პერიოდულად, ჯენარო გატუზო ჟურნალისტებისთვისაც იცლის და ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს. ამჯერად...

პერიოდულად, ჯენარო გატუზო ჟურნალისტებისთვისაც იცლის და ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს. ამჯერად, ზოგადად იტალიურ ფეხბურთში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და საინტერესო პოზიცია დააფიქსირა:

"მთელი უბედურება ის არის, რომ ნიჭიერი ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელები თითებზე შეგვიძლია ჩამოვთვალოთ. ტალანტების მკვეთრი დეფიციტი გვაქვს და სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი, რთული სათქმელია. პრინციპში, მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო ადგილზე გავედით და ამაზე ცუდი რაღა უნდა დაგემართოს?

მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელზე შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილი ტალანტები არიან - მაგალითად, მარიო ბალოტელი, სებასტიან ჯოვინკო, ჯუზეპე როსი. ანტონიო კასანო? - ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ 20 წლის ასაკში აღარ არის, რომ მასზე როგორც ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელზე ვისაუბროთ".

ჟურნალისტები ხშირად წერენ იმის შესახებ, რომ იტალიის ეროვნულ ნაკრებს ლიდერი აკლია. აი, ამ საკითხზე კი ჯენაროს განსხვავებული მოსაზრება აქვს: "თამაშის წაყვანა ანდრეა პირლოს შეუძლია და თანაც ბრწყინვალედ. ნამდვილი დიღიჟორია და ისე იქცევა მოედანზე, როგორც ლიდერი. ამასთან, სამაგალითოა გასახდელში და ყოველთვის ცდილობს, რომ თანაგუნდელები გაამხნევოს. მებრძოლი ხასიათით და შემართებით დანიელე დე როსი გამოირჩევა, ის დაბადებულია იყოს ლიდერი და მასაც შეუძლია წარუძღვეს ნაკრებს. ასე რომ, ამ მხრივ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ".

ჯენარომ საკლუბო თემებზეც ისაუბრა და "მილანის" საზაფხულო სატრანსფერო კამპანიასთან დაკავშირებით დააფიქსირა თავისი მოსაზრება: "გაძლიერება აუცილებელი იყო, რადგან როგორც ბოლო რამდენიმე სეზონმა გვიჩვენა, არსებული რესურსით, წარმატების მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ანდრეი შევჩენკოს წასვლის შემდეგ, ზლატან იბრაჰიმოვიჩის დონის ფორვარდს ჩვენს გუნდში აღარ უთამაშია. შვედთან ერთად მწვერვალების დაპყრობა შეგვიძლია და ამაში თავადაც დამეთანხმება. რაც შეეხება რობინიოს, მისი სახითაც დიდი ძალა შეგვემატა, რადგან გარემარბის პოზიციაზე შესანიშნავად შეუძლია თამაში. როგორც ვიცი, ფლანგებიდან აქტიურად შევუტევთ და რობინიოს გადმობირება ამადაც იყო სასურველი".

ბოლოს, ჯენარომ საკუთარ გეგმებზე და მომავალზე ისაუბრა: "ამ ზაფხულსაც ძალიან ბევრს წერდნენ იმაზე, რომ კლუბი უნდა გამომეცვალა, მაგრამ როგორც ხედავთ, მე კვლავაც "მილანში" ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ. იმედია, ამ სეზონში მეტი სათამაშო დრო მექნება და გუნდის წარმატებებში ჩემს წვლილს შევიტან. მოლოდინი მართლაც დიდია, მათ შორის იმის, რომ სეზონს ტიტულის გარეშე არ დავასრულებთ".

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა