სამთო-სათხილთამურო სპორტი
სამუდამოდ დაამახსოვრდება ამერიკელ ლინდსი ვონს გერმანიის კურორტ გარმიშ-პარტენკირხენში ჩატარებული სწრაფდაშვება. 13-გრადუსიან ყინვაში მსოფლიოს თასის ლიდერმა სეზონში მორიგ გამარჯვებას მიაღწია. ეს მოგება იმით არის აღსანიშნავი, რომ ვონისთვის ეს გახლდათ კარიერაში საიუბილეო – 50-ე გამარჯვება მსოფლიოს თასის ეტაპებზე.

"ეს ნამდვილი სიგიჟეა. ჯერჯერობით არ გამაჩნია სიტყვები ჩემი გრძნობების გამოსახატავად. მსოფლიოს თასის ეტაპებზე 50 გამარჯვება – სერიოზული მიღწევაა ჩემს კარიერაში. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ასეთ შედეგს მივაღწევდი. ახლა უბრალოდ ბედნიერი ვარ. მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებ. კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებული და დიდი ხანი მინდა დავრჩე დიდ სპორტში”, - განაცხადა ვონმა სააგენტო “როიტერთან” კომენტარში.

სამთო-სათხილამურო სპორტში ბევრს არ აქვს მოპოვებული 50 გამარჯვება. ქალებს შორის ასეთი ორი მოთხილამურეა: ავსტრიელი ანემარი მოზერ-პრიოლი (62 მოგება) და შვეიცარიელი ფრენი შნაიდერი (55). კაცებშიც სამმა მოთხილამურემ გადალახა 50-მოგებიანი ზღვარი: შვედმა ინგემარ სტენმარკმა (86), ავსტრიელმა ჰერმან მაიერმა (54) და იტალიელმა ალბერტო ტომბამ (50).

მოზერ-პრიოლი 27 წლის ვონზე ახალგაზრდა იყო, როცა მსოფლიოს თასის ეტაპებზე გამარჯვება მოიპოვა, სამაგიეროდ, უფრო მეტი ხანი დასჭირდა ამ შედეგის მისაღწევად ფრენი შნაიდერს.

ვონს ამ სეზონში უკვე ცხრა მოგება დაუგროვდა, პირველად მსოფლიოს თასის ეტაპი კი მან 2006 წლის მარტში ნორვეგიაში მოიგო.

ამერიკელმა სწრაფდაშვებაში 41 მეასედი წამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ შვეიცარიელ ნადია კამერს. თუმცა ეს გამარჯვება შეიძლება არც შემდგარიყო – მეორე საშუალედო ფინიშზე ვონის უპირატესობა 0.62 წამს შეადგენდა. დისტანციის მეორე ნახევარზე ლინდსი ერთ-ერთ მომენტში წაფორხილდა, მაგრამ წონასწორობა შეინარჩუნა და მაინც პირველი მივიდა ფინიშთან.

ვონისთვის გარმიშში წარმატება მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ მან აქ მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონატზე სუსტად იასპარეზა და თავის საყვარელ სწრაფდაშვებაში მხოლოდ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ამ მოგებით ვონმა კიდევ უფრო გაზარდა საერთო ჩათვლაში კონკურენტებზე უპირატესობა. ახლა მას 1350 ქულა აქვს და თითქმის ხუთასი ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, სლოვენიელ ტინა მაზეს. გენერალურ კლასიფიკაციაში მესამეა მსოფლიოს თასის ამჟამინდელი მფლობელი, გერმანელი მარია რიში, რომელიც ვონთან 604 ქულას აგებს.

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად