ბოლნისმა ანზორ მარგველანის ხსოვნის ტურნირს უმასპინძლა, რომელსაც წლეულს სარეიტინგო სტატუსი მიენიჭა
ამ უქმეებზე ბოლნისმა ანზორ მარგველანის ხსოვნის ტურნირს უმასპინძლა, რომელსაც წლეულს სარეიტინგო სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ ამგვარი შეჯიბრებები მიმდინარე სეზონიდან შემოიღო, რაც შიდა რეიტინგის დანერგვას ისახავს მიზნად, როგორც ეს მოწინავე ქვეყნებშია.

მარგველანის ტურნირი აქამდეც დიდი პოპულარობით სარგებლობდა ახალგაზრდებში, რადგან ის ნაკრებში მოსახვედრად ერთ-ერთი შესარჩევი შეჯიბრება იყო, ახალმა სტატუსმა კი მისდამი ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა.

ეს მონაწილეთა რაოდენობასაც დაეტყო - მემორიალში 274 მოზარდი ასპარეზობდა, რაც შთამბეჭდავი ციფრია. წონითი კატეგორიების მიხედვით რეკორდი 73-მა კილოგრამმა დაამყარა, სადაც 67 სპორტსმენი გამოდიოდა, 53 ათლეტი ჭიდაობდა 66 კილოგრამში... პირველ დღეს შეჯიბრება გვიან, 23 საათზე დამთავრდა. მეორე დღეს შედარებით ცოტა მონაწილე იყო, რაც დიდთოვლობამაც განაპირობა.

ორგანიზატორთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ასეთი ხალხმრავლობის მიუხედავად, მასპინძლის ტვირთს თავი შესანიშნავად გაართვეს და შეჯიბრებამ ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ მსგავს ტურნირებზე ფედერაციის წარმომადგენელთა დასწრება სავალდებულოა, რაც ასევე დადებითად მოქმედებს წესრიგის დამყარებაზე. ახალგაზრდების მომდევნო სარეიტინგო შეჯიბრებას მარტში ყვარელი უმასპინლებს, თუმცა ფედერაცია საიმისოდ უკვე გაცხრილვის სისტემას შემოიღებს (სავარაუდოდ, კვოტებს), სპორტსმენთა ასეთი მოზღვავება თავიდან რომ აიცილონ.

კვარცხლბეკი

55 კგ. 1. გიორგი ნათათრალაშვილი (თბილისი), 2. მინდია ღოლიჯაშვილი, 3. გიორგი საჩალელი (ორივე - შიდა ქართლი), მირზა გუჯეჯიანი (ქვემო ქართლი).

60 კგ. 1. ვაჟა მარგველაშვილი (შიდა ქართლი), 2. გიორგი გუგულაშვილი, 3. გელა კელიხაშვილი (ორივე - თბილისი), ბექა შავდათუაშვილი (შიდა ქართლი).

66 კგ. 1. ბექა ვიბლიანი (ქვემო ქართლი), 2. ირაკლი ლომიძე, 3. ანდრო ბერუაშვილი, ტრისტან ფეიქრიშვილი (სამივე - შიდა ქართლი).

73 კგ. 1. ფრიდონ გიგანი (ქვემო ქართლი), 2. აპოლონ ზურაბიანი (თბილისი), 3. ალექსანდრე ნანიევი (კახეთი), ლევან გუგავა (იმერეთი).

81 კგ. 1. ბექა დონღვანი (მცხეთა-მთიანეთი), 2. თეიმურაზ ხაჩიძე (თბილისი), 3. ალექსანდრე ზაალიშვილი (შიდა ქართლი), ოთარ ტყეშელაშვილი (იმერეთი).

90 კგ. 1. ლაშა ტაველური, 2. გიორგი სეტიელი, 3. თორნიკე ოთინაშვილი (სამივე - თბილისი), რევაზ წულუკიძე (აჭარა).

100 კგ. 1. გიორგი ქავთარაძე, 2. გურამ თუშიშვილი (ორივე - თბილისი), 3. გიგა თაყაძე (შიდა ქართლი), შმაგი ონიანი (ქვემო ქართლი).

+100 კგ. 1. გიორგი ზაქარიაძე, 2. გიორგი ლაზუაშვილი, 3. როსტომ ხახალეიშვილი (სამივე - იმერეთი), ბექა ფოფხაძე (შიდა ქართლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა