ცნობილ ყაზახურ კლუბში 24 წლის ქართველი ცენტრალური ნახევარმცველის ჩარიცხვის საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა
გორის "დილამ" თურქულ შეკრებაზე ბოლო მატჩი ყაზახურ "კაირატს" 2:0 მოუგო. ალმატელთა გუნდმა ჩვენი ყურადღება იმით მიიქცია, რომ მის ძირითად შემადგენლობაში ზაზა ჭელიძემ ითამაშა.

24 წლის ცენტრალური ნახევარმცველი შარშარ ბრესტის "დინამოში" ცნობილ ბელარუსი მწვრთნელის, იური პუნტუსის ხელმძღვანელობით თამაშობდა. მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ("დინამო" ხელფას-პრემიებს დროულად ვეღარ უხდიდა) ბრესტელები კონტრაქტის გაწყვეტაზე დაითანხმა.

იანვარში ის ფოთის "კოლხეთში" მიიწვიეს, მაგრამ მაშინაც ვწერდით, რომ მიწვევებს სხვა ქვეყნის კლუბებიდანაც ელოდა. საბოლოოდ ფეხბურთელი ყაზახეთში აღმოჩნდა.

მისი მენეჯერის ვახტანგ ხაინდრავას თქმით, ჭელიძის საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

"კაირატი" შარშან 12-გუნდიან ყაზახეთის ჩემპიონატში მე-9 ადგილზე გავიდა. მაგრამ ამან არ მოგატყუოთ - დეკემბერში ყველაზე ცნობილი ყაზახური კლუბის სპონსორი უმდიდრესი კომპანია "კაზროსგაზი" გახდა, მწვრთნელად კი "ასტონ ვილაში" ნამუშევარი ინგლისელი მწვრთნელი ჯონ გრეგორი მიიწვიეს, რომელიც, ბოლოს ისრაელის "აშდოდში" მუშაობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად