ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ნინო ბაციაშვილი რუსეთში პირველია

ნინო ბაციაშვილი რუსეთში პირველია

რუსეთის სახელმწიფო სოციალური უნივერსიტეტის თასისთვის 10-10 ქალ-ვაჟი იბრძოდა, სადაც ჩვენებურმა ლიდერობა არავის დაუთმო
საჭადრაკო ფესტივალის Moscow Open 2012-ის პროგრამით განსაკუთრებულ ინტერესს სტუდენტთა წრიული სისტემით გამართული შეჯიბრება იწვევდა: რუსეთის სახელმწიფო სოციალური უნივერსიტეტის თასისთვის 10-10 ქალ-ვაჟი იბრძოდა. ბათუმელმა დიდოსტატმა ნინო ბაციაშვილმა პირველი ტურიდანვე ხელთ იგდო ლიდერობა და ბოლომდე არ დაუთმია.

მერვე ტურში ჩვენებურმა მასპინძელ მარინა სევერინას სძლია თეთრი ფიგურებით. მისმა უახლოესმა კონკურენტებმა კი ნახევარ-ნახევარი ქულა დაკარგეს: პოლონელი კარინა სჟეპკოვსკა-ჰოროვსკა რუს დარია პუსტოვოიტოვას დაუზავდა, ბელარუსმა ნასტასია ზიაზიულკინამ კი რუმინელ ირინა ბულგამასთან გაიყო ქულა (დანარჩენი პარტიები: რუთ რადმინი (ინდოეთი) - დინა დროზდოვა (რუსეთი) 1:0, ალინა კაშლინსკაია (რუსეთი) - ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი) 0,5:0,5.

გუშინ ბოლო ტურში ბაციაშვილმა კვლავ გაიმარჯვა - ამჯერად შავი ფიგურებით დინა დროზდოვას აჯობა და 9 შესაძლებლიდან 7 ქულით სხვებისთვის მიუწვდომელი გახდა. ბოლო ტურის სხვა შეხვედრები ასე დამთავრდა: გორიაჩკინა - ჰოროვსკა 0,5:0,5, ზიაზიულკინა - კაშლინსკაია 1:0, სევერინა - ბულმაგა 0:1, პუსტოვოიტოვა - რადმინი 0,5:0,5).

საბოლოო შედეგები: ბაციაშვილი - 7, ზიაზიულკინა - 6,5, ჰოროვსკა - 6, გორიაჩკინა - 5,5, რადმინი - 5, პუსტოვოიტოვა, კაშლინსკაია - 4,5-4,5, ბულმაგა - 3, სევერინა, დროზდოვა - 1,5-1,5 ქულა.

ვაჟებშიც ცხრა შესაძლებლიდან 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა 17 წლის უკრაინელმა დიდოსტატმა იაროსლავ ჟერებუხმა, რომელსაც გალელი დიდოსტატი, ევროპის ჩემპიონატების ორგზის პრიზიორი ბაადურ ჯობავა უწევს კონსულტაციებს. 6 ქულით მეორე ადგილზე მასპინძელი, ტურნირის რეიტინგფავორიტი მაქსიმ მატლაკოვი გავიდა, 5,5 ქულით მესამე იყო ამერიკელი რეი რობსონი.

მოსკოვის საჭადრაკო ფესტივალზე რუსეთის თასის ეტაპში ქალთა შორის სხვადასხვა ქვეყნის 154 წარმომადგენელი იბრძოდა საპრიზო ადგილებისთვის. ბოლო ტურის წინ ერთბაშად 5 მონაწილეს ჰქონდა 6,5-6,5 ქულა, მათ შორის ნაზი პაიკიძეს. გუშინ იგი შავი ფიგურებით ჩინელ ქიან ჰუანს დაუზავდა, ასევე ყაიმზე შეთანხმდენ მასპინძელი ანასტასია ბოდნარუკი და თურქი ეკატერინა ატალიკი, ხოლო რუსეთის ქალთა ნაკრების ყოფილმა წევრმა მარია რომანკომ შავი ფიგურებით თანამემამულე მარია ფომინიხს აჯობა, 9 შესაძლებლიდან 7,5 ქულა მოაგროვა და პირველობა გაინაღდა.

7-7 ქულითა და დამატებითი მაჩვენებლებით მეორე-მეშვიდე ადგილებზე ქიან ჰუანი (ჩინეთი), ბაირა კოვანოვა, ელმირა მირზოევა (ორივე - რუსეთი), ეკატერინა ატალიკი (თურქეთი) და ნაზი პაიკიძე (საქართველო) გავიდნენ. ვაჟებში საპრიზო სამეული კი ასე განაწილდა: იგორ ლისი - 7,5, ერნესტო ინარკიევი - 7, დმიტრი კოკარევი (სამივე - რუსეთი) - 7 ქულა.

ვაჟთა ტურნირის ერთადერთი ქართველი მონაწილე ზურაბ ჯავახაძე 6 ქულით 30-ე ადგილს დასჯერდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა

საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა

მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია

საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა

"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის

დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა

ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს

[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!

WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი

სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ

მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"

პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს

18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა

მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია

"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე

"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე

მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა

"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს

ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს

"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა

ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა