მიუნხენური კლუბის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ გერმანიის ჩემპიონატის მე-20 ტურის შემდეგ "ბაიერნი" უპირველესი ფავორიტი აღარაა
"ჰამბურგთან" 1:1-ს "ბაიერნისთვის" ლიდერობის დაკარგვა მოჰყვა, ლიდერობის დაკარგვას კი პესიმიზმი. მიუნხენური კლუბის საპატიო პრეზიდენტ ფრანც ბეკენბაუერს მიაჩნია, რომ გერმანიის ჩემპიონატის მე-20 ტურის შემდეგ "ბაიერნი" ბუნდესლიგის უპირველესი ფავორიტი აღარაა.

"დორტმუნდის "ბორუსია" გერმანიის მოქმედი ჩემპიონია და იურგენ კლოპის გუნდი სატურნირო ცხრილს ახლაც ერთპიროვნულად ლიდერობს. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ბუნდესლიგის უმთავრეს ფავორიტად უკვე "დორტმუნდი" უნდა მივიჩნიოთ, - წერს 66 წლის კაიზერ-ფრანცი გაზეთ "ბილდის" ფურცლებზე და იქვე დასძენს, - კლოპს მოვუწოდებ, თავი დაანებოს თვალთმაქცობას და იმის მტკიცებას, რომ ფავორიტი მაინც "ბაიერნია" და რომ ჩემპიონი რეკორდმაისტერი გახდება."

ბეკენბაუერს კარგად ესმის, რატომაც იქცევა კლოპი ასე - მას უნდა, რომ თავის ფეხბურთელებს ზეწოლა აარიდოს და მათ "მეცხრე ცაზე ყოფნის" საშუალება არ მისცეს, რადგან ეს დასჯადი ფენომენია, მაგრამ: "როცა "დორტმუნდი" მე-20 ტურის შემდეგ ცხრილს ლიდერობს, მთელი საფეხბურთო გერმანიის დაცინვაა იმის მტკიცება, რომ მთავარ ფავორიტად მაინც "ბაიერნი" რჩება," - მიაჩნია ბეკენბაუერს.

მისი აზრით, მიუნხენურ გრანდს მეორე წრეში ის სიმსუბუქე აკლია, რაც იუპ ჰაინკესის გუნდს სეზონის პირველ ნახევარში ყველაზე მეტად ამშვენებდა. სამაგიეროდ, "კაიზერ-ფრანცის" თქმით, ეს სიმსუბუქე დორტმუნდელებმა დაიბრუნეს.

"ბაიერნს" ახლა ურთულესი პერიოდი ელის, რადგან ჩემპიონთა ლიგაშიც მოუწევს ასპარეზობა, დორტმუნდელებს კი ეს პრობლემა აღარ აქვთ," - წერს ბეკენბაუერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა