საფრანგეთის ჩემპიონატის XXII ტურში უმთავრესი ყურადღება "მარსელისა" და "ლიონის" მატჩმა მიიქცია
საფრანგეთის ჩემპიონატის XXII ტურში უმთავრესი ყურადღება "მარსელისა" და "ლიონის" მატჩმა მიიქცია. ბუნებრივია, გამარჯვებათა გზებზე შემდგარი ვიცე-ჩემპიონი აღნიშნულ შეხვედრაში, მით უფრო საკუთარ "ველოდრომზე", ფავორიტად მიიჩნეოდა.

პროვანსელთა კოშმარული სტარტის შემდეგ ისინი საჩემპიონო რბოლიდან ჟურნალისტებმა ნაადრევად ჩამოწერეს, თუმცა დიდიე დეშამის გუნდი 27 ნოემბერს "პარი სენ-ჟერმენთან" მოგების შემდეგ მკვდრეთით აღსდგა და მას მერე 12 შეხვედრაში გუნდს 11 მოგება (მათ შორის 8 ზედიზედ) და ფრე ჰქონდა. ამის წყალობით, სამხრეთელებმა ცხრილში მდგომარეობა გამოისწორეს და მე-5 ადგილზე გადაბარგდნენ.

"ლიონთან" თამაში მაღალ ტემპში დაიწყო. მაყურებელმა პირველ გოლს სულ 15 წუთი ელოდა. ბრანდაოს დარტყმა თავისუფალ პოზიციაში მყოფ ბენუა შეირუს მიუვიდა - 1:0.

მასპინძლებმა უპირატესობა ხელთ იგდეს და რამდენიმე წუთი "ლიონი" საკუთარ ნახევარზე გამოკეტეს. ზუსტად 19 წუთში შედეგიანი შეტევა შეირუმ წამოიწყო და ბრანდაოს მადლობა საგოლე გადაცემით გადაუხადა - 2:0. თითქოს ყველაფერი იმას მოასწავებდა, რომ მასპინძლებს უპირატესობა უნდა განევრცოთ, მაგრამ ორიოდე წუთში პირიქით მოხდა. ჯიმი ბრიანმა ბაფეტიმბი გომისს ბურთი ქუსლით დაუგდო. საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი კარიდან რამდენიმე მეტრში იდგა და ბუნებრივია არ აუცილებია - 2:1. ტაიმის მიწურულს კი სულეიმან დიავარამ ბურთი პრაქტიკულად უწყინარ სიტუაციაში საკუთარ კარში ჩაჭრა - 2:2.

მეორე ტაიმში გუნდები უფრო მეტ ყურადღებას დაცვას აქცევდნენ, ასე რომ, მატჩი მოსაწყენ სანახაობად იქცა. საგოლე სიტუაციები მხოლოდ კანტიკუნტად იქმნებოდა. ყველაფერი ასევე ჩამთავრდა.

მატჩის შემდგომ

რემი გარდი (ლიონი): "თუკი იმას გავითვალისწინებთ, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები ამ მატჩში, მაშინ შედეგით კმაყოფილი უნდა ვიყო. თუმცა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მაინც დამრჩა, რადგან ანგარიშში წინ გასვლის შანსი ნამდვილად გვქონდა და ამით ვერ ვისარგებლეთ. თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩემმა გუნდმა ორბურთიანი ფორა ამოქაჩა. ვაღიარებ, რომ ამ მხრივ ცოტა გაგვიმართლა კიდეც. სეზონის პირველ ნახევარში ბიჭები უფრო აგრესიულები იყვნენ. სწორედ ეს თვისება გვაკლდა "მარსელთან" ყველაზე მეტად. შედეგით უკმაყოფილონი უნდა ვიყოთ ჩვენც და ჩვენი მეტოქეც. "პარი სენ-ჟერმენმა" და "მონპელიემ" ხომ თავისი მატჩები მოიგეს. ძნელი იქნება, მაგრამ ვეცდებით, რომ მათთან ჩამორჩენა როგორმე გავაბათილოთ".

დიდიე დეშამი (მარსელი): "ერთდროულად იმედგაცრუებულიც ვარ და არც ვარ. არა იმიტომ, რომ დიდებული 35 წუთი ჩავატარეთ და ორი ბურთით დავწინაურდით, თუმცა შემდეგ ეს უპირატესობა ქარს გავატანეთ. ანგარიშის გათანაბრების შემდეგ მეტოქემ ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა. მას იმის შანსიც კი ჰქონდა, რომ ანგარიშში წინ გასულიყო. მატჩის ბოლო წუთებში უკვე ძალები აღარ გვყოფნიდა. აშკარაა, რომ ამის მიზეზი მატჩების ძალიან მჭიდრო გრაფიკია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს უშუალო კონკურენტებთან (რენი, ლილი, ლიონი) 7 ქულა ავიღეთ, ცხრილში ისინი ისევ გვისწრებენ. მთავარია ჩემპიონატის ბოლო ტურებამდე მოვახერხოთ დადებითი დინამიკის შენარჩუნება".

აქვე შემოგთავაზებთ XXII ტურის სიმბოლურ ნაკრებს:

სირიგუ (პსჟ) - რევეიერი (ლიონი), სიანი (ბორდო), ანდრე ლუისი (ნანსი), ბედიმო (მონპელიე) - კოადი (ვალანსიენი), შეირუ (მარსელი), ობრანიაკი (ბორდო) - კაბელა (მონპელიე), დანიკი (ვალანსიენი), ნენე (პსჟ).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად