გახსნის დღის ფრეების შემდეგ, პირველი გუნდი, რომელმაც მუნდიალზე გამარჯვება მოიპოვა, სამხ. კორეის ნაკრებია - აზიურმა კრებულმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და შეიძლება ითქვას

12.06. პორტ ელიზაბეტი. ნელსონ მანდელა-ბეი. 25 000 მაყურებელი

სამხ. კორეა-საბერძნეთი 2:0

სამხ. კორეა: იუნ სუნ-რიონი, იანგ-პიო ლი, იუნ-სუ ლი, იონ-ჰიუნ ჩო, დუ-რი ჩა, ჯი-სუნ პარკი, იუნ-ვო კიმი, სუნ-იენ კი (74. ნამ-ილ კიმი), ჩუნ-იონ ლი (90. ჯე-სუნ კიმი), კი-ჰუნ იომი, ჩუ-იან პარკი (87. სეუნ-იონ ლი).

საბერძნეთი: ცორვასი, სეიტარიდისი, ვინტრა, პაპადოპულოსი, ტოროსიდისი, ციოლისი, კაცურანისი, კარაგუნისი (46. პაცაცოღლუ), სამარასი (59. სალპინგიდისი), გეკასი, ხარისტეასი (61. კაპეტანოსი).

გოლები: 1:0 იუნ-სუ ლი (7), 2:0 ჯი-სუნ პარკი (52)

მატჩი დაიწყო: სამხ. კორეა; კარში დარტყმა: 11(6)-5(2); კუთხურები: 6-11; თამაშგარე: 1-4; ჯარიმა: 14-12; გაფრთხილება: 0-1; ბურთის ფლობა: 51%-49%.

არბიტრი: მაიკლ ჰესტერი (ახ. ზელანდია)

გახსნის დღის ფრეების შემდეგ, პირველი გუნდი, რომელმაც მუნდიალზე გამარჯვება მოიპოვა, სამხ. კორეის ნაკრებია - აზიურმა კრებულმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და შეიძლება ითქვას, 90 პროცენტით (თუ მეტი არა) გადაუწურა ფლეი ოფში გასვლის იმედი. თავისთავად ცხადია, რომ ოტო რეჰაგელის გუნდს, ასეთი თამაშით, არგენტინასა და ნიგერიასთან ქულების აღების შანსი ფაქტობრივად არ აქვს.

არადა, მატჩის პირველი წუთები ბერძნებს თითქოს ცუდს არაფერს უქადდა - უკვე მე-2 წუთზე, კარაგუნისის კუთხურის შემდეგ, მცველი ტოროდისი კარის წინ ღიად დარჩა, მაგრამ მისი დარტყმული მიზანს ასცდა. ეტყობა, ამიტომაც დაისაჯნენ ბერძნები. მე-7 წუთზე მეტოქის ცენტრალურ მცველთა შეცდომით კარგად ისარგებლა იუნ-სულ ლიმ, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული საჯარიმოს შემდეგ ბურთი ახლო მანძილიდან გაგზავნა ცორვასის კარში - 1:0.

ამ გოლს თითქოს ძირეულად უნდა შეეცვალა თამაშის ხასიათი, თუმცა ასე ვერ მოხდა - ბერძნებმა მეტოქეს პრაქტიკულად ვერაფერი დაუპირისპირეს. რეჰაგელის შეგირდებს შუა ხაზსა და შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ, კონტრშეტევებში მოთამაშე კორეელებს კი პირიქით, კიდევ ჰქონდთა გოლი გატანის რეალური შანსი, მაგრამ 28-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ გასულმა ჯი სუნ პარკმა ცოტა უხეიროდ დაარტყა. სამაგიეროდ, მანჩესტერელმა შეცდომა მეორე ტაიმის მე-7 (ისევ მეშვიდე!) წუთზე გამოასწორა, როცა ორი მცველის გარემოცვაში იგივე ცორვასი ამჯერზე მოხდენილად გააცურა და ბურთი შორეულ კუთხეში შეაგორა - 2:0.

მართალია, თამაშის დასრულებამდე საკმარისი დრო იყო და ბერძნებს თეორიულად მოგების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ევროპულმა გუნდმა ვერც ამჯერად მოახერხა თამაშში გარდატეხის შეტანა. ეგ იყო, რომ რეჰაგელის მიერ განხორციელებულმა ცვლილებებმა (ამ თამაშში ბერძნებს სამი კაპიტანი ჰყავდათ!) ოდნავ დაძაბა სიტუაცია კორეელთა კართან, თუმცა ეს იყო და ეს - კორეელებმა, რომელთაც კიდევ ჰქონდათ გოლის გატანის შანსი თამაში მშვიდად მიიყვანეს გამარჯვებამდე.

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში