დღეს "კამპ ნოუზე" "სამეფო თასის" მეორე ფინალისტის ვინაობა გაირკვევა
კოპა დელ რეი. 1/2 ფინალი. საპასუხო მატჩები

ბილბაო-მირანდესი 6:2 (2:1)

გოლები: 1:0 მუნიაინი (11), 2:2 სუსაეტა (14), 3:0 აურტენეჩე (23), 3:1 ბლანკო (58), 4:1 ფ.ლორენტე (71), 5:1 ფ.ლორენტე (75), 5:2 ბლანკო (86), 6:2 კანედა (88.ს.კ.)

დღეს

ბარსელონა-ვალენსია 00:00 (1:1)

8 თებერვალს "კამპ ნოუზე" "სამეფო თასის" მეორე ფინალისტის ვინაობა გაირკვევა - ვინ დაუპირისპირდება "ბილბაოს", "ბარსელონა" თუ "ვალენსია"?

პირველი ნახევარფინალური მატჩის შედეგის გათვალისწინებით "ბარსელონა" აშკარა ფავორიტია, რადგან გუნდმა "მესტალიაზე" 1:1 ითამაშა, ლეო მესის პენალტი რომ გაეტანა, სულაც მოიგებდა.

რა თქმა უნდა, სერხიო ბუსკეტსის თამაში ძალზე საეჭვოა - მას ხომ "რეალ სოსიედადთან" მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო მუხლზე 15 ნაკერი დაადეს. არ იქნებიან ანდრეს ინიესტა, პედრო და დავიდ ვილია. კრისტიან ტელიომ გვარდიოლას თავი მოაწონა, ამიტომ 20 წლის ფორვარდი ალბათ შეინარჩუნებს სასტარტოში ადგილს.

ჟონასი და ევერ ბანეგა "ატლეტიკოსთან" სასტარტოში არ ყოფილან, თუმცა უნაი ემერი მათ აუცილებლად დააბრუნებს 11-ეულში.

"ლოს ჩეს" ფინალში მოსახვედრად გმირობა მართებს, თანაც აუცილებლად უნდა შეუტიოს, რადგან კარლეს პუიოლის გოლის წყალობით 0:0 "ბარსას" სასარგებლო ანგარიში იქნება. სტატისტიკა "ვალენსიას" საწინააღმდეგოა - ამ გუნდმა ბოლო 9 საგარეო მატჩიდან მხოლოდ ერთხელ მოიგო, "კამპ ნოუზე" კი 8 წელია არ იცის გამარჯვების სიხარული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!