ნოვი სადში გუშინ დამთავრდა სერბეთის მოჭადრაკე ქალთა გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც 12 კლუბი წრიული სისტემით ხვდებოდა ერთმანეთს...

ნოვი სადში გუშინ დამთავრდა სერბეთის მოჭადრაკე ქალთა გუნდური ჩემპიონატი, რომელშიც 12 კლუბი წრიული სისტემით ხვდებოდა ერთმანეთს. როგორც გაუწყეთ, ქართველი დიდოსტატი, საქართველოს ნაკრების წევრი ნანა ძაგნიძე "იელიცა გორაჩიჩის" ღირსებას იცავდა. რიონისპირელმა მოჭადრაკემ თერთმეტიდან მხოლოდ ორი შეხვედრა დაამთავრა ყაიმით - ვერონიკა-მიხაელა ფოიშორთან და ნატაშა ბოიკოვიჩთან, დანარჩენი ორთაბრძოლები მოიგო და პირველ დაფაზე 10 ქულით ოქროს მედალი დაიმსახურა (8 ქულით მეორე ადგილზე ბოიკოვიჩი გავიდა). აქვე შევნიშნავთ, რომ ჩვენებურზე მეტი ქულა (11) "ბას ბელგრადის" მესამე დაფაზე მოთამაშე უკრაინელმა ტატიანა ვასილიევიჩმა მოაგროვა.

ნანა ძაგნიძის წარმატება ორმაგად გვახარებს, რადგან ორიოდე კვირაში იგი ხანტი-მანსიისკის მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადაზე გაემგზავრება და , როგორც ჩვენი ნაკრების ლიდერი, თანაგუნდელებთან ერთად ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.

ახლა კი სერბეთის გუნდური პირველობის შედეგების შესახებ: ბოლო ტურში ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონმა "ბას ბელგრადმა" "შახმატნი კრუჟოკს" 3,5:0,5 სძლია და 30 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. გამარჯვებულს ორი ქულით ჩამორჩა "ზლატარ ნოვა ვაროს" მძლეველი (3,5:0,5) "იელიცა გორაჩიჩი", რომელსაც ვერცხლი ხვდა. 25-25 ქულა მოაგროვეს "იუგოვიჩ-კორიმ" და ბელგრადის "პოლიტიკამ", მაგრამ "იუგოვიჩის" წევრებს საერთო მონაგარში ქულით მეტი აღმოაჩნდათ და ბრინჯაოც მათ ერგოთ.

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ