ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პოლონეთთან გამარჯვებამ ბევრი რამ შეცვალა

პოლონეთთან გამარჯვებამ ბევრი რამ შეცვალა

მანუჩარ მარკოიშვილს აგვისტომდე ნაკრებში 11 მატჩი ჰქონდა ჩატარებული და საშუალოდ 11.8 ქულას აგროვებდა. ეროვნული გუნდის მე-11 ნომერმა ახლახან დასრულებულ ევროშესარჩევის8 მატჩში საშუალოდ 11.3 ქულა ჩააგდო...

მანუჩარ მარკოიშვილს აგვისტომდე ნაკრებში 11 მატჩი ჰქონდა ჩატარებული და საშუალოდ 11.8 ქულას აგროვებდა. ეროვნული გუნდის მე-11 ნომერმა ახლახან დასრულებულ ევროშესარჩევის8 მატჩში საშუალოდ 11.3 ქულა ჩააგდო... ეს ისე, ცნობისთვის, ქვემოთ კი მანუჩარს საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე ვესაუბრებით. მანამდე ერთი კითხვა საკლუბო თემას დავუთმოთ.

- იტალიაში როდის მიდიხარ?

- "კანტუს" ზეგ შევუერთდები. ნაკრების თამაშების შემდეგ ხუთდღიანი დასვენება გამომივა, მერე "კანტუსთან" ერთად განვაგრძობ მზადებას. გუნდი 24 აგვისტოს შეიკრიბა და აქამდე იმ კალათბურთელების გარეშე ვარჯიშობდა, რომლებიც სანაკრებო მატჩებს ვატარებდით.

- იანვარში, წილისყრისას თქვი, პირველივე სეზონში ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვება ხმაურიანი მოვლენა იქნება, რადგან აქამდე B დივიზიონში ვთამაშობდით და ევროპელები არ გვიცნობენო. მეორე ადგილიც სერიოზული შედეგია...

- რამდენად ხმაურიანად შევაბიჯეთ A დივიზიონში, ეს ევროპელების განსასაზღვრია. ფაქტია, რომ ბოლომდე ვიბრძოლეთ, არ დავნებებულვართ და, სამწუხაროდ, ევრობასკეტამდე ცოტა დაგვაკლდა.

- გუნდის გამოსვლით რამდენად კმაყოფილი ხარ?

- კმაყოფილი მაშინ ვიქნებოდი, საგზური რომ მოგვეპოვებინა. თუმცა არც უკმაყოფილების საბაბი გვაქვს: მეორე ადგილი დავიკავეთ. ეს კარგი შედეგია. ჩამოვიტოვეთ ჯგუფის ფავორიტები ბულგარეთი და პოლონეთი... ხალხს დავანახეთ, რომ გვაქვს პოტენციალი და 2011 წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის გაისად ვიბრძოლებთ.

- 10 გუნდი ერთი საგზურისთვის ითამაშებს...

- საგზურის მოპოვება ძნელი იქნება. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ერთი ლიცენზიისთვის სხვა გუნდებს შორის იტალიაც ითამაშებს, რომელიც 2009 წლის ევრობასკეტზეც ვერ მოხვდა.

- თუმცა საქართველოს ნაკრებმა საზოგადოებას დაანახა, რომ ძლიერი გუნდების ჩამოტოვებაც შეუძლია. თან, თუ 10 ნაკრები სამ ჯგუფად დაიყო, ჩვენს ჯგუფში A დივიზიონის ერთი აუტსაიდერი მოხვდება...

- საქართველოს ნაკრები გარკვეულ სიმაღლეზე ავიდა, ვიცით, რა შეგვიძლია, მაგრამ ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული. არავინ იცის, მომავალ ზაფხულს იმავე აუტსაიდერებს - ფინეთსა და ლატვიას რა დონის გუნდები ეყოლებათ. მათ აუტსაიდერებად ნამდვილად არ მივიჩნევ. ასევე მნიშვნელოვანია, საქართველოს ნაკრები დროულად შეიკრიბოს და ყველა ჯანმრთელად იყოს...

- გამოცდილება კლუბებში თამაშითაც საკმარისად გაქვთ, თუმცა ამ აგვისტომაც, ალბათ ბევრი მოგცათ...

- შეიძლება, გამოცდილება არ გაკლდეს, მაგრამ ყოველი მატჩიდან მაინც ბევრს სწავლობ. საქართველოს ნაკრებმა წლეულს 8 მატჩი ჩაატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი გამოცდილება შევიძინეთ.

- სხვა გუნდებთან შედარებით, რა შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ნაკრების პლუსად, რამაც ჯგუფში მეორე ადგილის დაკავება განაპირობა?

- კონკრეტულად ძნელი სათქმელია. არ ვიცი, სხვა გუნდებში ამ მხრივ რა სიტუაცია იყო, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ. 6 წლიწადია განმავლობაში ერთი შემადგენლობით ვთამაშობთ.

- რვიდან ყველაზე მეტად რომელი მატჩი დაგამახსოვრდა?

- პოლონეთის ნაკრებთან ყველამ კარგად ვითამაშეთ. ასეთი დონის გუნდის 19-ქულიანი სხვაობით დამარცხება სერიოზული განაცხადი იყო. პირველმა გამარჯვებამ ხალხის განწყობაზეც დადებითად იმოქმედა. ზოგს არც სჯეროდა ჩვენი... თუმცა პოლონეთთან თამაშის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და უკვე ევრობასკეტზე ალაპარაკდნენ.

- ასევე მნიშვნელოვანი იყო ბულგარეთთან სტუმრად მოგება...

- ნამდვილად ასე იყო. კალათბურთელები ყოველი მატჩის მოსაგებად ვიბრძვით, მნიშვნელობა არ აქვს, შინ ვთამაშობთ თუ სტუმრად. ბულგარეთის მისსავე მოედანზე დამარცხებამ ხალხს რწმენა შემატა.

- ისიც დავინახეთ, რომ გულშემატკივრობით ვერც ბულგარელები გვჯობიან და ვერც პოლონელები...

- ბულგარეთის არენა 2 ათას კაცს იტევს. დარბაზი ბოლომდე შეივსო, თუმცა ქომაგებს თამაშში ბოლომდე ჩართვა ჩვენ არ დავაცადეთ - შეხვედრა თავიდან ბოლომდე სტაბილურად ჩავატარეთ. პოლონეთში კი 10 ათასამდე ქომაგი მოვიდა, თუმცა იქ ტრიბუნები მოედნიდან საკმაოდ მოშორებული იყო და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ პოლონელმა ქომაგებმა ჩვენზე რაიმე გავლენა მოახდინეს. ქართული ქომაგობა სულ სხვაა.

- იყო ცუდად გასახსენებელი მატჩიც. ჩემი აზრით, ბელგიასთან თბილისური შეხვედრის შედეგზე დიდი გავლენა დაღლამ იქონია...

- ამ მატჩზე ბევრი გვეკითხება. ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ნამდვილად არ ვფიქრობდით, რომელი გუნდი უფრო დასვენებული იყო. არ მიგვიქცევია ყურადღება, რომ წინა ტურში ბელგიამ დაისვენა. მოედანზე საბრძოლველად გავედით, პირველი ტაიმის მეტ-ნაკლებად თანაბრად ჩატარების შემდეგ დაღლა დაგვეტყო. ენერგია აღარ გვყოფნიდა... პოლონეთთან მატჩამდე ბულგარეთში რთული ბრძოლა ჩავატარეთ, მანამდე თბილისში პორტუგალიას ვუმასპინძლეთ და ყველას ემახსოვრება, პირენეელებმა რა ომი გაგვიმართეს. ამ სამ შეხვედრას შორის ბევრმა მგზავრობამ მოგვიწია.

- როგორ ფიქრობ, ჩვენი ჯგუფიდან საუკეთესო გავიდა?

- ბელგიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა დაიმსახურა. იგი წინა შესარჩევზეც კარგად გამოიყურებოდა, ჯგუფშიც წარმატებით ითამაშა, თუმცა პლეი ოფში გზა საფრანგეთმა გადაუღობა. წლეულს ბელგიელებს მარკუს ფეისონი დაემატათ, რომელმაც გუნდი საგრძნობლად გააძლიერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• shore

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა

დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო

საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა

[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია

ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა

ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო

"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი

U19 | საქართველო 2:2 ლატვია

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში

ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია

საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?

"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ

"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა

ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა

საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?

[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები უნგრეთთან დამარცხდა და 1 ქულით აუტსაიდერია

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა

ოლმოს ხორვატიაში დაბრუნება სურს

სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია

საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ