თბილისის "დინამოს" სპორტული დირექტორი მოსამზადებელი ეტაპით უმაყოფილოა

სამშობლოში დაბრუნებულმა "დინამომ" 5 თებერვლიდან მზადება დიღმის საწვრთნელ ბაზაზე განაგრძო. ახლა კი გთავაზობთ "დინამოს" სპორტული დირექტორის, გიორგი ნემსაძის მიერ ესპანური შეკრების შეფასებას, რომელიც კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ნემსაძე ესპანურ შეკრებაზე "დინამოს" დელეგაციის ხელმძღვანელი გახლდათ და იქაურ პერიპეტიებს იხსენებს.

გიორგი ნემსაძე: შეკრებაზე საუბრისას თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ მზადების პროცესი ორ ნაწილად იყო დაყოფილი, გუნდმა პირველი 10 დღე ბარსელონაში, დანარჩენი პერიოდი კი მარბელასთან ახლოს მდებარე ესტეპონაში გაატარა.

მოსამზადებელ ეტაპზე თბილისიდან 26 ფეხბურთელი წავიდა. სანდრო გურული და ანდრეუ გერაუ გუნდს ესპანეთში შეურთდნენ. შეკრებაზე თბილისიდანვე ტრავმირებულნი გაემგზავრნენ გიორგი რეხვიაშვილი, ლაშა პარუნაშვილი და ლევან კაკუბავა, რომელსაც ფეხი ჰქონდა მოტეხილი და სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა.

ყველა მწვრთნელს საკუთარი შეხედულება გააჩნია. თუმცა, ჩემი აზრით, მოსამზადებელი პერიოდი არასწორად იყო დაგეგმილი,რის გამოც თომაშვილი, ხმალაძე, ძარია, ხოჭოლავა და ანდრეუ დაშავდნენ. მათ კუნთოვანი ქსოვილის სხვადასხვა ტიპის დაზიანებები აქვთ. არასწორად დაგეგმილი ვარჯიშების შედეგად მოსამზადებელი ეტაპი ათ ფეხბურთელს ფაქტობრივად ჩაუვარდა. შედეგად, თბილისში დღევანდელ ვარჯიშზე სრული დატვირთვით მხოლოდ 14-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა, აქედან სამი მეკარეა.

რაც შეეხება ახალწვეულებს, ფაქტობრივად შეკრებამდე იყო გადაწყვეტილი ესპანელი ანდრეუს დამატების საკითხი. მან პირველ ორ თამაშში ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა მოგვიანებით ისიც ლაზარეთში აღმოჩნდა. ბარსელონაში უნდა გარკვეულიყო სანდრო გურულის საკითხი, მაგრამ მწვრთნელმა საბოლოო გადაწყვეტილება მის შესახებ ვერ მიიღო.

იანვარში კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ. გიორგი მერებაშვილი "დინამოს" ოჯახის წევრია და ჩვენი გუნდის მაისურით არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი აქვს ჩატარებული, გულშემატკივარი მას ძალიან კარგად იცნობს და ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება. ირაკლი ძარია კი ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ თავის ყოფილ გუნდში და საერთოდ საქართველოს ჩემპიონატში. გუნდს შეუერთდა კოკა სეფიაშვილიც, რომლის კარგი თამაში გვინახავს და მისი დამატების საკითხზე დიდხანს არ გვიფიქრია. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩვენს გუნდში სამი მაღალი კლასის მეკარე ირიცხება და დიდი კონკურენციაა. "დინამოს "მაისურით ითამაშებს გოგიტა გოგუაც. მას ქართულ ფეხბურთში საკუთარი სიტყვა ნათქვამი აქვს და იგი დიდი ძალა იქნება ჩვენი გუნდისთვის.

ამ ეტაპზე "დინამო" მხოლოდ სახელებითა და გვარებით გაძლიერდა, ვინაიდან მოსამზადებელი პერიოდი, სამწუხაროდ, ჯეროვნად არ იქნა გამოყენებული.

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ "დინამომ" სხვადასხვა გუნდში იჯარის წესით ახალგაზრდა ფეხბურთელები, გიორგი თექთურმანიძე და ირაკლი ლექვთაძე გაანათხოვრა. ჩვენ მომავალში მათი იმედი გვაქვს. მათ ამ ეტაპზე სისტემატიური თამაში და სათამაშო პრაქტიკა ესაჭიროებათ. ასევე იჯარის წესით სეზონის ბოლომდე გორის "დილაში" ითამაშებს გიორგი კახელიშვილიც.

მათ მსგავსად, ჩვენი დუბლშემადგენლობის რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი (ნადირაძე, გველესიანი, ჩაფიძე, გაბაშვილი) იჯარის წესით უმაღლესი ლიგის სხვადასხვა კლუბებში გამოვლენ. ისინი უკვე მომწიფებულნი არიან უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ. მათზე იყო მოთხოვნა და საბოლოოდ ჩვენ მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ უმაღლეს ლიგაში თამაშის შესაძლებლობა და საჭირო გამოცდილების მიღების შემდეგ დაუბრუნდნენ საკუთარ გუნდს.

თუ ჩვენ ვერ ვხედავთ რომელიმე ფეხბურთელში პერსპექტივას, ასეთი მოთამაშეები უბრალოდ ტოვებენ გუნდს.

მოგეხსენებათ, ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით გუნდის სათავეში მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გიორგი დევდარიანი იმუშავებს, რომელიც თავისი სამწვრთნელო კარიერის ყველა ეტაპზე, იქნებოდა ეს ბავშვთა ფეხბურთი, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრები გუნდები, საფეხბურთო კლუბი "თბილისი" თუ "დინამოს" დუბლშემადგენლობა, ყველგან წარმატებით საქმიანობდა. იგი "დინამოს" ოჯახის წევრია. მას მშვენივრადა აქვს გააზრებული, რა უნდა შეცვალოს მოედანზე და მოედნის მიღმა დროის მოკლე პერიოდში.

გიორგიმ ძალიან კარგად იცის, რომ ის დიდი ნდობა, რომელიც მას გუნდის ხელმძღვანელობამ გამოუცხადა, უნდა გამართლდეს. ვიმედოვნებ, რომ ეს დიდი გამოწვევა, რომელიც ალბათ გარდამტეხია მისი სამწვრთნელო კარიერაში, წარმატებული გამოდგება.

www.fcdinamo.ge

GIA
ძალიან ცუდია თუ დინამოს ეს შეკრება ჩაუვარდა. დევდარიანი კი ის მწვრთნელია რომელსაც შეუძლია არსებული მდგომარეობიდან გუნდის გამოყვანა.ნახევარდაცვა დინამოში საგრძნობლად გაძლიერდა, მე მგონი დაცვა ყველაზე სუსტი რგოლია გუნდში. ამ კუთხით ახალი ფეხბურთელები არ მოსულა მაგრამ არსებული ფეხბურთელებითაც შეიძლება დაცვაში თამაშის გამოსწორება. აგერ კაკუბავაც ჩადგება ფორმაში და იმედი მაქვს ეს ძალიან წაგვადგება.ჩემპიონობის იმედი მაქვს , მაგრამ თუ ასე არ მოხდა მე-2 ადგილზე აუცილებლად უნდა გავიდეთ. წარმატება მინდა ვუსურვო გუნდს და მის ახალ მწვრთნელს გიორგი დევდარიანს.
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
"ბარკოლას პსჟ-ში დატოვება არ შეიძლებოდა" - ამბობს ფრანგი ჟურნალისტი
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან