მასის თქმით, ახლო მომავალში ქართველი არბიტრების რიცხვიც და ცოდნის დონეც საგრძნობლად მოიმატებს
ფიბა-ს ინსტრუქტორმა ვიქტორ მასიმ გუშინ ქართველ მსაჯებს, კომისრებსა და მატჩების მომსახურე მდივნებს მორიგი სემინარი ჩაუტარა. რის შემდეგაც პრესკონფერენცია გაიმართა.

ბესიკ ლიპარტელიანი (კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი):

- მართალია, გვყავს მაღალი დონის მსაჯები და კომისრები, მაგრამ მათთვის პერიოდულად ასეთ სემინარებში მონაწილეობა აუცილებელია. ჩვენი სტუმარი გამოცდილი ადამიანია და ქართველ კოლეგებს გამოცდილებას გაუზიარებს, ასევე შეაფასებს საერთო მდგომარეობას და განსაზღვრავს მომავალში რა უნდა გაკეთდეს.

ირაკლი სამყურაშვილი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი):

- კალათბურთი პრიორიტეტული სპორტის სახეობაა, სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება და განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. სუპერლიგის გათამაშება კი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული პირველობაა. გვყავს რამდენიმე ევროპული დონის კლუბი და ჩემპიონატი სულ უფრო საინტერესო ხდება, რასაც ძლიერი, გამოცდილი მსაჯები და კომისრები სჭირდება. სწორედ ამიტომ, მსგავსი სემინარების ჩატარება ქართველი მსაჯების და კომისრებისთვის აუცილებელია.

ვიქტორ მასი:

- მადლობა საქართველოს კალათბურთის ფედერაციას მოწვევისთვის. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან თანამშრომლობა. მსაჯების დონის ამაღლება სასურველი და მნიშვნელოვანია. სემინარის მიზანიც ეს არის. მართალია, ქართველი არბიტრების რიცხვი დიდი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში მსაჯების რაოდენობაც და მათი ცოდნის დონეც საგრძნობლად მოიმატებს. ადრე რთული იყო კვალიფიკაციის მოკლე დროში ამაღლება, ახლა ამ მხრივ განსხვავებული ვითარებაა. თანამედროვე ტექნოლოგიებმა ეს პროცესი საგრძნობლად გააიოლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
უკრაინასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
დვალიშვილის თხოვნის შემდეგ, უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს
[VIDEO] "ილიასთან მთელი ცხოვრების გატარება მინდოდა... ურთიერთობის გაგრძელება ამას ნიშნავდა" - თოფურიას ყოფილმა მეუღლემ საჯაროდ განქორწინებაზე პირველად ისაუბრა
რომელუ ლუკაკუმ 33 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა დაასრულა
მილევსკიმ უკრაინა ანდორას დონეზე დააყენა და ჩვენ უფრო ცუდ დღეში მოგვიხსენია - მაშინ სადაა საქართველოს ნაკრები?!
რამოსი კვლავ ლა ლიგაში? - ლეგენდარულ ესპანელს ახალი ვარიანტი აქვს
მესი კვლავ არგენტინის ნაკრებში და უკვე სხვა როლით? - ლეოს ახალი წინადადება აქვს
წლის რჩეული მამაკაცი - საფრანგეთში ამ პრიზის მფლობელი კვარაცხელია გახდა
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ყველაზე სამწუხარო, შენი სასოწარკვეთის ეს დონეა" - ბასილაშვილის პასუხი იმ ადამიანს, რომელმაც გარიგებულ მატჩებში დაადანაშაულა
[VIDEO] 5:0 - კლოპის გერმანიამ ჩავის ნიდერლანდები გაანადგურა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
უკრაინელთა მწვრთნელი: ფეხბურთელებს საქართველოსთან გამარჯვების უზარმაზარი სურვილი აქვთ - ამას იმსახურებენ
"აზაროვმა მითხრა, რომ ხვალ გაგვაბახებენ" - გაუმხილა უკრაინელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
მატჩის დღე! რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს?