ინგლისურმა სასამართლომ რედნაპი გადასახადების დამალვის საქმეში უდანაშაულოდ ცნო
"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი ალბათ დღეიდანვე დაუბრუნდება ცხოვრების მისთვის ჩვეულ მშვიდ სტილს.

ინგლისურმა სასამართლომ რედნაპი გადასახადების დამალვის საქმეში უდანაშაულოდ ცნო. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. მასთან ერთად გამართლდა "პორტსმუთის" ყოფილი პრეზიდენტი მილან მანდარიჩიც, ვისაც გამოძიება აღნიშნულ საქმეში თანამონაწილეობას აბრალებდა. ლაპარაკი იყო სულ 40 ათასი ფუნტის გადასახადის დამალვაზე.

გამოძიების ვერსიით, მანდარიჩმა რედნაპს 189 ათასი ფუნტი 2 მიზეზით გადაურიცხა. პირველი ეს იყო პიტერ კრაუჩის სარფიანად გაყიდვისთვის კუთვნილი წილი (რედნაპს 10% კონტრაქტის მიხედვით ეკუთვნოდა) და მეორე ბონუსი "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხებისთვის.

თავის მხრივ მანდარიჩი ამტკიცებდა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ საჩუქარი იყო მეგობრისთვის, რომელსაც აღნიშნული თანხა კონკრეტულ სარფიან პროექტში დასაბანდებლად სჭირდებოდა. რედნაპის მტკიცებით კი, ფაქტი, რომ აღნიშნული თანხა მის საშემოსავლო დეკლარაციაში ვერ მოხვდა, შეიძლება იმით აიხსნას, რომ მას ის უბრალოდ დაავიწყდა. ამ არგუმენტს ის იმით ამყარებდა, რომ მისი შემოსავალი ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად აჭარბებს რამდენიმე მილიონ ფუნტს, საიდანაც ის გადასახადებს პატიოსნად იხდის. მისი მხრიდან 40 ათასის დამალვა და ამით თავის საფრთხეში ჩაგდება არალოგიკური იქნებოდა.

გამოძიება ამ საქმეზე 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. უშუალოდ სასამართლო კი სულ რაღაც 2 კვირა გაგრძელდა. ნაფიცი მსაჯულების მიერ ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ მანდარიჩი და რედნაპი ერთმანეთს დარბაზშივე გადაეხვივნენ. "მოხარული ვარ, რომ ეს კოშმარი დასრულდა, - უთხრა 64 წლის მწვრთნელმა ჟურნალისტებს. - ერთს გეტყვით, ეს სასამართლო საერთოდ არ უნდა გამართულიყო". "ეს ბრალდება ჰარისა და მის ოჯახს 4 წლის განმავლობაში მოსვენებას არ აძლევდა.

განსაკუთრებით რთული იყო ყველაფერი ბოლო 2 კვირის განმავლობაში. მოხარულები ვართ, რომ ბოლოს და ბოლოს ყველაფერი დასრულდა. ჰარის ჩვეულ ცხოვრებაში დაბრუნებასა და სეზონის ბოლომდე მაღალ შედეგებს ველოდებით," - ნათქვამია "ტოტენჰემის" სპეციალურ განცხადებაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად