"აეროფლოტის" საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალში (საპ.ფონ. 150 ათასი ევრო) ნაზი პაიკიძეც ითამაშებს
გუშინ მოსკოვის სასტუმრო "კოსმოსში" საზეიმოდ გაიხსნა "აეროფლოტის" მე-11 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი, რომლის პროგრამაში შედის სამი ღია ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად და ბლიცტურნირი.

ასპარეზობის საპრიზო ფონდია 150.000 ევრო. A ტურნირში ჯილდოებისთვის (67.000 ევრო. პირველი ადგილი-20.000, მეორე-მეხუთე ადგილები-10.000, 7.000, 4.000 და 3.000 ევრო) ოცდარვა ქვეყნის 77 წარმომადგენელი იბრძოლებს.

თურქი მუსტაფა ილმაზისა (2521) და მონგოლი ბაიარშიხან გუნდავაას (2478) გარდა, ყველა დიდოსტატია, მათ შორის ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი ბაადურ ჯობავა (რეიტინგი 2704) და ნაზი პაიკიძე (2411), რომელმაც ამას წინათ რუსეთის თასის ეტაპზე ქალთა შორის მეორე-მეშვიდე ადგილები გაიყო.

ტურნირის რეიტინგფავორიტია მასპინძელი ევგენი ტომაშევსკი (2740). ქართველების გარდა, მას მეტოქეობას გაუწევენ ფრანცისკო ვალეხო (ესპანეთი, 2705), კრიშნან სასიკირანი (ინდოეთი, 2700), ლე ქუანგ ლიემი (ვიეტნამი, 2714), მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული პაველ ელიანოვი (უკრაინა, 2690), ვლადიმირ აკოპიანი (სომხეთი, 2685), ბუ სიანჭი (ჩინეთი, 2670), ფაბიანო კარუანა (იტალია, 2736), ევგენი ალექსეევი (რუსეთი, 2670), ალექსანდრ ხალიფმანი (რუსეთი, 2632), ლივიუ-დიტერ ნისიპიანუ (რუმინეთი, 2647) და სხვები.

საგულისხმოა, რომ მამაკაცებს ქალთაგან პაიკიძესთან ერთად ჩინელი მანდილოსნები - ცზიუ ვენძიუნი (2552) და შენ იანი (2447) გაეჯიბრებიან. A ტურნირის გამარჯვებულს 2012 წლის ივლისში დორტმუნდის წრიულ ტურნირში მიიწვევენ.

B ჯგუფში (116 მოჭადრაკე, პრიზები: 1. 10.000, 2. 6000, 3. 3500, 4. 2000, 5. 1500 ევრო) ერთადერთი წარმომადგენელი გვეყოლება - ქუთაისელი საერთაშორისო ოსტატი, 18-წლიანებში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი მერი არაბიძე (2358), რომელსაც საკმაოდ მაღალი რეიტინგის მქონე დიდოსტატებთან მოუწევს პაექრობა.

ესენი არიან: პრასად არუნი (ინდოეთი, 2530), ალექსეი კისლინსკი (ჩეხეთი, 2535), ტიგრან კოტანჯიანი (სომხეთი, 2533), ვიტალი კუნინი (გერმანია, 2537), ინდოეთის ქალთა ნაკრების წევრები - რუთ რადმინი (2383) და სვამინათან სოუმია (2280), მანდილოსნებში ევროპის ექსჩემპიონი ეკატერინა ატალიკი (2581), ჩინელები - ვენ იანი (2543), სიაოვენ ჟანი (2348) და სხვები.

პირველი პარტიები დღეს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kopala
აქ რომ ასწორებთ იმ ხალხს რას ეტყვით ვინც ლელო უკვე წაიკითხა,იმათ წაკითხულს როგორ შეუსწორებთ.სტატიამ ხომ თავისი როლი შეასრულა
samartliani
მართალია კოპალა, არ გინდატ რა სიმართლის შელამაზება. ან ის რა არის, ჩვენმა გუნდმა/სპორტსმენმა თუ მოიგო, მ|თელი დღე მთავარ ნიუსად დევს საიტზე, თუ იგივე რანგის ტურნირში წააგო (ან 1 ტურში რომ მოიგო, მერე მეორეში წააგო) ასეთი ინფორმაცია 15 წუთის მერე ეგრევე არქივში ხვდება. ჩემი აზრით ეგეთი მიდგომა ცოტა პროვინციალურია. ცოტასაც განვაზოგადებ, ეს პალიტრის სასტავი სიმპატიურები ხართ, მაგრამ ეს ცოტა პროვინციალიზმი ტქვენს ყველა პროდუქტს დასედევს და იქნება მიაქციოთ ყურადღება. საწეყენად არ ვიძახი.
kopala
ვის ემსახურება ეს ტყული,რისთვისაა საჭირო?ნაზიმ ხომ 2-7 გაიყო და კოეფიციენტით კი მე-7 ადგილი ხვდა
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა