სოსო ჯაბიძემ დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის სახელობის 50-ე მემორიალის პირველ დღეს ოქროს მედალი დაისაკუთრა
3 თებერვალს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის სახელობის 50-ე მემორიალი დაიწყო, რომელიც კაცების ორივე სტილის ჭიდაობასა და ქალებში ერთად ტარდება, თუმცა ჩვენგან იქ მხოლოდ ბერძენ-რომაელები გამოდიან.

ბეგი დარჩიამ იქ მთავარი გუნდი წაიყვანა, ზოგიერთ წონაში კი რამდენიმე ფალავანიც ჰყავს.

დღესვე ტურნირში ბერძენ-რომაელთაგან 74 და 96-ის მოჭიდავეები ჩაებნენ და წარმატებითაც - 4-ვე მათგანმა მედალი მოიპოვა. სოსო ჯაბიძე (96) ჩემპიონი გახდა, მანუჩარ ცხადაია (74) მეორეზე გავიდა, ზურაბ დათუნაშვილი (74) და სანდრო დიხამინჯია (96) - მესამეზე.

ეტყობა, ჯაბიძემ საბოლოოდ მოიშუშა საქართველოს პირველობაზე ნატკენი ნეკნი და სოფიაში არა მხოლოდ გაიმარჯვა, ნახევარფინალში კონკურენტ დიხამინჯიასაც მოუგო ძირითად დროში. მანამდე ძლიერი თურქი სულეიმან დემირჩი ასევე ორ პერიოდში, მოლდოველი ადრიან მოკანუ კი დამატებითში დაამარცხა. ფინალში მან მასპინძელთა ერთ-ერთ ლიდერ კალოაინ დინჩევს სძლია - 0:1; 1:0; 1:0. არცთუ დიდი ხნის წინ ბულგარელთა ერთ-ერთ ფავორიტ ვლადისლავ მეთოდიევს სძლია პირველ წრეში დიხამინჯიამაც ასევე სამ პერიოდში, რომელსაც სერბი დეიან ფრანკოვიჩიც ზედ მიაყოლა, სანუგეშოს ფინალში კი ზემოხსენებულ დემირჩის აჯობა დამაჯერებლად.

74-ში ქართველები ერთმანეთს არ შეხვედრიან, ორივე კი მომავალ ჩემპიონთან, ბულგარელ ილიან გეორგიევთან დამარცხდა. ცხადაიამ, რომელიც ამ წონასაც კარგად ერგება, ტურნირი მასპინძელ დანიელ ალექსანდროვთან ძლევამოსილი მოგებით დაიწყო - პირველ პერიოდში 7:0 აჯობა. სერბი გორან ბულატოვიჩი, ებრაელი ილია შაფრანი და ლატვიელი ალექსანდრს ვისნაკოვსი მისი შემჩერებლები არც არიან და ჩვენებურმა იოლად, ძირითად დროშივე მოუგო სამივეს. მან ფინალიც კარგად დაიწყო გეორგიევთან და თავიდან 5:0 აჯობა, მაგრამ მომდევნო ორი პერიოდი 0:2 დათმო და საბოლოოდ ვერცხლს დასჯერდა. მისასალმებელია, რომ ის ახალ წონაშიც აჩვენებს შედეგს, თუმცა აქ დროებით ჭიდაობს, საოლიმპიადოდ კი მშობლიურ 66-ს დაუბრუნდება.

დათუნაშვილმა ირანელ მერდად ბაჰრამის ჯამში 3:0 მოუგო, თუმცა გეორგიევთან ვერაფერს გახდა და 1:5 დამარცხდა. სამაგიეროდ, დამამშვიდებელში იყოჩაღა - ბულგარელ ივაილო საიკოვს დამატებითში 5:1 აჯობა, შვედ რობერტ როსენგრენს ორ პერიოდში 5:0 მოუგო, სომეხ ვარშან ბოკანიანს კი 4:0 სძლია. მისასალმებელია, რომ ახალგაზრდული ნაკრებიდან წლეულს გადმოსული ფალავანი უფროსებშიც წარმატებით ჭიდაობს.

რატომღაც გუშინ არ უჭიდავია ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველიას (74).

4 თებერვალს ჩვენებურთაგან ირაკლი ჭოჭუა (60), ვლადიმერ გეგეშიძე, რევაზ ნადარეიშვილი (ორივე - 84), სერგო გოგისვანიძე და გურამ ფერსელიძე (ორივე - 120) იჭიდავებენ. წილისყრამ ჭოჭუას მეტოქედ ირანელი ბენამ მორადიბალოოტესარი არგუნა, ნადარეიშვილს - მოლდოველი იური მალაი, გეგეშიძეს - სომეხი ჰრაჩ ჰოვანისიანი. ფერსელიძე თავიდან მარიუს გრიგელისთან იჭიდავებს, გოგისვანიძე - მილოსლავ მეთოდიევთან.

ხვალ ჩვენებურთაგან 55-ში საექპერიმენტოდ ჩამონაცვლებული ქემალ ხარაბაძე და პაატა ბაკურიძე (66) იასპარეზებენ.

ტურნირი იმაზე არანაკლები სიძლიერისაა, ვიდრე წინა კვირას სტამბოლში გამართული ვები ემრეს სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" შეჯიბრება იყო - მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიადის 20-მდე ჩემპიონი გამოდის. ამ მემორიალზე სპორტს უბრუნდება წითური სომეხი არა აბრაჰამიანი, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები შვედეთში გაატარა და სკანდინავიელებს ორჯერ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, თითოჯერ მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლი, ორჯერ კი ევროპული ვერცხლი და ერთხელ ევროპული ბრინჯაო მოუტანა. ამ წარმატებებს მან 84 კილოგრამში მიაღწია, ახლა კი 37 წლის (!) ათლეტს 96-ში ჭიდაობა გადაუწყვეტია.

კიდევ ერთხელ გაგვაოცა "ეგვიპტელმა მუმიამ", ოლიმპიურმა ჩემპიონმა და მსოფლიოს ორგზის ვერცხლის მედალოსანმა კარამ მოჰამედ გაბერ იბრაგიმმა (96). მას პეკინის ოლიმპიადის შემდეგ შარშანდლამდე არსად ეჭიდავა, შარშან კი აგვისტოში პოლონეთის ტურნირზე გამოჩნდა, თუმცა - წარუმატებლად, მერე კი მოულოდნელად წონა დაიკლო და დეკემბერში 84 კილოგრამში არაბული თამაშები მოიგო. ეს მაინცდამაინც ძლიერი შეჯიბრება არ იყო და ახალ წონაში მისი გამარჯვება ამას მივაწერეთ, თუმცა ეგვიპტელი სოფიაშიც 84-ში ჭიდაობს. როგორც ჩანს, 33 წლის სპორტსმენმა საბოლოოდ გადაწყვიტა ამ წონაში დამკვიდრება. პრაქტიკულად, მან და აბრაჰამიანმა წონითი კატეგორიები გაცვალეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს