აფრიკის ერთა თასზე ნაჩვენები კატასტროფული შედეგის გამო თანამდებობიდან სენეგალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლეს
აფრიკის ერთა თასზე ნაჩვენები კატასტროფული შედეგის გამო თანამდებობიდან გაანთავისუფლეს სენეგალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამარა ტრაორე თავის ასისტენტებიანად.

სენეგალი ერთ-ერთი ფავორიტი იყო ტურნირზე, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩა. "ეს დიდი ჩავარდნაა და პასუხისმგებელი მწვრთნელი უნდა იყოს. ამიტომაც ჩვენ დავემშვიდობეთ ტრაორეს და მის ასისტენტებს", - განაცხადა სენეგალის ფეხბურთის ფედერაციის თავკაცმა აუგუსტინ სენგჰორმა.

სენეგალმა ქულაც ვერ მოიპოვა, თუმცა ამარა ტრაორე აცხადებდა, რომ არ გადადგებოდა, რადგან მან შეასრულა მთავარი პირობა - ნაკრები ერთა თასის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა. 20 თებერვალს სენეგალს ამხანაგური მატჩი ელის სამხრეთ აფრიკასთან. ამ შეხვედრისთვის გუნდს ოლიმპიური გუნდის მწვრთნელები კარიმ სეგა დიუფი და ალიუ სისე მოამზადებენ.

ფიფას ერთი წევრი ემატება

მალე ფიფას ახალი წევრი ეყოლება - სამხრეთ სუდანი. პარასკევს ეს ახალი ქვეყანა, რომელიც სუდანში მომხდარი სამოქალაქო ომის შედეგად წარმოიშვა, ფიფას დროებითი წევრი გახდება, ეს კი პირველი ნაბიჯია სრულუფლებიან წევრობამდე. სამხრეთ სუდანმა დამოუკიდებლობა 2011 წლის ივლისში გამოაცხადა.

ფიფას წესებით, კიდევ ორი წელი უნდა გავიდეს, სანამ ეს ქვეყანა საერთაშორისო შეჯიბრებებში ოფიციალურად ჩაებმება. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია ერთი თვის წინ ჩამოყალიბდა, ხელმძღვანელის არჩევნები კი აპრილშია დანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ფიფას 208 სრულუფლებიანი წევრი ჰყავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო