პირველი ხუთი საფეხური "ტულუზს", "კლერმონს", "ტულონს", "კასტრს" და "მონპელიეს" უკავიათ
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში გასულ უქმეებზე ერთი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა. გურამ კავთიძისა და ტარიელ რატიანიძის "ლიონმა" სტუმრად ითამაშა "ბორდოსთან" და 10:31 დამარცხდა.

ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ. ლიონელები ახლა 24 ქულით მე-12 ადგილზე არიან და დივიზიონის დატოვება ემუქრებათ.

შეგახსნებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში მე-16 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის პირველი ხუთი საფეხური ქართველ მორაგბეთა გუნდებს, "ტულუზს", "კლერმონს", "ტულონს", "კასტრს" და "მონპელიეს" უკავიათ. მე-17 ტურის შეხვედრები მომავალ უქმეებზე გაიმართება.

I დივიზიონი

სატურნირო მდგომარეობა

1. ტულუზი - 60 ქულა, 2. კლერმონი - 54. 3. ტულონი - 45, 4. კასტრი - 44, 5. მონპელიე - 40, 6. სტად ფრანსე - 39, 7. მეტრო რასინგი - 37, 8. აჟენი - 36, 9. ბორდო - 36, 10. ბრივი - 28, 11. პერპინიანი - 27, 12. ლიონი - 24, 13. ბიარიცი - 24, 14. ბაიონი - 23.

XVII ტური

მონპელიე-პერპინიანი, ბიარიცი-ტულუზი, ტულონი-ბორდო, ლიონი-ბრივი, აჟენი-კასტრი, ბაიონი-სტად ფრანსე, კლერმონი-მეტრო რასინგი.

დიდთოვლობის გამო მე-19 ტურის ოთხი შეხვედრა გადაიდო საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში. "ქართული გუნდებიდან" აქ მხოლოდ ორმა ითამაშა. თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და დავით დადუნაშვილის "პერიგომ" სტუმრად წააგო დაძაბულ ბრძოლაში "ნარბონთან" - 19:21.

მიუხედავად იმისა, რომ პერიგოელებმა პირველი ტაიმი 3:12 წააგეს, 67-ე წუთისთვის 19:18-ს იგებდნენ. სამწუხაროდ, ჩვენებურთა გუნდმა გამარჯვების მომტანი ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ "პერიგოს" შემადგენლობაში ერთადერთი ლელო მესამეხაზელმა გაუტიერ გიბუნმა გაიტანა, რომელიც ესპანეთის ნაკრების წევრია.

მარგველაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს, დადუნაშვილმა მოედანი 11 წუთის შემდეგ დატოვა, ზიბზიბაძე თამაშში 74-ე წუთიდან ჩაერთო. "პერიგოს" ახლა 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა.

ზერო პეტრიაშვილისა და დავით ლოსაბერიძის "პომ" სტუმრად წააგო პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტთან, მეორეადგილოსან "დაქსთან" - 9:27. ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ. "პო" 55 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერს, გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლს" ცხრა ქულით ჩამორჩება.

II დივიზიონი

XIX ტური

ბეზიე-ექსი 18:16, ოში-ოიონაქსი 39:17, ნარბონი-პერიგო 21:19, დაქსი-პო 27:9, გრენობლი-ალბი (გადაიდო), ორიაკი-ბურგუენი (გადაიდო), კარკასონი-ტარბი (გადაიდო), ლა როშელი-მონ დე მარსანი (გადაიდო).

სატურნირო მდგომარეობა

1. გრენობლი - 64 ქულა, 2. დაქსი - 61, 3. პო - 55, 4. მონ დე მარსანი - 52, 5. ლა როშელი - 51, 6. ალბი - 47, 7. ოში - 45, 8. ბურგუენი - 43, 9. კარკასონი - 43, 10. ექსი - 42, 11. ოიონაქსი - 42, 12. ტარბი - 41, 13. ორიაკი - 34, 14. ნარბონი - 28, 15. ბეზიე - 22, 16. პერიგო - 21.

XX ტური

ალბი-ოში, ექსი-ორიაკი, ოიონაქსი-ბეზიე, პერიგო-გრენობლი, კარკასონი-ლა როშელი, ბურგუენი-მონ დე მარსანი, დაქსი-ნარბონი, პო-ტარბი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად