ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"დინამო არენა" - უფრო კომფორტული და უსაფრთხო

"დინამო არენა" - უფრო კომფორტული და უსაფრთხო

თბილისის "დინამოს" საშინაო მატჩებს სპეციალურ სამოსში გამოწყობილი სტიუარდები მოემსახურებიან
3 თებერვალს ეროვნული სტადიონის საკონფერენციო დარბაზში სტადიონებზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ერთდროულად პრესკონფერენციისა და ტრენინგის სახე ჰქონდა. ჟურნალისტთა გარდა შეხვედრას ეროვნული სტადიონის სტიუარდები ესწრებოდნენ, რომლებიც "დინამოს" სიმბოლიკიან სპეციალურ სამოსში იყვნენ გამოწყობილნი.

ღონისძიებას კი უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია, "დინამოს" უსაფრთხოების ოფიცერი გია ისიანი, ეროვნული სტადიონის დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ ჯღარკავა და ეროვნული სტადიონის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი შალვა ადუაშვილი უძღვებოდნენ.

მამუკა კვარაცხელია:

"ნებისმიერი დიდი საფეხბურთო ღონისძიება უმთავრეს შემოსავალს ტელერეპორტაჟებიდან იღებს. ამიტომაც მსოფლიოს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში იმისთვის ზრუნავენ, რომ სტადიონზე მასმედიის წარმომადგენლებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან.

თქვენს წინაშე არიან ჩვენი სტიუარდები, რომლებიც "დინამოს" საშინაო მატჩებს მოემსახურებიან. მათი რაოდენობა ოცდაათამდეა, თუმცა ჩვენ საერთაშორისო შეხვედრებისთვის ასიდან ორასამდე სტიუარდი დაგვჭირდება.

მსოფლიოში საფეხბურთო ტრაგედიები არცთუ იშვიათად ხდება. ორიოდე დღის წინ ეგვიპტეში დატრიალებულმა ტრაგედიამ შეგვძრა. მადლობა ღმერთს, "დინამოს" სტადიონზე არასდროს არავინ დაღუპულა, რაც უსაფრთხოების თანამშრომლების მაღალი კვალიფიკაციის დამსახურებაა."

კვარაცხელიასგან ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილი სამუშაოების შესახებაც შევიტყვეთ ინფორმაცია.

"კლუბის პრეზიდენტმა ბატონმა რომან ფიფიამ სტადიონზე მიმიჩინა ადგილი და დამავალა მედიასივრცის ევროპულად მოწყობა. გადაკეთდება მედიატრიბუნა, რომელიც მე-5 და მე-6 ტრიბუნებზე განთავსდება.

დღეისთვის ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი მაგიდები ერთ რიგად, საკმაოდ მოუხერხებლადაა განლაგებული. ამის ნაცვლად ამ ორ ტრიბუნაზე მოეწყობა სამ-სამი რიგი, სადაც ორასამდე ჟურნალისტი განთავსდება. აღარ იქნება უკაბელო ინტერნეტის პრობლემაც, უეფას დავალებით ევროთასებზე ჟურნალისტებისთვის ბუფეტი უფასოა, ჩვენ ეს უკვე დავნერგეთ ეროვნულ ჩემპიონატზეც, ჟურნალისტებისთვის გაკეთდება ცალკე სამუშაო ოთახი, სადაც მათ ყველა პირობა ექნებათ შექმნილი. უფრო კომფორტულად მოეწყობა ე. წ. შერეული-ზონა. მხოლოდ ჟურნალისტებზე რამდენიმე სტიუარდი იქნება "მიმაგრებული", რომლებიც მათ კომფორტზე იზრუნებენ.

წესით, უახლოეს პერიოდში უნდა გაიხსნას "დინამოს" "ფან-შოპი", ასევე კლუბის მუზეუმი, რომელთაც მისი სტაჟიანი ქომაგებიც კი უკვე ძალიან დიდი ხანია, ელიან.

ყველაზე მთავარი კი ის იქნება, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაემიჯნება ერთმანეთს ჟურნალისტთა და საპატიო სტუმართა სივრცეები, როგორც ეს ევროპის ყველა წამყვან სტადიონზეა და ჟურნალისტი კომფორტულად იმუშავებს და მაქსიმალურ ინფორმაციას მოიპოვებს, საპატიო სტუმარი კი მისთვის ღირსეულად მინიჭებულ ადგილს დაიკავებს და ღირსეულადვე უყურებს თამაშს.

ზემოთ ნახსენები სამუშაოები კი სტადიონის რეკონსტრუქციასთან ერთად, ევროტურნირებამდე განხორციელდება".

გია ისიანი:

"ყოველთვის მთელი ენერგიით ვცდილობდით, რომ "დინამოს" სტადიონზე უსაფრთხო გარემო ყოფილიყო, მაგრამ ბერძნულ აეკ-თან მატჩმა დაგვანახა, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს.

მნიშვნელოვან საერთაშორისო შეხვედრებზე დავიქირავებთ დაცვის კერძო სამსახურებს, მაგრამ უსაფრთხოების დამყარებაში მთავარი როლი ჩვენმა სტიუარდებმა უნდა ითამაშონ. ბუნებრივია, სრული პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ეროვნული ჩემპიონატის მატჩებსაც.

მზად ვართ იმისთვისაც, რომ "დინამოს" მატჩების გარდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ჩვენს სტადიონზე გამართულ სანაკრებო თუ სხვა კლუბების შეხვედრებზეც ვიტვირთოთ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ვთხოვ, უმაღლესი ლიგის ყველა კლუბს მოუწოდოს, რომ ყურადღება გაამახვილონ უსაფრთხოების საკითხებზე, თუნდაც იმაზე, რომ მასპინძელი კლუბის წარმომადგენელმა სტუმართა გულშემატკივრებს მიუთითოს, კონკრეტულად სად უნდა განთავსდნენ ისინი და იზრუნოს მათ უსაფრთხოებაზე.

ყოფილა შემთხვევა, რომ "დინამოს" ერთ-ერთი მეტოქის ქომაგები ჩვენს მიერ მითითებულ სექტორში არ სხდებოდნენ და ამან მატჩის დაწყება შეაფერხა. დროა, გადავიდეთ თანამედროვე რელსებზე და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ლეტალური შედეგები ავიცილოთ, დიდი ტრაგედიები ხომ უმეტესად ერთი მცირე შელაპარაკებით იწყება.

აქვე სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ სტიუარდებთან ერთად მალე "დინამოს" საშინაო მატჩებს ვალანტიორებიც მოემსახურებიან. ამის სურვილი არაერთმა ადამიანმა გამოთქვა. სტიუარდებს კი იდეალურ სამუშაო პირობებსა და ღირსეულ ანაზღაურებას ვპირდებით.

ჩემი დიდი სურვილია, საქართველოში შეიქმნას სპორტული ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების კომიტეტი, რაც ვაიგულშემატკივრებთან ეფექტური ბრძოლის საშუალებას მოგვცემს. დღეს, მაგალითად, ხულიგნობის მუხლსაც კი ვერ წაუყენებენ იმ ადამიანს, რომელიც თამაშის დროს მოედანზე გადახტება. ამან კი ჩვენი კლუბებისა და ნაკრებების დისკვალიფიკაცია შეიძლება გამოიწვიოს.

უნდა შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, რაც სტადიონებზე ხულიგნების მოხვედრას მაქსიმალურად გაართულებს".

ნიკოლოზ ჯღარკავა:

"სტიუარდებს კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ისინი არიან სპორტული ღონისძიების თანაორგანიზატორები და მათი ქმედებები გარკვეულწილად განაპირობებს სპორტული ღონისძიების წარმატებით მიმდინარეობას. სტიუარდები უნდა იყვნენ მაყურებლების დამხმარენი და არა ხელისშემშლელნი. ისინი უნდა იყვნენ თავაზიანნი, მომთმენნი და ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე, ეცადონ თავი შეიკავონ ფიზიკური კონტაქტისგან".

შალვა ადუაშვილი:

"ჩვენ სამსახურში ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენმა ერთმა შეცდომამ შეიძლება ჯაჭვური რეაქცია გამოიწვიოს. ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენი უფლება-მოვალეობანი მაქსიმალურად ეფექტურად განვახორციელოთ.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ მიმდინარეობს სტადიონიდან ევაკუაციის ახალი გეგმის დამუშავება, რაც უსაფრთხოებისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• pirkusha

საქმეც მაგაშია რომ თუ უნდათ "დინამო არენას" დაარქმევენ და თუ უნდათ "დინამო ტრაფორდს". მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის რომ გამოვიდნენ და თქვეს რომ სახელი არ გადაგვირქმევია და ისევ ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი ქვიაო. მაგრამ ჩვენი ჟურნალისტების ბოდიშით და "მატრაკვეცობის" ამბავი ხომ იცით. ყველაფერი ამათ უნდა მოიგონონ!

• Leo-dzia

Magari daumdabldat qartvelebs gemovneba, "dinamo arena" da "mtsxeta parki" moswont. Arada magari marazmi da dabali donea, qartuli enis upativcemulobaze rom araferi vtqvat. Sxvebs sxva rameshi mivbadzot! Andac dinamos gerbze 1 aso rom araa qartulad egeb egec mogwont vinmes? Arcerti tavmoyvare xalxi amas ar aketebs, mitumetes iseti udzvelesi enis mqone xalxi rogoric magalitad chvenia da am enas da faseulobebs chven tuar gavufrtxildit ar gamova ise araferi!

• dato

ეგ სტადიონი დინამოს საკუთრებაა უკვე და კლუბის გადასააწყვეტია რას დაარქმევს სტადიონზე რას გააკეთებს და დინამოს გარდა ითამაშებს თუ არა კდიევ ვინმე.

• Georgiano

ეს არის ეროვნული სტადიონი, სადაც თავის დროზე თამასობდა "დინამო", ანუ იმ დროის საქართველოს ნაკრები და ტყუილად ცდილობთ "დინამო არენას" დამკვბიდრებას - ეროვნული სტადიონი მხოლოდ "დინამოს" არ ეკუთვნის!

• pirkusha

შეეფერება? კარგით რა.. სახელწოდებების ასეთი გაინგლისურება არ გამიგია. მგონი ვიღაცები შეგნებულად ცდილობენ რომ ასეთი სახელები დაამკვიდრონ. ლამაზ ჟღერს "Ewood Park" და "Darlington Arena", მაგრამ "დინამო არენა" სრული იდიოტობაა.

• supermariao

აუცილებელია სტადიონზე იყოს კვების ობიქტი ასევე პარკინგი ხშირი პრობლემაა მანქანების გაჩერება. ხოლო რაც შეეხება დინამო არენას სახელი ძალიან ლამაზად ჟღერს შეეფერება დინამოს!

• lebron.maradona

ეს ხალხი რომლებიც დინამოსთვის რაღაცას აკეტებენ ისევ მაყურებლის გულისთვის არ შეიძლება მათი ასეთი ინიციატივა რესტორნის მომსახურეობას დაუკავშიროთ... დავიფქრდეთ ამაზე და გონებას მოვუხმოთ ... ;)

• zura

ნორმალური ფეხბურთელები არ მიიყვანოთ გუნდში და სტიუარდები ააყვავებენ დინამოს!!! წაგებულ თამაშებს კარგად მოემსახურებიან,ვაი თქვენს პატრონს!!! ლამაზად მომსახურება რესტორანშია კარგი,სტადიონზე კი მოგებაა საჭირო!ამისათვის კი ფეხბურთელებია საჭირო!!!

• pirkusha

ერთი ეს ამიხსენით. რა უბედურებაა "დონამო არენა"???? "მცხეთა პარკი" არ გვეყოფოდა ხომ??? თქვენ რაღა მოგივიდათ. დაწერეთ რა ქართულად

• gio. kere

უსაფრთხოება რათქმა უნდა აუცილებელია კარგია რომ სტუარდების ფუნკციები ყალიბდება მაგრამ აუცილებელია ასევე მაყურებლისთვის სხვა პირობებზეც ზრუნვა ტუალეტები ყოველსთვის დაკეტილია ან არ არის საკმარისი განსაკუტრებით ქალთა ტუალეტები.

• gel

საჭიროა მეტი ყურადღება მიექცეს უსაფრთხოებას... ეს რომ ძალიან მნიშვნელობვანია ყველამ კარგად ვიცით, ფაქტები იყო ზესტაფონი, ვიტ-კორჯია, დინამო, ნაკრების თამაშებიც.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა

16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს

ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა

"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს

ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]

"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"

ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო

ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?

[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს

პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს

ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება

ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს

გურულმა მედალი გაინაღდა - ქართველი მოკრივე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს