ინგლისურმა პრემიერლიგამ სულ რამდენიმე თვის წინ წამოიწყო აქცია რომელიც მოზარდებში წიგნის კითხვის სიყვარულის გაღვივებას ემსახურება
ინგლისურმა პრემიერლიგამ სულ რამდენიმე თვის წინ წამოიწყო აქცია რომელიც მოზარდებში წიგნის კითხვის სიყვარულის გაღვივებას ემსახურება.

"ლივერპულის" 26 წლის შოტლანდიელმა ნახევარმცველმა ჩარლი ადამმა ინიციატივას მხარი დაუჭირა და თინეიჯერებთან შეხვედრაზე ამ თემაზე ვრცლად ილაპარაკა. "მიყვარს გზაში კითხვა.

როცა გასვლითი შეხვედრისთვის მივემგზავრებით ან თამაშის წინა საღამოს სასტუმროში ვატარებ, წიგნი განტვირთვაში ძალიან მეხმარება.

ამჟამად ჯეიმს კორდენის (მსახიობი და სატელევიზიო პროდიუსერი) ავტობიოგრაფიას ვკითხულობ. ის საკმაოდ მხიარული ადამიანად მყავდა წარმოდგენილი და ამიტომაც ვარჩიე მის ცხოვრებას გავცნობოდი". ადამი ამ პროგრამაში მონაწილე მე-20 მოქმედი ფეხბურთელია. ვარსკვლავებიდან შეიძლება ჯოი ბარტონის, ტეო უოლკოტისა და კრის სმოლინგის დასახელება.

ჰართსს საგადასახადო მიადგა

შოტლანდიური "ჰართსი" სერიოზულ შარშია გახვეული. კლუბი, რომელიც წელს დაარსების 138-ე წელიწადს აღნიშნავს, შეიძლება უახლოეს პერიოდში გაკოტრებულად გამოცხადდეს. "ასოშიეიტედ პრესის" ცნობით, შოტლანდიის საგადასახადო სამსახურმა კლუბს უკვე გაუგზავნა ოფიციალური შეტყობინება, რომ თუკი უახლოეს ხანებში არ დაფარავს სახელმწიფოს წინაშე დაგროვილ დავალიანებას, მის წინააღმდეგ გაკოტრების საქმის წარმოება დაიწყება. რითი დამთავრდება ეს პროცესი, დასკვნა თქვენთვის მოგვინდვია.

შოტლანდიური პრესის ცნობით, "ჰართსის" ლიტველი მესაკუთრე ვლადიმირ რომანოვი სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე დგას. მას დავალიანება მხოლოდ ბრიტანეთის სახელმწიფოს კი არა, უშუალოდ ფეხბურთელების წინაშეც დაუგროვდა. რომანოვი დიდი ხანია ცდილობს საფეხბურთო ბიზნესიდან საბოლოოდ წასვლას და საამისოდ "ჰართსის" გაყიდვასაც გეგმავს.

ფაბიანსკის თამაში მოენატრა

26 წლის პოლონელმა გოლკიპერმა ლუკაშ ფაბიანსკიმ აღიარა, რომ "არსენალის" ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლა თანამემამულე ვოიცეხ შჩესნისთან უშანსოდ წააგო და მზადაა, ლონდონური კლუბი დატოვოს. ის უარს არ იტყვის თუნდაც მოკლევადიანი საიჯარო ხელშეკრულებაზე და თუნდაც ჩემპიონშიპის კლუბში გადასვლაზე. ლუკაშს ეშინია, რომ არასათანადო ფორმის გამო მას ევროპის ჩემპიონატზე ნაკრებს მიღმა დარჩენა ემუქრება. ფაბიანსკის ეჭვი სულაც არ არის საფუძველს მოკლებული, რადგან ფრანტიშეკ სმუდას განკარგუელბაში შჩესნის გარდა გჟეგოშ სანდომირსკი (გენკი) და პჟემისლავ ტიტონიც (ეინდჰოვენი) არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად