გორელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი თურქულ შეკრებას ნაყოფიერად აფასებს
გორის "დილა" ზამთრის შესვენების დროს რადიკალურად განახლდა. გორელებმა ბევრი ცნობილი მოთამაშე მიიწვიეს: ლაშა სალუქვაძე, გოჩა ხოჯავა, მათე ვაწაძე, ზურაბ არზიანი (ყველა - ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა"), შოთა კაშია, გიორგი კახელიშვილი, ირაკლი ლექვთაძე (ყველა - თბილისის "დინამო"), კახა ალადაშვილი ("ზესტაფონი"), გიორგი ილურიძე ("ანჟი"), რეზო ჯიქია, ბესიკ დეკანოიძე (ორივე -ცხინვალის "სპარტაკი"), ლექსო ინწკირველი, დავით მეგრელიშვილი, ლევან მდვივნიშვილი (ყველა -"კოლხეთი"), მარინ სკენდერი (ზაგრების "დინამო"), ივანე კანდელაკი ("სკონტო"), რეზო ბარაბაძე, გიორგი ხუბუა (ორივე - უგუნდო), ბოლოს კი ლვოვის "კარპატიდან" საქართველოს ნაკრების კანდიდატი სანდრო გურული გადაიბირეს.

მოკლედ, ზამთარში გუნდში 19 (?!) ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა. მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს - ფაქტობრივად ახალ გუნდს შეთამაშება სჭირდება და ჩემპიონატის დაწყებამდე არის კი ეს შესაძლებელი?

"დილას" მთავარ მწვრთნელს თემურ მახარაძეს მოსამზადებელი ეტაპისთვის მხოლოდ თვეზე ოდნავ მეტი ჰქონდა - სეზონი ხომ 14 თებერვალს განახლდება.

თურქეთში გორელებმა ორი შეხვედრა ფრედ დაასრულეს (ავსტრიულ "შტურმთან" 1:1 და რუმინულ "გაზ მეთანთან" 0:0), შემდეგ სამში დამარცხნდნენ (მეიჯორლიგის მოთამაშეების გუნდთან 0:1, "პეტროლულთან" 0:1, რუმინულ "ვოინტა სიბიუსთან" - 0:2) და მხოლოდ ბოლო მატჩი მოიგეს სერბებით გაძლიერებულ ალმატის "კაირატთან" (2:0).

"დილას" მთავარ მწვრთნელ თემურ მახარაძეს თურქეთში დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- შეკრება დასრულდა, ახალწვეულები საკონტროლო შეხვედრებში ნახეთ და დასკვნებსაც გამოიტანდით.

- კარგი შეკრება გავიარეთ. თურქეთში 31 მოთამაშე ვარჯიშობდა. კარგად მახსოვს, ანთალიაში წასვლამდე მკითხეს, მცირე მოსამზადებელი დრო თქვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებსო და მართალია. რეალურად, ბევრი მოთამაშე მხოლოდ 27 იანვარს შემოგვიერთდა, ანუ გუნდის ჩამოსაყალიბებლად მხოლოდ 8 დღე მქონდა.

სხვა სახის პრობლემებიც იყო. მაგალითად, არზიანს "კაირატთან" თამაშის უფლება არ ჰქონდა, სამწუხაროდ, ვერ ვათამაშებდით ტრავმირებულ ვაწაძეს, კაშიასაც მიკროტრავმა ჰქონდა, ბევრი კი წონაში მომატებული ჩამოვიდა და ა.შ. მაგრამ ეს ის საკითხებია, რომლებიც უნდა მოვაგვაროთ. მაგრამ ყველამ მოუმატა.

- არზიანს რატომ არ ჰქონდა თამაშის უფლება?

- ზურას "ვოლგასთან" ურთიერთობა ჯერაც გასარკვევი აქვს.

- გურულის დამატება გადაწყვეტილი ყოფილა.

- დიახ, ასეა, სანდრო თბილისში შემოგვიერთდება.

- შეკრებაზე ერთხელაც არ უთამაშია მათე ვაწაძეს. დღემდე ვერ მომჯობინდა?

- ჩვენთან არის, ვარჯიშიც დაიწყო, მაგრამ ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა. თუმცა, იმედია, თამაშს მალე შეძლებს.

აქვე ვიტყვი, რომ გვსურდა განუგრავას დამატებაც, მაგრამ გუნდს პირობებზე ვერ შეუთანხმდა.

- კონტრაქტი ვის გაუფორმდება?

- ამ დროისთვის ბევრთან არც გაფორმებულა: "დილას" ფეხბურთელები არიან თოთაძე, მეგრელიშვილი, ინწკირველი, ბეჭვაია, ლექვთაძე, კაშია, კახელიშვილი, ალადაშვილი.

- არზიანის ამბავი გასაგებია და, რაც შეეხება სალუქვაძეს, ვაწაძეს და ილურიძეს?

- მათი ყოფილი კლუბებიდან განთავისუფლების ფურცელს ველით.

- ხორვატი მეკარე სკენდერის საკითხიც გადაწყდა?

- დიახ, ის ჩვენთან იქნება.

- მას ზაგრების "დინამოში" ორი წელი არ უთამაშია და ეს არ ეტყობა?

- რა თქმა უნდა, ეტყობა, მაგრამ მისი მაღალი კლასიც შესამჩნევი იყო: უთამაშებლობის კვალობაზეც კარგად გამოიყურებოდა. ცუდი ფეხბურთელი არ იყო სერბი კრნჟინაცი, მაგრამ გავუშვით, რადგან ლეგიონერი ადგილობრივზე უკეთესი უნდა იყოს.

- ამდენ ახალწვეულს როგორ დაიმატებთ?

- რატომ ვერ დავიმატებთ?

- განაცხადში გარკვეული რაოდენობის მოთამაშეთა შეყვანა შეიძლება, პირველ წრეში კი "დილას" ისედაც ბევრი მოთამაშე ჰყავდა.

- ლიმიტი არის, მაგრამ იმდენ მოთამაშეს დავიმატებთ, ლიმიტს რომ არ გადავაჭარბოთ.

- საკონტროლო მატჩებზე რას იტყვით?

- საკმაოდ ძლიერ გუნდებს შევხვდით. მაგალითად "გაზ მეთანს", რომელმაც ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებიდან გერმანული "მაინცი" გააგდო. ჯერაც აუწყობელი გუნდით ეს პატარა ამბავი არ იყო.

მთელი შეკრება შემადგენლობის ბირთვის გამოკვეთას დავუთმეთ და ვფიქრობ, ოპტიმალურ ვარიანტს მივუახლოვდით. საქართველოში რომ ჩამოვალთ, კიდევ ერთი თამაშის ჩატარება გვინდა.

- თქვენი აზრით, "დილასგან" გაზაფხულზე რას უნდა ველოდოთ?

- ერთი კვირის გუნდია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, გარკვეული დროის შემდეგ ძალიან კარგი, სიმპათიური კოლექტივი გვეყოლება. მაგრამ პოტენციალის გამოსავლენად დრო გვჭირდება.

- საშინაო მატჩებს სად ჩაატარებთ?

- ჯერ არ ვიცით. სავარაუდოდ, თბილისის რომელიმე სტადიონზე ან გორში "ქართლზე". საზოგადოებისთვის კიდევ რაიმე კითხვა პასუხგაუცემელი რომ არ დარჩეს, პრესკონფერენციას ჩავატარებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zaza
ვარდს გაეფურჩქნა კოკორი, გადახვეუდა იასა, ზამბახსაც გაღვიძებოდა და თავს უკრავდა იასა, აყვავდი ტურფა ქვეყანავ, ილხინე ივერთ მხარეო, და შენც ქართველო სწავლითა სამშობლო გაახარეო!!! გორის სახელით, გაიმარჯვეთ და საქართველო ასახელეთ!!!
ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"