"კიკერის" ცნობით, "ბაზელის" 20 წლის უნიჭიერესი ნახევარმცველი ჯერდან შაჩირი ზაფხულში მიუნხენში გადაბარგდება
მიუნხენის "ბაიერნის" ბუნდესლიგურ განაცხადში ყველაზე ცოტა ფეხბურთელია და მიმდინარე სეზონში რეკორდმაისტერმა უკვე ყველა მოთამაშე გამოიყენა.

მიუხედავად ამისა, მიუნხენელები ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე არ გააქტიურებულან. ფრანკ რიბერის კი, რამდენიმე დღის წინ, კრიტიკასავით წამოსცდა, სათადარიგოთა სკამი არ გვივარგაო.

ჩვენი გერმანელი კოლეგები ვარაუდობენ, რომ "ბაიერნისგან" ხმაურიან ტრანსფერებს ზაფხულში უნდა ველოდოთ. "კიკერის" ცნობით, რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებმა პირველ გარიგებაზე მუშაობა უკვე დაიწყეს.

ხსენებული გამოცემის ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ "ბაზელის" 20 წლის უნიჭიერესი ნახევარმცველი ჯერდან შაჩირი ზაფხულში მიუნხენში გადაბარგდება. "კიკერი" წერს, რომ ბავარიელები "ბაზელის" ცაცია ლიდერს უკვე ფაქტობრივად ყველაფერზე შეუთანხმდნენ.

რაც შეეხება ფასს: ჩვენი გერმანელი კოლეგები ირწმუნებიან, რომ "ბაიერნი" "ბაზელს" შაჩირის სანაცვლოდ 10-დან 12 მილიონ ევრომდე გადაუხდის და ახალგაზრდა ფეხბურთელი მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტს 2014 წლამდე გააფორმებს. დიდი შანსია, რომ შაჩირიმ "ბაიერნთან" ხელშეკრულებას ხელი ამავე კვირაში მოაწეროს.

შაჩირი ძალიან ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელია, "ბაზელში" უმეტესად მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. იანვარში მას "გალათასარაიში" ეპატიჟებოდნენ. მიუნხენური კლუბის ბოსებს უნდათ, რომ ტრანსფერი 22 თებერვლამდე გადაწყდეს, რადგან ამ დღეს რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ რაუნდში სწორედ "ბაზელს" ხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"