კრივი
მოსაწყენი იანვრის შემდეგ, თებერვალში პროფესიულ კრივში ბევრი საინტერესო ბრძოლაა დანიშნული. მაგალითად, გასულ უქმეებზე სამი საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

ამერიკის ქალაქ სან ანტონიოში ორი საჩემპიონო ბრძოლა ჩატარდა. ერთ-ერთში თამაშდებოდა პირველ ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ის ვაკანტური ტიტული. რინგზე ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ ორ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ნონიტო დონერი (ეს მოკრივე The Ring-ის რეიტინგის საუკეთესო ათეულში შედის) და ამ ტიტულის ყოფილი მფლობელი, 27 წლის პუერტორიკოელი ვილფდერო ვასკესი.

პირველივე რაუნდიდან დონერი (27-1, KO18) უფრო ლაღად ჩხუბობდა და აკონტროლებდა ბრძოლის მსვლელობასა და ტემპს, ვასკესი (21-1-1, KO18) კი უფრო შებოჭილი იყო. ბრძოლის შუიდან მოყოლებული, ვასკესს რამდენჯერმე შეეძლო ინიციატივის მოპოვება, მაგრამ დონერი გარკვეული პაუზების შემდეგ ისევ ახერხებდა ბრძოლის სადავეების დაბრუნებას, მეცხრე რაუნდში კი მან ვასკესი ნოკდაუნში გაუშვა. ბოლო რაუნდებმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა, რის გამოც ერთმა მსაჯმა 12 რაუნდის შემდეგ უპირატესობა ვასკესს მიანიჭა - 116:112, მაგრამ ორმა მსაჯმა დონერს მოაგებინა (117:110, 117:110). გამარჯვებულიც სწორედ ფილიპინელი მოკრივე გახდა.

დონერისა და ვასკესის ბრძოლის ანდერკარდზე, სან ანტონიოს Alamodome-ში გათამაშდა WBC-ის ტიტული საშუალო წონაში (72.6-კილოგრამამდე წონითი კატეგორია). ხულიო სესარ ჩავეს-უმცროსი (44-0-1, KO31) ნოკაუტების ოსტატს მარკო ანტონიო რუბიოს (53-5-1, KO46) დაუპირისპირდა.

პირველ რაუნდში უფრო აქტიური რუბიო იყო, თუმცა ჩავესი ცდილობდა კორპუსში დარტყმების განხორციელებას. მეორე რაუნდიდან მოყოლებული კი ჩავესმა იგდო ხელთ ინიციატივა, თან უფრო აქტიური და ზუსტი იყო დარტყმების დროს.

ბოლო ორ რაუნდს თუ არ ჩავთვლით, ჩავესს საგრძნობი უპირატესობა ჰქონდა და ეს მსაჯების გადაწყვეტილებაშიც აისახა - 118:110, 116:112, 115:113.

ერთი ბრძოლა გაიმართა ფრანქფურტში, სადაც IBF-ის ტიტულისთვის იბრძოდნენ იოან პაბლო ერნანდესი (25-1, KO13) და სტივ კანინგემი (24-3, KO12).

ამ მოკრივეებს შორის პირველი ბრძოლა პირველ ოქტომბერს გაიმართა. მაშინ კანინგემი პირველივე რაუნდში მძიმე ნოკდაუნში აღმოჩნდა, თუმცა შემდეგ ამერიკელმა გაათანაბრა ბრძოლა და უპირატესობაც მოიპოვა, მაგრამ მეშვიდე რაუნდში რეფერიმ საეჭვო გადაწყვეტილებით ბრძოლა შეაჩერა და გამარჯვება ერნანდესს მიანიჭა. ამერიკელის გუნდმა IBF-ში პროტესტი შეიტანა, რომელიც დააკმაყოფილეს და მატჩ-რევანში დანიშნეს.

მაგრამ რევანში არ შედგა. ისევე როგორც ოქტომბრის ბრძოლაში, ახლაც უფრო აქტიურად კუბელმა დაიწყო და უკვე მეოთხე რაუნდში ნოკდაუნში გაგზავნა მეტოქე. ამას ამერიკელის კიდევ ერთი წაქცევა მოჰყვა. და ისევ, კანინგემი გონს მოვიდა და შემდეგ რაუნდებში თავად მოიპოვა მცირე უპირატესობა.

ბრძოლის მეორე ნაწილი ორმხრივ იერიშებში მიდიოდა, მაგრამ ბოლო რაუნდი ერნანდესმა პირწმინდად მოიგო და კინაღამ ვადაზე ადრე დაასრულა შეხვედრა. ამან სამივე მსაჯს კუბელისთვის გამარჯვების მინიჭების საშუალება მისცა - 116:100, 116:110, 115:111 ერნანდესის სასარგებლოდ.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა