ვარშავის "პოლონიაში" გადაბარგებული ქართველი თავდამსხმელის ხელფასზე განსხვავებული ცნობები ვრცელდება
საინტერესო ამბავი გამოაქვეყნა ბელარუსულმა ინტერნეტგამოცემა "სპორტპანორამამ". ჟურნალისტი დაინტერესდა, წლიურად რა შემოსავალი აქვს ბელარუსის ნაკრების და პოლონური "ლეხის" ნახევარმცველ სერგეი კრივეცს, ექსტრაკლასას უმდიდრესი ლეგიონერების ათეული შეადგინა და სწორედ აქ აღმოვაჩინეთ ჩვენთვის საინტერესო ფაქტი.

ყველაზე მდიდარი "ლეხის" კოლუმბიელი ლეგონერი მანუელ არბოლედა ყოფილა - ის წელიწადში 1,75 მილიონ ზლოტს იღებს (დაახლოებით 552,316 დოლარს), "ვისლას" ჰოლანდიელი კიუ იალიენსი - 1,3 მილიონს (410,233 დოლარს), "ლეგიას" ხორვატი ილიცა ვრდოლიაკი კი - 1,25 მილიონს (394,567 დოლარს), ბელარუსი კრივეცი კი დაახლოებით 300 ათას ევროს მიიღებს წელიწადში და მე-5-მე-7 ადგილზეა.

"თუმცა, იანვრიდან პოლონეთის ექსტრაკლასას ყველაზე მდიდარი ლეგიონერი ქართველი ლადო დვალიშვილი იქნება, რომელიც ვარშავის "პოლონიასთან" გაფორმებული კონტრაქტით გუნდისგან 2,78 მილიონ ზლოტს მიიღებს ( 875,715 დოლარს)" - წერს "სპორტპანორამა".

აქვე,სხვა წყაროც გვინდა მოვიშველიოთ: ებრაული ინტერნეტსააგენტო "ისრალენდის" გავრცელებულ ცნობას თუ გავითვალისწინებთ, ეს უნდა იყოს არა წლიური, არამედ საკონტრაქტო პერიოდში ასაღები თანხა და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი კრივეცის "კონკურენტი" უფრო უნდ იყოს, ვიდრე ლიდერ იალიენსისა.

"ჰაიფას "მაკაბის" ბოლო სამი წლის საუკეთესო ბომბარდირი ლადო დვალიშვილი პოლონეთში იმყოფება და ვარშავის "პოლონიასთან" მოლაპარაკებას აწარმოებს. დვალიშვილი იმედოვნებს, რომ პოლონელები დათანხმდებიან ყოველ წელიწადს 300 ათასი ევროს გადახდას. ქართველი თავდამსხმელი 200 ათასზეც უარს იყო. "პოლონიასთან" კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში კი, "მაკაბი" კომპენსაციის სახით 300 ათასს მიიღებს" - წერდა "ისრალენდი" დვალიშვილის პოლონეთში გადასვლამდე.

ცხადია, საბოლოოდ, ციფრები შეიცვალა, მაგრამ როგორ, ამაზე განსხვავებული ცნობებია: პოსტსაბჭოეთში ცნობილი "ცისოკერი" იუწყება, რომ დვალიშვილის 2,5-წლიან კონტრაქტში ჰაიფას "მაკაბი" 250 ათას ევროს მიიღებს, თავად ფეხბურთელი კი წელიწადში 600 ათას ევროსო - ეს კიდევ რაღაც ახალია. მოკლედ, ვერ გაიგებ, რეალურად რამდენს მიიღებს ფეხბურთელი - რასაც აიღებს, ღმერთმა შეარგოს, არ მოუპარია.

ისრაელში ჩასვლის შემთხვევაში, თურმე, ქართველს პრობლემის მოგვარებაც მოუწევს. აი, რას წერს "ისრალენდი": "პოლონეთში გადასვლამდე მანქანის გადაჭარბებული სიჩქარით მართვისთვის, დვალიშვილი ისრაელის საგზაო პოლიციამ დააკავა და დააჯარიმა.

სანამ მოთამაშე პოლონეთში თავის საქმეებს არკვევს, მისი ადვოკატები ისრაელში სატრანსპორტო სასამართლოსგან კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებას იმედოვნებენ. ისინი სთავაზობენ შემდეგ ვარიანტს: დვალიშვილი აღიარებს საკუთარ დანაშაულს, გადაიხდის საკმაოდ დიდ ჯარიმას და დათანხმდება მისი მართვის მოწმობის ისრაელში ხანგრძლივი ვადით ანულირებას. სამაგიეროდ, ქართველი ლეგიონერი ისრაელში თავისუფლად ჩასვლისა და გასვლის უფლებას ითხოვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kaxi
ეგ ვერ გავიგე რა ჯარიმას იხდის ესეთს ისრაელში თAნაც ადმინისტრაციულს, რო ამდენი ხანი ადვოკატების და პროკურორების გაწევ გამოწევაში არიან. სიჩქარის გადაჭარბება რამდენი უნდა ჯდებოდეს ისრაელში კიმაგრამ...? თუ ლეგიონერ ფეღბურთელებს უწესებს ესეთ სანქციებს ისრაელის პოლიცია??????
irakliii
რა უბედურებაა სულ ფეხბუერთელების, გუნდების საერთო ფასებზე სტატიების წერა. რამე სხვა უფროს საინტერესო გადმოსაწერ თემას ვერ ნახულობთ? რატომ გგონით, რომ ყველაზე საინტერესო დინამოს, ზესტაფონის ან რომელიმე ფეხბურთელის ციფრებში გომოხატული ღირებულებაა.
Aleqsa
აი რატომ ტენიდნენ დვალიშვილს ნაკრებში.
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს