპისი.

16. ჩილიბოი რელეპელე, 17. სი ჯეი ფან დერ ლინდე, 18. ფილიპ ფან დერ მერვე, 19. რაიან კანკოვსკი, 20. რიკი იანუარი, 21. იან დე იონგი, 22. ხიო ეპლონი.

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა