კვიპროსის "ანორთოსისის" სპორტული დირექტორი საქართველოში ჩამოსვლას და ფეხბურთში დასაქმებას არ გამორიცხავს
"ფეხბურთი ისეთი ბაცილაა, თუ შეგეყარა, მისგან განკურნება შეუძლებელია" - ეს სიტყვები შოთა არველაძეს ეკუთვნის, თუმცა მსგავსი სხვასაც უთქვამს სხვანაირი ენამჭევრობით.

ფეხბურთში ბევრ რამეზე დაობენ და კამათობენ, თუმცა არის ისეთი რამეებიც, რაც სადაო არ არის, მაგალითად ის, რომ 90-იანელების თაობაში ყველაზე ნიჭიერი გიორგი ქინქლაძე იყო.

ქინქლაძემ ფეხბურთელის კარიერა ექვსი წლის წინ დასრულა და თითქმის ამდენი ხანი, ფაქტობრივად, ფეხბურთს ჩამოცილებული იყო. ქინქლაძე უფეხბურთოდ? დიახ, ასთებიც ხდება, ოღონდაც ქინქლაძეს უქმობა უსასრულო ვერ იქნებოდა - შარშან შემოდგომაზე გიო ფამაგუსტას "ანორთოსისში" მივიდა სპორტულ დირექტორად.

"ამ კლუბში 2004-05 წლებში ვთამაშობდი, მაშინ თემურ ქეცბაიაც "ანართოსისში" იყო. კლუბის დირექტორატი თითქმის არ შეცვლილა და ძველმა ნაცნობებმაც აქ ჩამოსვლა შემომთავაზეს", - გვითხრა ქინქლაძემ.

მას გაცილებით უკეთეს საფეხბურთო ქვეყნებში უთამაშია და არის კი "ანორთოსისი" ის, რაც მას უნდოდა?

"როგორც უნდა იყოს, "ანორთოსისში" მუშაობა ჩემთვის საინტერესოა, რაც მთავარია, ფეხბურთში ვარ და ჯერჯერობით უკმაყოფილების არანაირი საბაბი არ გამაჩნია", - გვიპასუხა იმან, ვისაც ალბიონზე KINGladze-საც კი ეძახდნენ...

ფეხბურთელ ქინქლაძის ისტორია საოცარიც იყო და გულდასაწყვეტიც. ალბათ იმიტომაც, მას თავისებურად ესმის გამოწვევების მნიშვნელობა. "ანორთოსისი" დიდი გაქანების კლუბი არასდროს ყოფილა, თუმცა ქეცბაის მწვრთნელობისას ბევრს მიაღწია და ვინძლო ამიტომაც მიიწვიეს იქ ახლა ქინქლაძე.

"ძირითადად ფეხბურთელთა ტრანსფერებით ვარ დაკავებული. თუ ვინმე გასაშვებია, ესეც ჩემს კომპეტენციაში შედის. "ანორთოსისში" ჩემი რეკომენდაციით აიყვანეს დავით კვირკველია. ამ ფეხბურთელის შესაძლებლობები კარგად ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ გამიმართლებს. მან ჯერ მხოლოდ ორჯერ ითამაშა "ანორთოსისში" და საკმაოდ ნორმალურადაც", - გვითხრა ქინქლაძემ და ისიც დაამატა, რომ კიდევ სურს ქართველების "ანორთოსისში" მიყვანა.

"ამ სეზონში უკვე აღარავის არ დავიმატებთ, მაისიდან კი სატრანსფერო ბაზარზე შედარებით გავაქტიურდებით. მართალია, "ანორთოსისი" დიდი გუნდი არ არის, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქეცბაიამ ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა, მოსვენება დაკარგული აქვთ, იგივეს განმეორება სურთ. ვნახოთ, იქნებ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი შეგვემატოს", - განგვიმარტა ქინქლაძემ.

"ანორთოსისი" კვიპროსის თოთხმეტგუნდიან ჩემპიონატში ამ დროისთვის მე-4 ადგილზეა და ლიდერ "ომონიას" ხუთი ქულით ჩამორჩება.

"კლუბს ახლა იმდენი ფული არ აქვს, რამდენიც ქეცბაის მწვრთნელობის დროს ჰქონდა, ალბათ გახსოვთ, რომ მაშინ "ანორთოსისში" ბრაზილიელი სავიოც კი თამაშობდა, კლუბს ჰქონდა იმის საშუალება, დიდი ხელფასი გადაეხადა ფეხბურთელებისთვის. მოგეხსენებათ, როგორია ეკონომიური სიტუაცია საბერძნეთში, კვიპროსი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ეს საკლუბო ფეხბურთზეც მოქმედებს. მაგრამ, თუ ჩემპიონები გავხდებით, ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება. ვფიქრობ, ჩემპიონობის შანსი რეალურია".

ქინქლაძე სპორტული დირექტორი კი არის, მაგრამ მხოლოდ მენეჯერიბით ვერ მოიკლავს საფეხბურთო ჟინს.

"შეიძლება ითქვას, რომ ფორმა შენარჩუნებული მაქვს. არც თუ იშვიათად, მეც გავდივარ ხოლმე გუნდის ვარჯიშზე, ვთამაშობ "კვადრატს", ორკარას და გრეხეტბოლს. კვიპროსში ისეთი ამინდი და მოედნებია, ამაზე უკეთესი რა უნდა გააკეთო?!"

ქინქლაძემ ისიც გვითხრა, არ არის გამორიცხული, საქართველოში ჩამოვიდე და ფეხბურთში დავსაქმდე, თუმცა ეს უფრო შორეული პერსპექტივა არისო.

საქართველოს ნაკრების ერთ დროს ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელს იმაზეც ჩამოვუგდეთ სიტყვა, თუ რა ხდება ჩვენს ეროვნულ გუნდში, თუ რა ტენდენციებია და ვინ ვის როგორ აკრიტიკებს.

"ყველაფრის საქმის კურსში ვარ, ყურადღებით ვადევნებ თვალყურს ნაკრების გარშემო გაჩაღებულ პოლემიკას, მაგრამ არანაირი კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ", - მოკლედ მოჭრა სიტყვა ქინქლაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დათო
ყველაზე მრტად იმაზე მწყდება გული, რომ გიო ქინქლქზემ ვერ(თუ არ) გამოამჟღავნა თავისი შესაძლებლობების ალბათ ნახევარი.როგორც სტაჟიანი გულშემატკივარი, მგონია,რომ ასეთი ტექნიკური და რაც მთავარია მოწინააღმდეგისთვის ამოუცნობი ფორვარდი საქართველოს არ ჰყოლია
ქინქი
დაჭერა თუ არა, ნაკრების თამაშებზე ბურთის მომტანად მაინც უნდა დააყენო ერთი შესარჩევი მაინც:D
ქინქი
აქ ნიჭზეა საუბარი და არა თავდადებულ თამაშზე,რაშიც ქეცბაია იყო გამორჩული. თემური ნამდვილად მაღალი დონის მოთამაშე იყო, მაგრამ მისი კოზირი უმეტესწილად ძალისმიერი,ხისტი თამაში იყო. რაც შეეხება ქინქლაძეს, ის ტექნიკით,არაორდინალური გადაწყვეტილებებით და რა თქმა უნდა გოლების გათვალისწინებით, 90იანი წლებია უნიჭიერეს მოთამაშედ მიმაჩნია. პ.ს. და საერთოდ საქართველოს ყველა დროის ერთერთ უნიჭიერეს ფეხბურთელად.
ნიკილურა
ქინქლაძე დასაჭერია თავისი ნიჭის გაფლანგვისათვის, მაგის თითო გატანილი გოლი ათს უდრის, გირშევთ ნახოთ.
irakli
გიო მარტლაც ნიციერი იკო, მაგრამ მერე ტავსჰი აუვარდა. დაიცკო ნარკოტიკები და ტავი გაიბანდზა
goga
მართალია ქინქლაძე კარგი ფეხბურთელი იყო მაგრამ ვერ დაგეთანხმები რომ 90–ანელებში გიო უპირობოდ ყველას სჯობდა. ჩემი აზრით პირველი უდაოდ ქეცბაია იყო,შეიძლება ვიდაოთ ვინ იყო მეორე:ქინქლა თუ ნემსო,შოითი თუ აჩი და ა.შ. მაგრამ პირველობას თემურის მართლა ვერავინ შეეცილება. როცა ის მოედანზე იყო სულ სხვა განწყობა იყო გუნდშიც და მაყურებლებშიც. ქეცბაია როგორი ფეხბურთელიც იყო იმის მეათედი მწრთვნელიც რომ დამდგარიყო ჩვენი მომგები არავინ იქნებოდა მაგრამ ჩანს ბუნებამ მისთვის (და ჩვენთვის)მაგდენი ვერ გაიმეტა
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა