ბრძენთა თამაშის ქომაგებმა უწყიან, რომ რუსეთის ქალაქი ხანტიმანსიისკი 19 სექტემბრიდან მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს. შეჯიბრებაში მედლებისთვის ქართველი დიდოსტატებიც იბრძოლებენ, ოღონდ...

ბრძენთა თამაშის ქომაგებმა უწყიან, რომ რუსეთის ქალაქი ხანტიმანსიისკი 19 სექტემბრიდან მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს. შეჯიბრებაში მედლებისთვის ქართველი დიდოსტატებიც იბრძოლებენ, ოღონდ მათ შორის არ იქნება ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონი, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების ათგზის გამარჯვებული და ხუთგზის პრიზიორი, ევროპის გუნდური ჩემპიონატის ოქროს მედალოსანი, ჭადრაკის `ოსკარის~ ოთხგზის მფლობელი, საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი მაია ჩიბურდანიძე, რაც საბოლოოდ გუშინ გახდა ცნობილი.

_ ოცდაათ წელიწადზე მეტ ხანს ჯერ საბჭოთა კავშირის, მერე საქართველოს ნაკრებ გუნდებში პირველ დაფაზე ვითამაშე, ლიდერის ჭაპანი ვზიდე, რაც იოლი არ ყოფილა, _ მითხრა მაია ჩიბურდანიძემ. _ ამ ხნის განმავლობაში, ვინ მოთვლის, რამდენ მნიშვნელოვან ტურნირში მიმიღია მონაწილეობა. ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და ურთულესი გზა, რასაც უკვალოდ არ ჩაუვლია. თითოეულს უდიდესი ფიზიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვა ახლდა და უზარმაზარი ენერგია მიჰქონდა. ამას ახლა უფრო ნათლად ვგრძნობ. ამიტომ გადავწყვიტე, ოლიმპიურ ნაკრებში აღარ ვითამაშო. საჭადრაკო თვალსაზრისით, მართალია, ჯერ კიდევ შემწევს ძალა, მეტოქეებს გავუმკლავდე, მაგრამ უმჯობესია, ხანტ-მანსიისკში ახალგაზრდული შემადგენლობა წავიდეს. ესეც არ იყოს, მუდმივად ხომ ვერ ვიქნები გუნდში!

_ ერთხელ ნანა ძაგნიძემ მითხრა, მაია ჩიბურდანიძე როცა ჩვენს გვერდითაა, ძალების მოზღვავებას ვგრძნობთ და არაფრის გვეშინიაო...

_ შესაძლოა, ასეც იყოს, მაგრამ დადგა დრო, თვითონ ნანამ იტვირთოს ლიდერის ფუნქციები და თანაგუნდელებმა ახლა მის გვერდით იგრძნონ თავი ყოჩაღად და უშიშრად.

_ მაშ, გადაწყვეტილებას არ შეცვლით?

_ ხანტიმანსიისკში საჭადრაკო ოლიმპიადაზე ნამდვილად ვერ გავემგზავრები. უმჯობესია, ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება ახალგაზრდებმა იტვირთონ. რაც შემეხება მე, ჭადრაკისთვის თავის დანებებას არ ვაპირებ. სათანადოდ მოვემზადები და ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე გამოვალ, ფიდეს გრან-პრის ბოლო ეტაპში ვითამაშებ...

_ მონღოლურ ბატალიებზე რას იტყვით?

_ ულანბატორში უძლიერესმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. თავად განსაჯეთ _ საპრიზო ადგილებისთვის ოთხი მსოფლიოს ჩემპიონი და რეიტინგით ქალებში მეორე-მესამე ადგილებზე მყოფი ჰამფი კონერუ და ჰოუ იფანი იბრძოდნენ. თერთმეტი შეხვედრიდან ოთხი მოვიგე და ამდენივე ყაიმით დავამთავრე, ხოლო იმ სამი პარტიიდან ორი არ უნდა წამეგო, მით უმეტეს - ჩინელ ჟაო სიუსთან. ორი ზედმეტი პაიკი მქონდა, გარანტირებული ყაიმით, მაგრამ ერთგან უხეში შეცდომა დავუშვი და დავმარცხდი. უკმაყოფილო მაინც არ ვარ, რადგან ჯერმუკთან შედარებით უკეთ ვითამაშე.

_ ალბათ, ახლა ჩილესთვის მოემზადებით...

_ მანამდე ჯერ ევროპის საკლუბო ჩემპიონატი იქნება, ზოგი სხვა შეჯიბრებაც. გრან-პრის ბოლო ეტაპს, ალბათ, გაისისთვის გადადებენ.

_ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ალექსანდრა კოსტენიუკს ჩემპიონობის ხანას უხანგრძლივებენ?

_ რა ვიცი, ყველაფერი შეიძლება. რუსეთის ჭადრაკის ფედერაცია ფიდესთან ერთად თავს არ ზოგავს, ტიტული როგორმე შეინარჩუნონ. ამიტომაც კოსტენიუკს ჩემპიონობის ხელახალი ვადით მოსაპოვებლად ხელსაყრელ სისტემას შეუქმნიან.

_ როგორ ფიქრობთ ქალთა შორის ფიდეს გრაპ-პრის პირველ გათამაშებაში გამარჯვების მეტი შანსი ვის აქვს?

_ ფავორიტთა რიგებს, მგონი, მხოლოდ ნანა ძაგნიძე, ჰოუ იფანი და ჰამფი კონერუ შემორჩნენ. ქართველ დიდოსტატს მთავარი პრიზის მოსაპოვებლად ჩილეში მეორე ადგილიც ჰყოფნის. იმედია ნანა ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებს.

_ და არ არის გამორიცხული, ქუთაისს ჭადრაკში ორი მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავდეს.

_ ღმერთმა გისმინოთ. ამაზე უკეთესი რა უნდა ვინატროთ. რაც მეტი მსოფლიოს ჩემპიონი გვეყოლება, მით უფრო მდიდრები ვიქნებით.

_ მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის დღეებში შინ დარჩენილი მაია ჩიბურდანიძე რას გააკეთებს?

_ მთელი გულით ქართველ მოჭადრაკეებთან იქნება და შორიდან უქომაგებს მათ. იმედია, ჩვენი გოგონები ტიტულს შეინარჩუნებენ და გულშემატკივრებს გაახარებენ. ქალებს, ალბათ, არც ვაჟები დარჩებიან ვალში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kopala
მადლობა ქალბატონო მაია ყველაფერ იმისთვის რაც თქვენ ქართული ჭადრაკისთვის გააკეთეთ.იმედია ქართველი მოჭადრაკეები გააგრძელებენ თქვენ მიერ გაკვალულ გზას.წარმატებები მათ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
18 წ. | როტაციით ინგლისთან
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა