"სპორტინგის" ხელმძღვანელობამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ ახალი მწვრთნელის ძებნას თავს დაანებებენ, ხოლო ტეხადას სეზონის ბოლომდე დატოვებენ
ერთი კვირის წინ მანოლო პრესიადოს ძვირად დაუჯდა "სპორტინგის" მარცხი "რეალ სოსიედადთან" (1:5), ის გაანთავისუფლეს და დროებით ხიხონელთა თავკაცად 46 წლის ინიაკი ტეხადა დანიშნეს.

მაშინვე ითქვა, რომ კლუბი მალე გამოძებნიდა პრესიადოს შემცველს. ბოლო ტურში "სპორტინგმა" 1:1 ითამაშა "ოსასუნასთან". ასტურიელები 19 ქულით ბოლოსწინა ადგილზე არიან.

კლუბის ხელმძღვანელობამ იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ ახალი მწვრთნელის ძებნას თავს დაანებებენ, ხოლო ტეხადას სეზონის ბოლომდე დატოვებენ.

ბასკი სპეციალისტი 1985-87 წლებში ბილბაოს "ატლეტიკში" თამაშობდა. ნახევარმცველმა დარჩენილი კარიერა დაბალი ლიგის გუნდებში გაატარა. მთავარი მწვრთნელი კი ის აქამდე არასოდეს ყოფილა. წლების განმავლობაში ტეხადა ან მარსელინოს, ან პრესიადოს ასისტენტი იყო, ხან კი "სპორტინგ ბ-ს" წვრთნიდა.

"სპორტინგს" შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობები აქვს, ასტურიელთა ბოსები რამდენიმე მწვრთნელს დაეკონტაქტნენ, მაგრამ, მათივე თქმით, ტეხადაზე უკეთესი არც ერთი იყო. ტეხადა კი წლებია "სპორტინგში" ირჯება (1996 წლიდან, როცა მას კლუბის ბაზის მინდვრების საფარის ყურადღება ევალებოდა) და იქაურობის ავან-ჩავანი ბრწყინვალედ იცის.

გუშინ ტეხადამ კარგ ამბავთან ერთად ცუდიც შეიტყო - "სპორტინგის" ცენტრალური მცველი ივან ერნანდესი 10 დღე იუქმებს. ტესტმა აჩვენა, რომ მისი ფეხის კუნთი დაზიანებულია და დასვენება ესაჭიროება. კვირას, "მესტალიაზე" ერნანდესის თამაში, ბუნებრივია, გამორიცხულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა