ბულგარეთის ჩემპიონ ლოვეჩის "ლიტექსს" სათავეში ახლო წარსულში ცნობილი ბულგარელი ფეხბურთელი ლიუბოსლავ პენევი ჩაუდგა.

ბულგარეთის ჩემპიონ ლოვეჩის "ლიტექსს" სათავეში ახლო წარსულში ცნობილი ბულგარელი ფეხბურთელი ლიუბოსლავ პენევი ჩაუდგა. 44 წლის პენევი ამ თანამდებობაზე ანგელ ჩერვენკოვს შეცვლის, რომელიც "ლიტექსის" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერგაყვანას შეეწირა.

ლიუბო პენევმა თავის დროზე ბულგარეთის ნაკრებში 62 მატჩი ჩაატარა და 13 გოლიც გაიტანა, ხოლო საკლუბო კარიერის უდიდესი ნაწილი ესპანეთში გაატარა. 1996 წელს მადრიდის "ატლეტიკოსთან" ერთად პენევმა დუბლი მიითვალა – ესპანეთის ჩემპიონატიც მოიგო და ქვეყნის "სამეფო თასიც" მოიპოვა. 1990-ში კი "ვალენსიასთან" ერთად ესპანეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება პენევის სამწვრთნელო გამოცდილებას, "ლიტექსამდე" სოფიის ცსკა-ს ედგა სათავეში, საიდანაც კლუბის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო წამოვიდა.

ერთი საინტერესო დეტალიც: ლიუბო არის ძმისშვილი ცნობილი საფეხბურთო მწვრთნელის დიმიტარ პენევისა, რომელიც 6 წლის განმავლობაში ბულგარეთის ნაკრებს თავკაცობდა.

"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს