ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რეკონსტრუქცია ლონდონში

რეკონსტრუქცია ლონდონში

"მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრამდე კობემის ბაზას "არისტოკრატთა" ბოსი რომან აბრამოვიჩი ეწვია და ამბობენ მწვრთნელისთვის ეს ვიზიტი ერთგვარი გაფრთხილებაც იყოო
"ჩელსის" გარშემო საინტერესო მოვლენები ვითარდება. ჯერ კიდევ "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრამდე კობემის ბაზას "არისტოკრატთა" ბოსი რომან აბრამოვიჩი ეწვია და ამბობენ მწვრთნელისთვის ეს ვიზიტი ერთგვარი გაფრთხილებაც იყოო.

პრესამ ამ სტუმრობას რატომღაც ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება დაუთმო. ზოგან ისიც კი დაიწერა, რუსი მილიარდერი თამაშის შემდეგ ანდრე ვილაშ-ბოაშს წაეჩხუბაო.

ხმებს კლუბის პრეზიდენტსა და მთავარ მწვრთნელს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, ბუნებრივია "ჩელსი" უყურადღებოდ ვერ დატოვებდა.

"არისტოკრატთა" პრესსამსახურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან შემდეგი რამ განაცხადა: "ბატონ აბრამოვიჩს უყვარს კლუბის ბაზაზე სტუმრობა და ვარჯიშისთვის თვალის დევნება. ამჯერად მან დრო შაბათს გამონახა და ფეხბურთელებს ეწვია. მასა და ვილაშ ბოაშს შორის ჩვეულებრივი, საქმიანი საუბარი შედგა".

თუმცა "დეილი მეილი" ჯიუტად ამტკიცებს, რომ თამაშის შემდეგ მათი საუბარი სულაც არ იყო მშვიდი და ის შეეხებოდა თემას, რამდენად შესაფერისი კანდიდატურაა პორტუგალიელი მწვრთნელი ლონდონური კლუბისთვის.

კომენტარი ისურვა ანდრე ვილაშ-ბოაშმაც. აი, რა თქვა მან: "ჩვენ ვიცით, რა მიზნებიც იყო დასახული კლუბის წინაშე სეზონის დასაწყისში და ყველანაირად ვეცდებით, რომ ის ჩემპიონატის დარჩენილ 14 შეხვედრაში შევასრულოთ. რომან აბრამოვიჩი დაინტერესდა, "მანჩესტერთან" შეხვედრისთვის მზადების დეტალებით.

მას მსგავსი წვრილმანები ყოველთვის იზიდავდა. უბრალოდ მშვენიერია, როცა გუნდის მესაკუთრეს მარტო სატურნირო ცხრილში არსებული რეალობა კი არა, ფეხბურთელების ყოველდღიურობაც აინტერესებს. ჩვენ ყველაზე მეტი უახლოეს შეხვედრაზე ვილაპარაკეთ, თუმცა მომავალი სეზონის გეგმებიც განვიხილეთ. ვიმსჯელეთ იმაზე, თუ რისი გაკეთება დაგვჭირდება მოსამზადებელ პერიოდში. გუნდის რეკონსტრუქციას ყოველთვის სჭირდება გარკვეული დრო და ამას უნდა შევეგუოთ".

ლონდონელთა ბანაკში შექმნილ მდგომარეობაზე ჟურნალისტებთან "ჩელსის" ყოფილმა ვარსკვლავმა მარსელ დესაიმაც ილაპარაკა. "ვილაშ ბოაშს გუნდში ძალიან ბევრი ისეთი რამის შეცვლა მოუწევს, რაც დიდი ხანია უკვე შესაცვლელია. განსაკუთრებით ეს შემადგენლობას ეხება.

რამდენიმე ისეთმა ფეხბურთელმა, ვისიც გუნდში დიდი იმედი ჰქონდათ, ვერ გაამართლა. აქ ისეთი ფეხბურთელებიც არიან, რომლებიც მოვიდნენ თუ არა, აჩვენეს, თუ რა შეუძლიათ. ახლა ყველა "მანჩესტერთან" მატჩზე ლაპარაკობს. შეხვედრა როცა დაიწყო, პირველ რიგში იმაზე დავფიქრდი, რომ მოედანზე ლემპარდი, დროგბა, რამირესი და ტერი არ იყვნენ. მათ რომ ეთამაშათ, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა.

ვფიქრობ, რომ თუკი გუნდი მაქსიმალურად დიდხანს განაგრძობს თამაშს ჩემპიონთა ლიგაში და ჩემპიონატშიც მესამე ადგილს დაიკავებს, სეზონი შეიძლება რომ წარმატებულად მივიჩნიოთ. ვვარაუდობ, რომ გუნდის გეგმებში შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებაც შედიოდეს. მხოლოდ სეზონის დამთავრების შემდეგ გავიგებთ, რა მიზნები იყო დასახული ვილაშ ბოაშის წინაშე. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში მეჩვენება, რომ მას გუნდთან სამუშაოდ მეტი დრო სჭირდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა