ნეაპოლელთა თავკაცი "როსონერის" სასტარტო შემადგენლობას არ უმხელს და იდეალურ თამაშით გაოცებას პირდება
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ "მილანთან" დღევანდელ მატჩზე ისაუბრა. სპეციალისტს ახსოვს გასულ დაპირისპირებებში დასანანი მარცხი და ამჯერად მილანში თავისი შეგირდების შესრულებით იდეალურ თამაშს აპირებს.

"როსონერი" წაგებას მიჩვეული არ არის, ისევე როგორც ყველა დიდი კლუბი. ისინი "ლაციოსთან" მარცხის შემდეგ თავის გამოჩენას შეეცდებიან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინა შეხვედრები "მილანმა" დამაჯერებლად მოიგო, ამიტომ დადებითი შედეგის მისაღწევად იდეალური თამაში დაგვჭირდება. იმედი მაქვს "ნაპოლი" მათ ღირსეულ პასუხს გასცემს.

ამავე დროს, ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი კამპანია უკვე დასრულებულია. წინ ბევრი მატჩია, რომელშიც იმდენი ქულის მოპოვებას შევეცდებით, რამდენიც შესაძლებელია. ჩვენი მთავარი მიზანი სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

ერთმანეთს კარგად ვიცნობთ. რამდენიმე ჩანაფიქრი მაქვს, რომელიც "მილანს" გააკვირვებს. ვაპირებთ, მეტოქეს დარტყმა სუსტ წერტილში მივაყენოთ. რაც შეეხება ამ მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობას, არ მინდა ის მეტოქეს წინასწარ გავუმხილო. არ მსურს მოწინააღმდეგეებს გარკვეული უპირატესობა მივანიჭო", - აღნიშნა "ნაპოლის" თავკაცმა.

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა