გაირკვა ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც 11-12 თებერვალს მსოფლიოს თასზე იასპარეზებს
გაირკვა ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა, რომელიც 11-12 თებერვალს ავსტრიულ ობერვარტში მსოფლიოს თასზე იასპარეზებს.

მოგეხსენებათ, ჩვენებმა წინა უქმეებზე პარიზში "დიდ მუზარადზე" იჭიდავეს და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს - ამირან პაპინაშვილმა 60-ში.

გუნდის ნაწილი ამ დილით დაბრუნდა თბილისში, 5 ფალავანი კი მწვრთნელებთან ერთად პარიზში დარჩა ერთობლივ ვარჯიშებზე და ისინი ავსტრიაშიც გამოვლენ. მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, ესენია შალვა ქარდავა (66), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ზურაბ ზვიადაური (90), ზვიად ხანჯალიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი (ორივე - + 100). ამათ თბილისიდან ბეთქილ შუკვანი, პაატა მერებაშვილი (ორივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი, თენგიზ პაპოშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (სამივე - 73), ლევან წიკლაური (81), ბეთქილ ნავერიანი (90) და ნოდარ მეტრეველი (100) დაემატებიან.

როგორც ვხედავთ, ნაკრების თავკაცი მორიგ შანსს აძლევს ქარდავას და ზვიადაურს. ოღონდ 90-ში ლიცენზია თუ არ გვიჭირს და იქ ნავერიანი გამოცდილების მისაღებად მიჰყავთ, 66-ში, სადაც საგზურისთვის ჯერ კიდევ დიდი ბრძოლა გველოდება, შავდათუაშვილსაც აჭიდავებს.

ცხადია, გამოცდილება უფროსებში ჯერ კიდევ გამოუცდელ ახალგაზრდა შავდათუაშვილსაც სჭირდება, მაგრამ მას თბილისის ტურნირის მოგებით თან ლიცენზიის მოპოვების შანსიც მიეცა. ჯერჯერობით მის ანგარიშზე 124 ქულაა და კიდევ ანალოგიური წარმატება სალიცენზიო ზონას მნიშვნელოვნად დაახლოებს.

კვლავაც დიდი კონკურენციაა 73-ში, თუმცა მათგან სალიცენზიო რეიტინგი მხოლოდ ტატალაშვილს აქვს - XX ადგილზეა. ავსტრიაში წარმატების შემთხვევაში ის პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებს. ამავე წონაში რეხვიაშვილიც მიჰყავთ, რომელსაც მწვრთნელი აქამდეც ინტერესით უყურებდა და რადგანაც ნაკრების ქართველ მწვრთნელთა მონდომებით მის ჭიდაობაში პროგრესიცაა, ზაიზენბახერიც უფრო მეტად ენდობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად